Friday, August 4, 2023

კომპლექსური დავალება.

 

ძირითადი რესურსი / ტექსტი:  გ. პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“

თემა: მე და სხვები

დამატებითი თემატიკა: ბუნების მრავალფეროვნება

კლასი: მე-5

საათების სავარაუდო რაოდენობა -                                                                                                                          

 

 

მაკროცნება/ მაკროცნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

დავალება

ცნება, ქვეცნება

 

საკითხი

საკვანძო შეკითხვა

 

1. ზღაპრის შექმნა

 

ტექსტი - ზღაპარი; პერსონაჟი, დიალოგი

 

გრამატიკული კანონზომიერებები - წინადადება შინაარსის მიხედვით

 

ზღაპრის გაგრძელების დაწერა დიალოგის სახით, გ.პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრის“ მიხედვით

როგორ დავწერო ზღაპრის გაგრძელება დიალოგის სახით ისე, რომ წარმოვაჩინო დინოზავრების განცდები?

 

 

2. საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შექმნა

 

ტექსტი - საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი

ლექსიკა-სპეციალური ლექსიკა

 

ფუნქციური სამეტყველო ქმედება - აღწერა

 

საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შექმნა დინოზავრების შესახებ აღწერის ელემენტების გამოყენებით

 

როგორ დავწერო დინოზავრებზე საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი ისე, რომ წარმოვაჩინო მათი თავისებურებები?

 

 

 

3. თხრობითი ტექსტის შექმნა

ფუნქციური სამეტყველო ქმედება - თხრობა. თხრობის სტრუქტურა-აგებულება/სამნაწილიანი სტრუქტურა

 

პირადი გამოცდილების ამსახველი თხრობითი ტექსტის დაწერა  (სხვებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ)

 

როგორ დავწერო თხრობითი ტექსტი? როგორ წარმოვაჩინო სხვებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული პირადი გამოცდილება?

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი:

ზღაპრის გაგრძელების დაწერა დიალოგის სახით, გ.პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრის“ მიხედვით

 

 

ცნებები/ქვეცნებები:

ტექსტი - ზღაპარი; პერსონაჟი, დიალოგი

 

გრამატიკული კანონზომიერებები - წინადადება შინაარსის მიხედვით

 

 

 

საკვანძო შეკითხვა:

როგორ დავწერო ზღაპრის გაგრძელება დიალოგის სახით ისე, რომ წარმოვაჩინო დინოზავრების განცდები?

 

 

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

(1) ტექსტი - ზღაპარი

(შედეგები: II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10)

 

1.        ყველა ტექსტი მოგვითხრობს რაიმეს შესახებ, ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

2.        ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

3.        ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

4.        ტექსტი  შეიძლება იყოს ზღაპარი

 

მკვიდრი წარმოდგენები

 

1. შინაარსი

Ø  ზღაპარი გადმოგვცემს  გამოგონილ, უჩვეულო, ჯადოსნურ (/ფანტასტიკურ) ამბავს;

Ø  ზღაპარში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები; შეიძლება მონაწილეობდეს ჯადოსნური ძალის  მქონე გამოგონილი პერსონაჟი (დევი, ფასკუნჯი, ელფი, ფერია, დრაკონი, სხვ.);

Ø  ზღაპარში მოთხრობილი ამბავი შესაძლებელია ხდებოდეს გამოგონილ ადგილზე ან/და დროში;

Ø  ზღაპარში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა,  გამოყენებული იყოს დიალოგები;

Ø  ზღაპარში ხშირად მოთხრობილია, როგორ ამარცხებს კეთილი ბოროტს.

 

2. აგებულება

Ø    ზღაპარში მოთხრობილ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;

Ø    ზღაპარში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით.

 

 

  3. ენა

Ø     გამოყენებულია ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;

Ø     გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.

Ø     შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

შეიძლება იწყებოდეს ან მთავრდებოდეს სიტყვებით, რომლებიც მიგვანიშნებს ზღაპარზე („იყო და არა იყო რა“).

 

 

 

 

(2) გრამატიკული კანონზომიერებები

შედეგები: II. 3; II. 5, II. 11

1.        სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად  გრამატიკული კანონზომიერების შესაბამისად.

 

 

(3)  ფუნქციურისამეტყველოქმედება

შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15

 

1.             სამეტყველოქმედებისსხვადასხვატიპს (თხრობას, აღწერას, შედარებას, დასაბუთებას) თავისებურისტრუქტურა-აგებულებააქვს;

2.             მეტყველებისასგამოყენებულიენობრივისაშუალებებიშეესაბამებასამეტყველოამოცანას;

3.სამეტყველოქმედებაშესაძლებელიაიყოსზეპირიანწერილობითისახის. წერილობით ტექსტში საჭიროა აბზაცების დაცვა, წინადადებათა შინაარსის შესაბამისი  სასვენი ნიშნების გამოყენება.

4.                სამეტყველოქმედებისშესასრულებლადმნიშვნელოვანიასტრატეგიებისაღმოჩენადაგამრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

 

§  გქონიათ განცდა, რომ  უახლოეს ადამიანებსაც კი არ ესმით თქვენი, არ გისმენენ, სერიოზულად არ აღიქვამენ თქვენს ნათქვამს? რას განიცდიდით ამ დროს?

§  როგორ ფიქრობთ, რატომ უპირისპირდებიან ახლობელი ადამიანები ერთმანეთს, რატომ არ ესმით  ერთმანეთის?

§  რა ზღაპრები წაგიკითხავთ? რა ან ვინ უპირისპირდება ზღაპარში ერთმანეთს?

§  ბევრ ზღაპარში გმირი მიდის საკუთარი  სახლიდან. რა მიზეზითა თუ მიზნით ტოვებენ ზღაპრის გმირები მშობლიურ გარემოს და რას იღებენ სანაცვლოდ?    

§  როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

§  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

 

 

 

 

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი (/განხორციელება)

 

 

ნაბიჯი 1.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად ზღაპრია? (ზღაპ. 1,2)

 

რესურსები/აქტივობები

 

რესურსი 1. კითხვები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის

რესურსი 2. სიუჟეტის განვითარების სქემა. იხ. დანართი 1.

რესურსი 3. ცხრილი - ზღაპრის მოტივები. იხ. დანართი 2.

 

 

აქტივობა 1.  ტექსტის გაგება-გააზრება, მთავარი სათქმელის ამოცნობა;

აქტივობა 2. ზღაპრის სიუჟეტის განვითარებაზე დაკვირვება;

აქტივობა 3. ზღაპრის მოტივების გაცნობა და ტექსტთან დაკავშირება;

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  როგორია დინოზავრების ცხოვრების წესი, რა არის მათი მთავარი საზრუნავი? (აქტ.1)

§  ჩანს თუ არა ტექსტში  ისეთი რამ, რაც უჩვეულო იქნებოდა ამ გარემოსთვის?

§  როგორები არიან პატარა დინოზავრის დედა   და თანამოძმეები? თავად პატარა დინოზავრი ჰგავს თუ განსხვავდება მათგან?

§  თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებთ პატარა დინოზავრის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა? რატომ არ შეუძლიათ, გაუგონ მას?

§  როგორ იცვლება პატარა დინოზავრის გარეგნობა? რაზე მიგვანიშნებს ავტორი, კიდევ რა იცვლება მასში?

§  რატომ არ შეუძლია პატარა დინოზავრს თავის მშობლიურ გარემოში ყოფნა? რა მოხდებოდა, რომ არ წამოსულიყო, როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება?

§  რომელი ეპიზოდებია თავმოყრილი თითოეულ ნაწილში? (აქტ.2)

§  რა აერთიანებს ამ ნაწილებს, როგორ იქმნება ერთიანი ტექსტი?

§  როგორ შეიძლება გაგრძელდეს ტექსტი?

§  როგორ ვითარდება სიუჟეტი თქვენთვის ნაცნობ სხვა ზღაპრებში? რა საერთო მახასიათებლები აქვთ ზღაპრებს სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით?

§  როგორაა ასახული ეს მოტივები თქვენთვის ნაცნობ სხვა ზღაპრებში? (აქტ.3)

§  როგორ გამოიყენებთ სიუჟეტის განვითარების საფეხურებისა და ზღაპრების მოტივების ცოდნას თქვენს ნამუშევარში? 

 

 

 

 

ნაბიჯი 2.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ბუნებრივად უკავშირდება გ.პეტრიაშვილის ტექსტს?  ( ტ. 1. 2).

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი გასაგები და შთამბეჭდავი იქნება მკითხველისთვის? (ზღაპ. 2, 3).

რომელი ენობრივი საშუალებები შეარჩიეთ და რატომ? (ზღაპ. 3)

 

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. ცხრილი ზღაპრის ენობრივ თავისებურებებზე დასაკვირვებლად. იხ. დანართი 3.

 

აქტივობა 1. ზღაპრის ენობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მათი დანიშნულების გაანალიზება.

აქტივობა 2. ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებების დამოუკიდებლად შექმნა და გრაფიკულ-მაორგანიზებელი ცხრილის მე-3 სვეტის შევსება.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

 

§   დააკვირდით მეორე სვეტს. ზღაპრის გარდა, სხვა ტექსტებშიც შეგხვედრიათ ასეთი სიტყვები და წინადადებები? (აქტ.1)

§  როგორ ფიქრობთ, ზღაპრის პერსონაჟების აღსაწერად გამოყენებული ეპითეტები მხოლოდ მათ გარეგნულ მახასიათებლებზე მიგვანიშნებს, თუ შინაგანზეც? რატომ?

§  მოცემული ფრაზებიდან რომელი მიგანიშნებთ იმაზე, რომ ზღაპარში მოქმედების დრო და ადგილი გამოგონილია?

§  თქვენი აზრით, რა დანიშნულება აქვს ზღაპრის დასაწყის და დასასრულ ფრაზებს? ყველა ზღაპარში ვხვდებით მათ?

§  რა დაასკვენით, როგორ სიტყვებსა და ფრაზებს ვხვდებით ზღაპარში?

§  როგორ გამოიყენებთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებების ცოდნას თქვენს ნამუშევარში? (აქტ.2)

 

 

 

 

ნაბიჯი 3.

რა მიზნით იყენებთ დიალოგს - საიდან ჩანს ეს? (ზღაპ. 3)

 

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1: დიალოგის ნიმუში. იხ. დანართი 4.

 

აქტივობა 1. დაკვირვება დიალოგის თავისებურებებზე.

აქტივობა 2. მოსწავლეების მიერ მცირე დიალოგის შეთხზვა.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რამდენი მოსაუბრეა მოცემულ დიალოგში? საიდან ჩანს, ვინ არიან მოსაუბრეები, ან რომელი მათგანი რომელ სიტყვებს/ფრაზებს წარმოთქვამს? (აქტ.1)

§  ჩანს თუ არა, რა თემაზე საუბრობენ ისინი?

§  როგორი შინაარსის წინადადებებია გამოყენებული მოსაუბრეების ემოციების გამოსახატავად?

§  რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონაჟის ემოციების აღნიშვნა?

§  რომელ პირშია წინადადებები, როდის იცვლება პირი? რატომ?

§  რატომ იყენებს მწერალი დიალოგს თხრობისას?

§  როგორ და რისთვის გამოიყენებთ დაკვირვების შედეგად მიღებულ ცოდნას თქვენი დიალოგის აგებისას? (აქტ.2)

 

 

 

 

 

ნაბიჯი 4.

რა ხერხები და სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას? (ტ.4)

 

 

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. გრაფიკული სქემა - თხრობითი ტექსტის სტრუქტურა. იხ. დანართი 5.

 

 

აქტივობა 1. ვარაუდების გამოთქმა შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით, თხრობითი ტექსტის გეგმის შედგენა

აქტივობა 2. პირველადი ვერსიის საფუძველზე საბოლოო ვერსიის მომზადება

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რომელი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს თქვენი ტექსტი?

§   როგორ დაიწყებთ ამბავს? სად და რა ვითარებაში შეიძლება შეხვდეს პატარა დინოზავრი თანამოძმეს?

§   როგორ გააგრძლებთ?  რის გამო შეიძლებოდა კიდევ ერთი დინოზავრი წამოსულიყო მშობლიური მხარიდან, არის რაიმე, ამასთან დაკავშირებული  მინიშნება ტექსტში? რის შესახებ ისაუბრებს ორი დინოზავრი? რა გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს? რა დააინტერესებთ ერთმანეთის ან სხვების შესახებ?

§  როგორ დაასრულებთ თხრობას? რას გადაწყვეტენ საბოლოოდ თანამოძმეები, ერთად გააგრძელენ ცხოვრებას, თუ თავიანთი გზებით წავლენ?

§  რის საფუძველზე გააუმჯობესებთ პირველ ვერსიას?

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასასმელი შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ):

 

Ø  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

Ø  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

Ø  შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? რას გააკეთებდი სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

Ø  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? რითი განსხვავდება ეს ნამუშევარი ადრე შესრულებული დავალებისგან?

 

 

 

 

 

 

 

დავალება 1.

დაწერეთ გ. პეტრიაშვილის  ზღაპრის გაგრძელება, რომელშიც ასახავთ ჟირაფად გადაქცეული პატარა დინოზავრისა და მისი თანამოძმის შეხვედრის ამბავს.

 

ნამუშევარში:

Ø  დიალოგის საშუალებით, გადმოეცით პერსონაჟების მშობლიური გარემოდან წამოსვლის მიზეზები და ახალ ცხოვრებასთან დაკავშირებული განცდები.

Ø  გამოიყენეთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებები.

Ø  გამოიყენეთ სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი წინადადებები და დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები.

Ø  გამოკვეთეთ თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

 

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად ზღაპარია (ზღაპ.1, 2, 3).

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ბუნებრივად უკავშირდება გ.პეტრიაშვილის ტექსტს  ( ტ. 1. 2).

§  რომელი ენობრივი საშუალებები შეარჩიეთ და რატომ (ზღაპ.3).

§  რა მიზნით იყენებთ დიალოგს - საიდან ჩანს ეს (ზღაპ. 1)

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი გასაგები და საინტერესო  იქნება მკითხველისთვის (ზღაპ. 2, 3).

§  რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას (ტ.3).

 

მაკროცნება და  მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

საკითხი:

საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შექმნა დინოზავრების შესახებ აღწერის ელემენტების გამოყენებით.

 

ცნებები/ქვეცნებები:

 

ტექსტი -  საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი.

ლექსიკა - სპეციალური ლექსიკა

ფუნქციური სამეტყველო ქმედება - აღწერა

 

 

 

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

როგორ შევქმნა დინოზავრებზე საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი ისე, რომ აღვწერო მათი თავისებურებები?

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა (/კომპლექსური დავალების გაცნობა)

 

 

§  თქვენ რა წაგიკითხავთ/მოგისმენიათ დინოზავრების შესახებ? განსხვავდება თუ არა წაკითხული/მოსმენილი იმისგან, რაც გ.პეტრიაშვილის ტექსტშია გადმოცემული?

§  თქვენი აზრით, როგორ ამბებს/ფაქტებს გვაცნობს საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი? მოიყვანეთ თქვენი მოსაზრების გამომხატველი მაგალითი.

§  როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

§  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

 

 

II ეტაპი: კომპლექსური დავალების განხორციელება

 

ნაბიჯი 1.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი ნამდვილად საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტია? (საინ. 1,2,3)

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1: ამონარიდი საბავშვო ენციკლოპედიიდან. იხ. დანართი 6.

რესურსი 2: სიტყვის რუკა. იხ. დანართი 7.

 

 

აქტივობა 1. საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის მახასიათებლებზე დაკვირვება .

აქტივობა 2.  ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის ამოცნობა სიტყვის რუკის საშუალებით.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  დინოზავრების ცხოვრების რომელ დეტალებს გვაცნობს ავტორი? (აქტ.1)

§  როგორ ფიქრობთ, ნამდვილ ამბავს გვიყვება მათ შესახებ, თუ გამოგონილს? საიდან დაასკვენით?

§  როგორ სიტყვებს იყენებს?

§  რით განსხვავდება ეს ტექსტი თქვენ მიერ შესწავლილი ,,პატარა დინოზავრისგან“?

§  დინოზავრების გაქრობის რომელი ვერსიებია მოცემული ამ ტექსტში?

მხატვრულ ტექსტის ავტორი რას გვეუბნება ამის შესახებ? რომელია უფრო დამაჯერებელი?

§  რატომ იყენებს ავტორი ამგვარ სიტყვებს? (აქტ. 2)

§  თუ შეგხვდათ გ. პეტრიაშვილის ტექსტში ეს სიტყვები?

§  თქვენ თუ გამოიყენებდით ასეთ სიტყვებს თქვენს საინფორმაციო-შემეცნებით ნამუშევარში? რატომ?

 

 

 

ნაბიჯი 2.

რამდენად ეყრდნობა თქვენი ნაშრომი რეალურ ფაქტებს დინოზავრების შესახებ იცავთ თუ არა თანმიმდევრობას მათი გადმოცემისას? (ტ. 1, 2; საინ. 1. )

 

რესურსები/აქტივობები

 

რესურსი 1.  ანიმაციები:სათაფლიას საიდუმლო

                                     დინოზავრები

 

რესურსი 2. გრაფიკულ-მაორგანიზებელი ცხრილი ახალი ინფორმაციის შესაჯამებლად.იხ. დანართი 8.

რესურსი 3. გრაფიკულ-მაორგანიზებელი ცხრილი მხატვრულ გამონაგონსა და ნამდვილ ამბავს შორის განსხვავებაზე დასაკვირვებლად. იხ. დანართი 9.

რესურსი 4. გრაფიკული მაორგანიზებელი მოვლენათა ჯაჭვი. იხ. დანართი 10.

 

 

აქტივობა 1.  შემეცნებითი ვიდეოანიმაციების გაცნობა და ინფორმაციის შეტანა გრაფიკულ-მაორგანიზებელ ცხრილში.

აქტივობა 2. მხატვრულ ტექსტში ასახული ავტორისეული გამონაგონის განსხვავება ნამდვილი  ამბისგან, არსობრივი მახასიათებლების ხაზგასმა.

აქტივობა 3. ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობაზე დაკვირვება  მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით.

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რა იყო ყველაზე  საინტერესო ანიმაციებში? აქ მოთხრობილი ამბავი განსხვავდებოდა თქვენთვის უკვე ცნობილი ამბებისგან? (აქტ.1)

§   როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ავტორის მიერ გამოგონილი ამბავი? ნამდვილი, რეალური ამბავი? (აქტ.2)

§  ზღაპარში ,,პატარა დინოზავრი“ როგორი ამბები სჭარბობს? რატომ?

§  გამოიყენეთ სიტყვები  - ერთხელ, ჯერ, შემდეგ, მერე, ბოლოს - წინადადებებში და ახსენით, რა დანიშნულება აქვთ მათ. (აქტ. 3)

§  როგორ გამოიყენებთ მათ თქვენს დავალებაში?

 

 

 

 

ნაბიჯი 3.

 რამდენად შეიცავს თქვენი ტექსტი აღწერისთვის დამახასიათებელ ელემენტებს (ფ.1, 2, 3)

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. ფოტო, რომელიც ასახავს დინოზავრების საბინადრო გარემოს (მასწავლებლის მიერ შერჩეული)

რესურსი 2.  გრაფიკულ- მაორგანიზებელი ცხრილი აღწერის ელემენტებზე დასაკვირვებლად. იხ. დანართი 11.

 

 

აქტივობა 1. ფოტოზე ასახული გარემოს აღწერა გრაფიკულ-მაორგანიზებელ ცხრილში მოცემული კატეგორიების მიხედვით.

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რის მიხედვით აღწერეთ ფოტოზე ასახული საგნები და ცოცხალი არსებები?

§  რომელი მეტყველების ნაწილი გამოიყენეთ ყველაზე ხშირად?

§  როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საჭირო აღწერა საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტში? რატომ?

 

ნაბიჯი 4.

რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას? (ფ.4)

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1. გრაფიკული სქემა ნამუშევრის სტრუქტურაზე დასაკვირვებლად. იხ. დანართი 12.

აქტივობა 1. ნამუშევრის პირველი ვერსიის შეთხზვა საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის სტრუქტურის ამსახველ გრაფიკულ სქემაზე დაყრდნობით;

აქტივობა 2. მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირისა და გეგმის მიხედვით, მოსწავლეები წერენ საბოლოო ვარიანტს;

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რა ინფორმაციას მოიცავს თითოეული აბზაცი? (აქტ.1)

§  რა აერთიანებს ამ აბზაცებს? როგორ იქმნება ერთიანი ტექსტი?

§  რატომ არის ეს ცოდნა მნიშვნელოვანი თქვენი დავალების შესასრულებლად? (აქტ.2)

 

 

 

 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასასმელი შეკითხვების ბანკი:

 

Ø  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

Ø  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

Ø  შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნამუშევრებისგან? რას გააკეთებდი სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

Ø  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

 

 

 

 

დავალება 2.

დაწერეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი,  რომელშიც აღწერთ დინოზავრების სახეობებს,  გარეგნობას, საცხოვრებელ გარემოსა და მათი ცხოვრების წესს.

წერისას დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები და პუნქტუაციის წესები

 

ნამუშევარში:

Ø  წარმოაჩინეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის მახასიათებლების ცოდნა;

Ø  აღწერეთ დინოზავრების  გარეგნობა, საცხოვრებელი გარემო, ცხოვრების წესი, გამოიყენეთ აღწერისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებები.

Ø  ტექსტის შექმნისას დაეყრდენით დინოზავრების შესახებ არსებულ ნამდვილ ფაქტებს;

Ø  ტექსტის შექმნისას გამოიყენეთ მკითხველისთვის გასაგები სპეციალური ლექსიკა;

Ø  დაიცავით აზრობრივი შესაბამისობა ნაშრომის სხვადასხვა ნაწილს შორის, გამოყავით აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები;

 

 

 

 

 

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

 

 

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი ნამდვილად საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტია (საინ. 1,2,3).

 

§  რამდენად ეყრდნობა თქვენი ნაშრომი რეალურ ფაქტებს დინოზავრების შესახებ და  იცავთ თუ არა თანამიმდევრობას მათი გადმოცემისას (ტ. 1,2. საინ. 1.2).

 

§  რამდენად შეიცავს თქვენი ტექსტი აღწერისთვის დამახასიათებელ ელემენტებს (ფ.1, 2, 3) .

 

§  რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას (ტ.3).

 

 

 

 

 

 

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი:

პირადი გამოცდილების ამსახველი თხრობითი ტექსტის დაწერა  (სხვებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ)

 

ცნებები/ქვეცნებები:

თხრობა: თხრობის სტრუქტურა-აგებულება/ სამნაწილიანი სტრუქტურა.

 

 

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები:

როგორ დავწერო თხრობითი ტექსტი? როგორ წარმოვაჩინო სხვებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული პირადი გამოცდილება?

 

 

 

 

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა (/გაცნობა)

 

§  გაიხსენეთ ისეთი შემთხვევა პირადი გამოცდილებიდან, როცა თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს აწყენინეთ ან პირიქით - მან გატკინათ გული. რას განიცდიდით? როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? სცადეთ პრობლემის მოგვარება? როგორ?

§  როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

§  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

 

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი (/დავალების განხორციელება)

 

 

ნაბიჯი 1 .

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი თხრობით ტექსტს წარმოადგენს?  (ფ. 1);

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი საინტერესო იქნება მკითხველისთვის?  (ფ. 2, 3);

 

რესურსები/აქტივობები

 

რესურსი 1. თხრობის ჩარჩო. იხ. დანართი 13.

 

აქტივობა 1. თხრობის ჩარჩოს შევსება და მომზადება ნამუშევრის პირველადი ვარიანტის დასაწერად.

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  როგორ გამოიყენებთ შევსებულ თხრობის ჩარჩოს ნამუშევრის შესაქმნელად?

 

 

 

ნაბიჯი 2.

რის საფუძველზე გამოკვეთეთ აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები? (ფ. 3);

რა სტრატეგიები გამოიყენეთ ნამუშევარზე მუშობისას? (ფ. 4).

აქტივობა 1.  პირველადი  ვარიანტის  დაწერა და შეფასება.

აქტივობა 2.  საბოლოო ვარიანტის შექმნა და წარდგენა.

წარდგენის შემდეგ მოსწავლე აკინძავს პირველად და ბოლო  ნამუშევარს თავის პორტფოლიოში.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  წარმოაჩინეთ თუ არა ამბის დეტალები?

§  წარმოაჩინეთ თუ არა, რით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ამბავი თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით?

§  გაქვთ თუ არა სწორად გამოყენებული სასვენი ნიშნები, სწორადაა თუ არა გამოკვეთილი აბზაცები?

§  როგორ დაგეხმარათ პირველი ვარიანტის შექმნა საბოლოო ვერსიის გაუმჯობესებაში?

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასასმელი შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ):

 

Ø  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობისპროცესი;

Ø  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

Ø  შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? რას გააკეთებდი სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

Ø  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

 

 

დავალება 3. თხრობითი ტექსტის დაწერა

 

გაიხსენეთ თქვენი გამოცდილებიდან და წერილობით გადმოეცით ამბავი რაიმე პრობლემური სიტუაციის შესახებ, რომელიც შეგექმნათ სხვა ადამიანთან ან ადამიანებთან.

 

ნამუშევარში:

 

Ø  წარმოაჩინეთ სიტუაციის დეტალები (მაგ., სად მოხდა ამბავი და როდის, ვინ იყვნენ მონაწილეები; რა იყო პრობლემა, რატომ წარმოიქმნა, როგორ გადაჭერით);

Ø  გამოკვეთეთ, რა გასწავლათ მიღებულმა გამოცდილებამ;

Ø  გამოიყენეთ დიალოგები,  მრავალფეროვანი წინადადებები, 

Ø  წარმოაჩინეთ, რით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ამბავი თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით;

Ø  დაიცავით აბზაცები, გამოიყენეთ სასვენი ნიშნები.

 

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი თხრობით ტექსტს წარმოადგენს (ფ. 1);

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი შთამბეჭდავი  იქნება მკითხველისთვის (ფ. 2);

§  რის საფუძველზე გამოკვეთეთ აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები (ფ. 3);

§  რა სტრატეგიები გამოიყენეთ ნამუშევარზე მუშობისას (ფ. 4).

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

 

 

დასასრული

 

 

კულმინაცია

 

 

მოქმედების განვითარება

 

 

დასაწყისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

ზღაპრის მოტივები

როგორ აისახა „პატარა დინოზავრში“?

გმირის სახლიდან წასვლა

 

აკრძალვის დარღვევა

 

ძიება

 

გმირის გამორჩეულობის ნიშანი

 

დახმარება ჯადოსნური ძალისგან

 

სახეშეცვლილი გმირი ბრუნდება შინ ან პოულობს საოცნებო ადგილს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3.

 

როგორ არის წარმოჩენილი სხვადასხვა ზღაპარში?

მე როგორ ვიტყოდი ჩემს ზღაპარში?

 

პერსონაჟები

ოქროს ფასკუნჯი, წითელი რაში, ოქროსფერთმიანი მზეთუნახავი, ცხრათავიანი გველეშაპი, კუდიანი დედაბერი, ოქროსქოჩრიანი ვაჟი, გაუცინარი ხელმწიფე, ქოსატყუილა ვაჭარი, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი, წითელცხვირა გნომი, გრძელყურება ელფი და ა.შ.

 

გარემო

დაბურული ტყე, თვალუწვდენელი ზღვა/მინდორი, ცხრა მათა და ცხრა ზღვა

 

ჯადოსნური საგნები

უკვდავების წყალი, მფრინავი ხალიჩა, მოლაპარაკე სარკე

 

საყრდენი ფრაზები

ბევრი იარა თუ ცოტა იარა...

იარა, იარა და ...

გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა...

 

დასაწყისის ფორმულები

იყო და არა იყო რა...

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა...

 

დასასრულის ფორმულები

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

... და სიკვდილამდე ტკბილად ცხოვრობდნენ.

 

 

 

 

დანართი 4. დიალოგი

-კი მაგრამ, როდემდე უნდა ვძოვო ბალახი?! - გაუკვირდა პატარა დინოზავრს.

-სანამ არ დაღამდება! უთხრა დედამ, - მერე დაიძინებ.

- რომ გათენდება, რას გავაკეთებ?

-როგორ თუ რას? ბალახის ძოვას განაგრძობ!

- მაშ, მთელი ცხოვრება ბალახის ძოვაში უნდა გავატარო? - დაღონდა პატარა დინოზავრი.

- მე წავალ... - თქვა ბოლოს.

- სად წახვალ?! - გაუკვირდა დედა დინოზავრს.

- არ ვიცი, წავალ, იქნებ ვინმემ მითხრას, რა არის ის წითელი ბურთი!

- ვერსადაც ვერ წახვალ! - გაბრაზდა დედა დინოზავრი.“

 

 

დანართი 5

 

დანართი 6. ამონარიდი საბავშვო ენციკლოპედიიდან

           დინოზავრების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. ვიცით, რომ უამრავი სახეობის დინოზავრი არსებობდა. ზოგი მათგანის სიმაღლე 25 მ იყო, ზოგის - 60 სმ. ზოგი ბალახს ჭამდა, ზოგიც - ხორცს. მათ 165 მილიონი წელი იარსებეს და 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ. მათმა ნაშთებმა კი დღემდე მოაღწია. ესენია: დინოზავრის ძვალი, კბილი, ნაფეხური... სწორედ მათი საშუალებით გავიგეთ, როგორი იყო დინოზავრი, სად ცხოვრობდა.

           რატომ გაქრა ეს არსება? ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ვულკანის ფერფლმა ისე დაფარა მიწა და მცენარეები, რომ დინოზავრები საკვების გარეშე დარჩნენ და დაიხოცნენ. სხვა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიზეზი ასტეროიდია,რომელმაც გამოიწვია მტვრის სქელი ფენა. მტვრის ღრუბელმა დაფარა მზე და მისმა სხივებმა ვერ გაათბეს დედამიწა, ძალიან აცივდა. სწორედ ძლიერი ყინვის გამო დაიღუპნენ დინოზავრები. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისინი რაღაც დაავადებამ გაანადგურა.

 

დანართი 7 სიტყვის რუკა

 

 

 

 

სიტყვა:

ნახატი:

 

ნაცნობი კონტექსტი/ ასოციაცია

 

 

 

 

 

განმარტება ლექსიკონიდან:

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8.

რა ვიცი დინოზავრების შესახებ?

რა ინფორმაცია მივიღე ვიდეოს გაცნობის შემდეგ?

როგორ გამოვიყენებ ჩემს საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტში?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

ავტორის (გ.პეტრიაშვილის) გამონაგონი

ნამდვილი (მეცნიერული) ამბები დინოზავრების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

ჯერ/თავიდან

ბოლოს/დასასრულს

მერე/შემდეგ

 

 

 

 

 


დანართი 11.

 

 

 

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

 

რას ხედავ ფოტოზე? (ზომა, ფერი, ფორმა...)

 

როგორი ხმები შეიძლება ისმოდეს?

 

რისი სურნელი შეიძლება იდგეს?

 

 

 

 

 

 

დანართი 12. საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის სტრუქტურა

 

 

 

 

 

დანართი 13 თხრობის ჩარჩო

 

ამბის მონაწილეები

--------------------------------------------------------------------------------------------------------

მოქმედების დრო, ადგილი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

პრობლემა და მისი მიზეზი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

გეგმა

 

1-ლი ნაწილი: ___________________________________________

 

მე-2 ნაწილი: _____________________________________________

 

მე-3 ნაწილი: ____________________________________________

 

 

როგორ გადაიჭრა პრობლემა

 

_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

No comments:

Post a Comment