Sunday, April 24, 2022

შემაჯამებელი სამუშაო. მე-12 კლასი.

 

                                                შემაჯამებელი სამუშაო

                                                        

 

                                        ნიკო ლორთქიფანიძე  ‘’შელოცვა რადიოთი.’’

 

1)      ნაწარმოების დასაწყისში რომელი სიტყვების პერიფრაზს მიმართავს ავტორი შოთა რუსთაველთან დაკავშირებით?

 

 

 

 

 

2)      თქვენი სიტყვებით გადმოეცით აზრი წინადადებისა:  ‘’ქსოვდა ზღაპართა  და თქმულებათა  ფერად  ხალიჩას.’’

 

 

 

3)      რატომ თქვა უარი დუელზე  შალვა გორდელიანმა?

 

 

4)      ვინ იყო   ‘’მოფილოსოფოსე  ნევრასტენიკი’’?

 

 

 

5)      რამ აღმოაცენა ტკივილი, რომლის გამწვავებასაც ელი ცდილობს?

 

 

6)      რატომ არის დამოკიდებული ჰექსლეი  ბრომლეიზე?

 

 

 

7)      რა თვისებას ავლენს რამინო და რა აკავშირებს  მას ჰექსლეისთან?

 

 

8)      რას სთხოვს ელი  ბრომლეის ცეკვის სანაცვლოდ?  რით არის მნიშვნელოვანი ელისთვის გველებთან ცეკვა?

 

 

 

9)      რა  არის საერთო  ბარათაშვილსა და ელის  შორის?

 

 

 

10)  განმარტეთ, რა სამსახურს  უწევს ელი გორდელიანი ‘’მოძმესა  თვისსა’’?

 

 

 

 

 

 

                                                   ტექსტის რედაქტირება

                       

 

   დავით   აღმაშენებელის   ისტორიკოსის  ვინაობა უცნობია. მკითხველისათვის ცხადია მისი   განათლება და ინტერესები, ასევე  საზომები  რომელსაც იგი დავითის ღვაწლის  შესაფასებლად  იყენებდა. დავითის  ისტორიას აუცილებლად ექნებოდა   შესავალი,  მაგრამ ,  როცა  ‘’ქართლის ცხოვრების’’ კრებულში ჩართეს იგი მას  ჩამოცილდებოდა. ისტორიკოსი თხრობას გიორგი II- ის დავითის მამის მეფობისაგან  იწყებს,  რადგან დახატოს ფონი, რომელზეც  დავითის მისიის განხორციელება მოხდა.

 

                                                        პასუხები

 

1)      ‘’ვით მარგალიტი ობოლი , ხელის-ხელ საგოგმანები.’’

2)      თხზავდა მრავალფეროვანი თავგადასავლებით აღსავსე ზღაპრებსა და თქმულებებს.

3)      რათა ჰექსლეიმ უპატრონოს ელის.

4)      შალვა გორდელიანი.

5)      სამშობლოს მონატრება.

6)      ჰექსლეის განზრახული აქვს მიუნხენში კინოქარხნის გახსნა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამერიკის ფირმებთან შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ბრომლეის დახმარებით შეიძლება.

7)      თავმოყვარეობას, სიამაყეს, ღირსების გრძნობას. ჰექსლეიმ რამინო გადაარჩინა სიკვდილს.

8)      თბილისში წაყვანას. მას სურს , ამ გზით სამშობლოში დაბრუნების ღირსი გახდეს.

9)      ელი, ისევე როგორც ბარათაშვილი, არ დამარხულა თავის სამშობლოში.

10)  ელი მომავალ თაობებს შთააგონებს, რომ გზა, რომელსაც იგი დაადგა, დამღუპველია.

 

 

 

 

 

 

 

                                  ტექსტის რედაქტირება

 

 

1)      დავით აღმაშენებლის

2)      რომლებსაც

3)      ასევე საზომები,

4)      მძიმე  წინადადების“ რომლებსაც იგი დავითის ღვაწლის შესაფასებლად  იყენებდა’’...წინ

5)      ჩამოსცილდებოდა

6)      მძიმეები დანართის-დავითის მამის- წინ და შემდეგ

7)      მეფობიდან

8)      რათა

9)      რომელზედაც

10)  დავითის მისია განხორციელდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                            

 

 

 

 

No comments:

Post a Comment