Friday, August 4, 2023

გაკვეთილის გეგმა, რეფლექსია.

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  ლალი მიქაძე

კლასი: 5ბ                                                                                 

მოსწავლეთა რაოდენობა: 21

საგანი:  ქართული ენა, ლიტერატურა

 გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე ორიენტირებული. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებას და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით ხდება პრობლემის გამოვლენა, გააზრება, შემდეგ საჭირო ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და გაანალიზება, დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მისი გადაჭრა.

გაკვეთილის თემა: „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ /ი.ჭავჭავაძე/

გაკვეთილის მიზანი:

·         მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ანალიზი;

·          ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება;

·         ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება;

·         პარალელის გავლება შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

·         ქართV.2მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

·         ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·         ქართ. V.4. მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

·         ქართ.V.6 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.

·         ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენება  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.

 

 

 

 

 

 

 

N

აქტივობის აღწერა/მიზანი

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსი

დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი  აქტივობების,  თემისა  და შეფასების  კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

ორგანიზება

მთელი კლასი

ჟურნალი,შეფასების კრიტერიუმები

2  წუთი

2

გონებრივი იერიში.

 ვსვამ კითხვებს:

1.                  რა იცით სპარსელების შესახებ?

2.                  რომელი ნაწარმოები შეისწავლეთ ან რომელი კინო-ფილმი გინახავთ სპარსელთა შემოსევებზე?

3.                  რატომ ინტერესდებოდნენ ისინი ჩვენი ქვეყნით?

4.                  რომელ ქართველ გმირებს გაიხსენებთ საქართველოს ისტორიიდან?

5.                  რომელი ნაწარმოები იციან 300 არაგველებზე?

6.      ვის მიუძღვნა ლ. ასათიანმა ლექსი  ,,კრწანისის ყაყაჩოები“?

7.      რა გამოხატა ამ ლექსით ავტორმა?

8.       რა იცით 300 არაგველის შესახებ?

9.      კიდევ რომელი გმირი წინაპრები შეგიძლიათ დაასახელოთ?

10.  ვინ არის თქვენი რჩეული გმირი? რატომ?

პასუხებს ვაფიქსირებთ დაფაზე.

შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ  გმირებს როგორც წარსული, ასევე უახლესი ისტორიიდან. გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას გმირების მიმართ.

     

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

ცარცი, დაფა

პროექტორი

3 წთ

3

ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია  პროვოცირებისა და განწყობის ამაღლების  მიზნით ასევე ვასმენინებ  ლადო ასათიანის ლექსს  ,,კრწანისის ყაყაჩოები“, რომელსაც კითხულობს გურამ საღარაძე.

შედეგი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარ-ჩვევა.

 

 

ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია  პროვოცირება

მთელი კლასი

პროექტორი

2წთ)

4

ვერბალური ახსნა

აქტივობა 2: მოსწავლეებს ვაცნობ შესასწავლი ტექსტის თემასა და მიზანს, შეფასების რუბრიკას . სათაურის  მიხედვით მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს,  რატომ ჰქვია მოთხრობას ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი’.’

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა. ეცოდინება ტექსტის  თემა და მიზანი.

ვერბალური

მთელი კლასი

სახელმძღვანელო შეფასების რუბრიკები

3წთ

5

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია

აქტივობა . დაფაზე  ვწერ ფრაზეოლოგებს: აინუნში არ მოსდის, თავისთან დაიჭიროს, სირცხვილი ვჭამეთ, თავზე ლეჩაქი დაგვხურა,  დაიძახეს ჯარიანობა, სალამი მისცა. მოცემულ იდიომატურ გამოთქმებს მოსწავლეები ხაზებით დააკავშირებენ სავარაუდო პასუხებთან და შეადგენენ წინადადებებს. სამუშაო შესრულდება ჯგუფურად.

შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; შეძლებენ ფრაზების გამოყენებით წინადადებების შედგენას.  

 

 მოსწავლეებს ვაკვირდები მუშაობის დროს.შემდეგ კი ვაკეთებ მზაობის შესახებ დასკვნას.

 

 

 

 

 

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია

მთელ კლასი

ფლიპჩარტი, ფრაზეოლოგები, მარკერი.

3 წთ

6

 

  

კითხვა გაგრძელებით

აქტივობა    ტექსტის ეპიზოდის  სამოდელო კითხვის შემდეგ ბავშვებს ვუთითებ წიგნში შესაბამის გვერდს, მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით.

შედეგი: მოსწავლე შეძლებს ადეკვატური ტემპით გაბმულად და გამომსახველობით სხვის მიერ დაწყებული ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას; ყურადღების კონცენტრირებას, მოსმენას, ტექსტის შინაარსის გააზრებას.

კითხვა გაგრძელებით

მთელი კლასი

მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნი

5 წთ

7

კითხვა-პასუხი

აქტივობა:   ვიყენებ კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით ვსვამ ფაქტობრივ შეკითხვებს: 

რა სურდა ყიზილბაშების ყაენს?

ბრძოლის დროს რით გამოიჩინა თავი ყიზილბაშების ერთმა მეომარმა?

რით უპასუხეს ყიზილბაშის გადაჭარბებულ სითამამეს ქართველებმა?

გაჭირვების ჟამს ვინ გაახსენდათ ქართველებს?

რატომ თქვა ბრძოლაზე უარი სახელოვანმა ვაჟკაცმა?

ვინ მოიპოვა ორთაბრძოლაში უპირატესობა? როგორ?

შედეგი: მოსწავლეები სიღრმისეულად ჩასწვდებიან და გაიაზრებენ ტექსტის შინაარსს.

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

გამოსაძახებელი ჩხირები

2წთ

8

ვარაუდების დაფა

აქტივობა:  მოსწავლეებს ვაჩერებ იმ ეპიზოდთან, სადაც  გოსტაშაბიშვილმა ცხენიდან   ჩამოაგდო  მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მასწავლებელი ავსებს ვარაუდების დაფას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ, გამართლდა თუ არა მათი ვარაუდი.

შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი.

 

 

ვარაუდების დაფა 

მთელი კლასი

ვარაუდების დაფა

2 წთ

9

ამოკრებით  კითხვა

აქტივობა   მოსწავლეებს ტექსტში ვაძებნინებ იმ ადგილებს, სადაც აღწერილია:

მტრის ჯარისკაცის თვისებები;

ნიკოლოზ გოსტაშაბისვილის დახასიათება;

ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის დამოკიდებულება მტრის მიმართ.

შედეგი ;  მოსწავლე შეძლებს მითითებული მონაკვეთის მოძებნასა და წაკითხვას.

ამოკრებით კითხვა

მთლიანი კლასი

ტექსტი

1 წთ

10

კითხვა-პასუხი

აქტივობა:   მოსწავლეებს ვუსვამ ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:

როგორ შეძლო ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილმა ახალგაზრდა, ლომივით ვაჟკაცის დამარცხება?

როგორ გესმით სიტყვები: ,, ცოდვაა შენი გაფუჭება“?

როდის მოიპოვა გოსტაშაბისვილმა მტერზე დიდი გამარჯვება--როცა ცხენიდან ჩამოაგდო, თუ როცა სიცოცხლე აჩუქა?

რა ჰქვია ამგვარ საქციელს?

და დაინახა მან მოწინააღმდეგეში ისეთი, რის გამოც დაინდო და არ მოკლა?

რა დაანახა, რა ასწავლა გოსტაშაბიშვილმა ახალგაზრდა მებრძოლს?

შეიცვლებოდა თუ არა ამის შემდეგ ყიზილბაშის დამოკიდებულება ქართველების მიმართ?

არის თუ არა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი გმირი? რატომ?

არის თუ არა გმირი მტრის ჯარისკაცი? რატომ?

შედეგი:  მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, შეძლებენ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირის დამყარებას.

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

ფერადი ბარათები,  წიგნი, კალამი.

2 წთ

11

ჯგუფური მუშაობა

აქტივობა:   კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ  განსხვავებულ დავალებას, განმარტავ ინსტრუქციას და განვსაზღვრავ დროს. პრეზენტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები. პრეზენტაციისათვის თითოეულ ჯგუფს მიეცემა 1 წუთი.

ჯგუფეფბ ვთავაზობ სამუშაოდ შემდეგ საკითხებს და სამუშაოდ თავად აირჩევენ: პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ  მტრის ჯარისკაცი (ყიზილბაში), მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. ვენის დიაგრამის მიხედვით დაახასიათეთ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი და ყიზილბაში მეომარი, იპოვეთ მსგავსება და განსხვავება. დაყავით ტექსტი ნაწილებად, დაასათაურეთ თითოეული ნაწილი (შეადგინეთ გეგმა). გააგრძელეთ ტექსტი--რამდენიმე წლის შემდეგ... 

გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს სხვათა მოსაზრების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას, ვიზუალურ სქემებზე მუშაობას. განუვითარდება ფანტაზიის უნარი.შეძლებს ტექსტის ირგვლივ მსჯელობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.

  მოსწავლეებს ვაკვირდები მუშაობის დროს, შემდეგ კი ვაკეთებ დასკვნას მზაობის შესახებ.

ჯგუფური მუშაობა

მთელი კლასი

ფიფჩარტი, მარკერი, სახელმძღვანელო

(10წთ)

12

  მოთხრობის რუკა

აქტივობა:   დაფაზე ვაკრავ მოთხრობის რუკას, მოსწავლეები ასახელებენ მთავარ პერსონაჟს, გარემოებებს, გამოყოფენ პრობლემას და ისაუბრებენ, თუ როგორ გადაიჭრა იგი. მოსწავლეები გამოთქვამენ  აზრს, თავად როგორ გადაჭრიდნენ აღნიშნულ პრობლემას.

შედეგი:  განუვითარდებათ სინთეზისა და ანალიზის უნარი.

მოთხრობის რუკა

მთელი კლასი

კოგნიტური სქემა

2 წთ

13

ისკუსია

აქტივობა: მოსწავლეებს ვუსვამ სადისკუსიო კითხვას: სწორად მოიქცა თუ არა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, როცა მტრის ჯარისკაცი დაინდო და სიცოცხლე აჩუქა.

შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ პრობლემის სიღრმისეულად გააზრებას, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ჩამოყალიბებას. განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.

დისკუსია

მთელი კლასი

(1წთ)

14

ცხელი სკამი აქტივობა:  მოსწავლეებს ვთხოვ, მოირგონ ტექსტის ერთ-ერთი პერსონაჟის როლი (ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი). მოსწავლეეები შერჩეულ პერსონაჟს უსვამენ კითხვებს.

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს , გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოებისა და პერსონაჟის მიმართ. განუვითარდება წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.

ცხელი სკამი

მთელი კლასი

ადამიანური რესურსი

3 წთ

შეჯამება

აქტივობა მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის  დედააზრს, უპასუხებენ კითხვას--რა გვასწავლა ამ მოთხრობამ.

შედეგი: შეძლებენ ტექსტის  დედააზრის ამოცნობას, ტრანსფერს.

 

შეჯამება

მთელი კლასი

1 წთ

15

თვითშეფასება/შეფასება

შეფასება: განმავითარებელი

მთელი კლასი

შეფასები რუბრიკები

2 წთ

16

საშინაო დავალება ყიზილბაშის ნაამბობი (I პირში გადმოეცით, თუ როგორ მოყვებოდა ამ ამბავს ახალგაზრდა ყიზილბაში)

 

საშინაო დავალება

მთელი კლასი

1წთ

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებას.

·         მოსწავლე შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·          მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

·         ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         მოსწავლეს შეძლებს  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვასა და ადეკვატურად გაგება- გააზრებას.

·         მოსწავლეს შეძლებს კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებას  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

 

 

შეფასება: (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები თან  ერთვის გეგმას)                         

 

 

 

 

 

 

დანართი 1.

მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა

 

 

    კი

        არა

 ნაწილობრივ

აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთლო პროცესში

 

დასმულ კითხვას გააზრებულად ვპასუხობდი

 

ვმსჯელობდი პერსონაჟის თვისებებზე არგუმენტირებულად

 

ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრერბთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

მოსწავლის დაკვირვების ფურცელი

თარიღი:

სახელი .................            გვარი ..........................

 

კრიტერიუმები

დიახ

არა

ნაწილობრივ

რეკომენდაცია

აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში

ფლობს კითხვის ტექნიკას

აფიქსირებს საკუთარ აზრს და პასუხობს კითხვებს

აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ საქმიანობაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოხმაურება    წაკითხულ   ტექსტზე

მე  შევამჩნიე  რომ...

 

მე  გამიჩნდა  შეკითხვა...

 

მაინტერესებს,  რატომ...

 

მე  დამაფიქრა...

 

როგორც  ჩანს...

 

ვერ  გავიგე...

 

 მე  ძალიან  მომეწონა...

 

მე  წარმომიდგენია...

 

მე  გავიაზრე...

 

მე  გამაკვირვა...

 

მე  რომ............................ ვიყო,...

 

მე  აღმოვაჩინერომ...

 

 

 

 

 

 

 შეფასების რუბრიკა

 

 

კრიტერიუმები

კი

არა

ნაწილობრივ

ჩართულია საგაკვეთილო პროცესში

მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში

აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში

არგუმენტირებულად პასუხობს კითხვებს

მსჯელობს და აფიქსირებს საკუთარ აზრს

 

 

 

ნიკოლოზ  გოსტაშაბიშვილი

 

    ერთ დროს ჩვენ გვყოლია ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე. იმის დროს ყიზილბაშების ყაენად დაჯდა შაჰ-სულთან-ჰუსეინი. ამ ყაენმა გამოგზავნა დიდი ჯარით თავისი სარდალი, რომ საქართველო აიკლოს და თავისთან დაიჭიროს. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა. შეიყარა ორი ერთმანეთზე გამართული ჯარი საომრად. ერთ მხარეს დაეწყვნენ ყიზილბაშები, მეორე მხარეს--ქართველები. გაიმართა ომი.როცა გაცხარდა ბრძოლა, მაშინ გამოქუსლა ცხენი  ერთმა ყიზილბაშმა და გამოვარდა მოედანზე, გაუქროლ- გამოუქროლა ჩვენებს, თითქოს ჯირითშია და არა ომშიო. ეწყინა ქართველ ყმაწვილობას ასე გაბედულად და თამამად ნავარდობა ყიზილბაშისა: დახე, როგორ გვიბრიყვებს? კაცად აღარ გვაგდებს, თუ რა ამბავია,რომ ასე უშიშრად გაგვირბის და გამოგვირბისო!--იძახდნენ.

     ჰკრა ერთმა მოსხეპილმა ყმაწვილმა კაცმა ცხენს ქუსლი და ზედ მიაგდო ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ზედ ჩამოეკიდა ცხენს და და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ.

    --აი, ქუდიც არა მხურებია, აი, დედის ძუძუც არ შემრგებია, თუ შენ ეგ შეგარჩინოო,--დაიძახა ახლა სხვამ და მიაგდო ცხენი ყიზილბაშს. ყიზილბაშმა ესეც ჩამოაგდო ცხენიდან და უფრო გახალისებულმა გამარჯვებით გაათამაშ-გამოათამაშა ცხენი მოედანზე. გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთედა ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დახოცა, რომ კაცი უკეთესს ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა--ეს სირცხვილი როგორღა ვჭამოთო,, შინ რა სახელითღა მივიდეთო. არ იცოდნენ რა ექნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა, ვეღარავინ ბედავდა გასვლას. ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზე ცხენს, თითქოს ყაბახზედ გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო.

   --ნიკოლოზი სად არის, ნიკოლოზი!--დაიძახეს ქართველებმა, ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინაო.

   --ნიკოლოზ გოსტაშაბისვილი!  ნიკოლოზ!--გაჰკივლეს აქეთ-იქიდან ჩვენებმა.

    გოსტაშაბიშვილი თურმე გაცხარებულ ომში იყო და ამ კივილზე ომიდან გამოვიდა. ჩოხის კალთით გასისხლიანებულ ხმალს წმენდდა, როცა მისცვივდნენ  ჩვენები და თავისი სირცხვილი უამბეს. გოსტაშაბიშვილი, მართალია, ძალიან განთქმული და სახელოვანი ვაჟკაცი იყო,  მაგრამ  მაშინ სიბერე მორეული ჰქონდა და უწინდებურად აღარც მკლავი ერჩოდა და აღარც--მუხლი.

   --სად შემიძლია ახლა მე, დაბერებულსა და დაჩაჩანაკებულს, იმასთან ომის გასწორება,--უთხრა ყმაწვილებს გოსტაშაბიშვილმა,--ვერა ხედავთ ახლად ულვაშაყრილი ვაჟკაცი ლომსა ჰგავს!

   --ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლა, იმათ სისხლს ნუ შეარჩენ! ურჯულოსაგან სირცხვილს ნუ გვაჭმევ!__შეევედრნენ ჩვენები.

     გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი, აუკრიბა სადავე ცხენსა  და  ჰკრა ქუსლი. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეკრა, ისკუპა და თვალის დახამხამებაში ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა. ყიზილბაშმა წამოუღერა თავისი შუბი. გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და აიცდინა. ეს ისე მარჯვედ მოუვიდა, რომ ქების ყიჟინა დასცეს. მანამ ყიზილბაში მეორედ შეუტევდა შუბით, გოსტაშაბიშვილი ცხენდაცხენ ეცა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შებღერტა , ცხენიდან ძირს  დასცა,  ასე რომ, დაცემულს ფეხზე ადგომა გაუძნელდა. ჩამოხტა ცხენიდან გოსტაშაბიშვილი, ააყენა ყიზილბაში ფეხზე და უთხრა:

   --ნუ გეშინია, მე თავს არ მოგჭრი, შენი  თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება! წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო.

   --მეც სიცოცხლეს თუ ვინმესგან ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანო,--უთხრა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა.

 

 

                                                                                                          ილია   ჭავჭავაძე

 

რეფლექსია

 

         პრობლემაზე ორიენტირებული  გაკვეთილი ჩავატარე მეხუთე კლასში თემაზე  ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი

   გაკვეთილის მიზანი იყო ეპოვათ პრობლემა მოცემულ  მოთხრობაში   და მის გადაჭრის გზა.

        მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.  მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემისაზრთა გაზიარებისა და თანამშრომლობითი გარემო.

   გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანიშეფასების კრიტერიუმები;  ქცევის წესები.

გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.

 ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით მუშაობდნენ შეთანხმებულად.  ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავთარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორიეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებსვახალისებდი მართებული კითხვა-პასუხს ავტორსთუმცა ამავდროულადკორექტულად იღებდნენ შენიშვნებს არასწორი პასუხის შემთხვევაში.  ვაძლევდი მათ აქტიურად მოქმედების და მუშაობის შესაძლებლობას.  

       მინდა აღნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებიგამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება დამჭირდა დროსთან  დაკავშირებით.  გაკვეთილი  ჩატარდა ისე, როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული. 

     გამოიკვეთა რამდენიმე საკითხირომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროსკერძოდრესურსი უნა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვისნაკლებად აქტიურ მოსწავლეს მეტი დრო უნდა დავუთმო.

ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლემ  შეძლო  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.  შეძლო დაასახელება  წაკითხული ტექსტის თემის, შეძლო პარალელების გავლება თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან. მოსწავლემ  შეძლო   სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება .

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ  განმავითარებელი, შეფასებით. დაურიგდათ ფერადი ფურცლები და გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვარომ მიზნები მიღწეულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                

No comments:

Post a Comment