კლასის დამრიგებლის ანგარიში.
Vბ- კლასი.
2022-2023 სასწავლოწელი.
სასწავლო წლის დასაწყისში კლასში სიით ირიცხებოდა 22 მოსწავლე. წლის ბოლოსთვის კლასში 19 მოსწავლეა. სამი მოსწავლე გადავიდა სხვა
სკოლაში , საცხოვრებელი ადგილის
შეცვლასთან დაკავშირებით. სასწავლო
წლის მანძილზე სულ გაცდენილია 1282 საათი,
საპატიო მიზეზით.
პირველი სემესტრის დასაწყისში
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს
გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები და
უფლება- მოვალეობანი. ერთობლივად
შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი. ვცდილობდი ჯგუფში მუშაობა წარმემართა შემდეგი
მიმართულებით: 1) სწავლა-სწავლების
ხარისხის ამაღლება, 2) მოსწავლეთა
ფიზიკური და გონებრივი
განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, 3) სამოქალაქო
აქტივობისა და საზოგადოებრივი
პასიხისმგებლობის ჩამოყალიბება.
ამ საკითხების გათვალისწინებით ვატარებდი კლასის საათებს თემაბზე:
ჩვენი უფლება-მოვალეობანი, კოფლიქტების
მოგვარება, სიბრაზის მართვა,
ოჯახური ტრადიციები, თუ შეცდი, აღიარე და
სხვა. ბავშვები აქტიურად თანამშრომლობდნენ ბიბლიოთეკარ ქალბატონ მზია
ხმელიძესთან, რომლის ზალისხმევითაც მათ
მიეწოდებოდათ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა. ყველა სასწავლო დისციპლინაში
სისტემატურად ტარდებოდა სავალდებულო და
შემაჯამებელი გაკვეთილები, ტესტირებები.
უნდა აღვნიშნო რომ
მოსწავლეები არიან საკმაოდ მოწესრიგებულნი
და გონიერნი. აქტიურად მონაწილეობდნენ საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში.
მოვაწყვეთ სახალწლო ზეიმი, რვა
მარტი მივულოცეთ პედაგოგებსა და მშობლებს.
No comments:
Post a Comment