რეფლექსია
2018
წლის 22 თებერვალს V2 კლასში
ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე: სულხან-საბა ორბელიანის „უტკბესი და უმწარესი“. გაკვეთილის
მიზანს წარმოადგენდა: მოსწავლემ წაიკითხოს ტექსტი და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
წაკითხულის ირგვლივ, ამოიცნოს მხატვრული და ენობრივი მახასიათებლები, გამოიყენოს კითხვის
შესაბამისი სტრატეგია.
I ფაზაზე მოსწავლეთა ყურადღების
მობილიზაციისა და მოტივაციის აქტივობის ამაღლების მიზნით კლასში შევქმენი შესაბამისი
განწყობა. წინარე ცოდნა შევამოწმე გონებრივი იერიშის საშუალებით.
II ფაზაზე წინარე
ცოდნაზე დაყრდნობით მოხდა ახალ მასალაზე გადასვლა. მოსწავლეები კითხულობდნენ ტექსტს,
იწერდნენ უცნობ სიტყვებს და ხსნიდნენ სინონიმების მეშვეობით. პარალელურად მუშაობდნენ ტექსტის ენობრივ და მხატვრულ მახასიათებლებზე.
III ფაზაზე მოვახდინე
ახალი მასალის განმტკიცება. მოსწავლეებმა ააწყვეს დაჭრილი ტექსტი და გაიაზრეს ამბის
დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეს მცირე
ტექსტი. სათანადო ინსტრუქციებით მივაწოდე საშინაო დავალება. რუბრიკების მიხედვით მოვახდინე
მოსწავლეების როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება.
გაკვეთილის
მსვლელობაში ვასრულებდი ფასილიტატორის როლს, ეტაპობრივად ვეხმარებოდი მათ და ვცდილობდი
მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ
შედეგებს. გაკვეთილის მსვლელობის პროცესში გეგმის შეცვლა არ დამჭირვებია, თუმცა ახლა
ვფიქრობ რომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთაც მუშაობის პროცესში გავითვალისწინებ:
·
გაკვეთილში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლება
·
კლასის ორგანიზების ფორმები უკეთესად იყოს მორგებული
საკლასო ოთახს
No comments:
Post a Comment