Friday, August 4, 2023

კომპლექსური დავალება.

 

 

ძირითადი რესურსი: აკაკი წერეთელი - ,ჩემი თავგადასავალი“

თემა:           მშობლიური გარემო                                                                                                                              საათების სავარაუდო რაოდენობა     -

V კლასი

 

მაკროცნება/ მაკროცნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

დავალება

ცნება, ქვეცნება

 

საკითხი

საკვანძო შეკითხვა

 

1.       ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ

 ტექსტი - წერილი

პერსონაჟი,  ადრესანტი/ადრესატი; წერის სტრატეგიები.

 

 

პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

როგორ დავწერო პატარა აკაკის წარმოსახვითი წერილი ძიძის მიმართ აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის საფუძველზე?

როგორ გამოვიყენო მოთხრობის პერსონაჟების თავისებურებათა ცოდნა წერილის შედგენისას?

 

2. ტოპონიმებზე დაკვირვება

გრამატიკული კანონზომიერებები - არსებითი სახელის ჯგუფები; სიტყვათწარმოება.

მეტყველების ნაწილებისა და სიტყვათა აგებულების  ცოდნის გამოყენებით, თანატოლებისათვის ზეპირი პრეზენტაციის მომზადება მშობლიური მხარის ადგილთა სახელებზე. 

 

როგორ/რა ხერხების გამოყენებით მოვამზადო და წარმოვადგინო ზეპირი პრეზენტაცია ადგილის სახელებზე?

როგორ გამოვიყენო ადგილის სახელების ფორმისა და მნიშვნელობის ცოდნა?

 

3. პირადი თვალსაზრისის გამოხატვა

ფუნქციური სამეტყველო ქმედება:

დასაბუთება და მისი შემადგენელი ელემენტები. წერის სტრატეგიები.

 

 

 

საკითხი: 

პირადი მოსაზრების გამოხატვა და დასაბუთება აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

 

საკვანძო შეკითხვები:

როგორ/რა სტრატეგიების  გამოყენებით დავწერო  პირადი თვალსაზრისის გამომხატველი ტექსტი  აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით?

 როგორ შევძლებ პირადი მოსაზრების დასაბუთებას?

 

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი

პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიულ მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

ვეცნებები: პერსონაჟი,  ადრესანტი/ადრესატი; წერის სტრატეგიები.

 

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

როგორ დავწერო პატარა აკაკის წარმოსახვითი წერილი ძიძის მიმართ აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის საფუძველზე?

როგორ გამოვიყენო მოთხრობის პერსონაჟების თავისებურებათა ცოდნა წერილის შედგენისას?

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

(1) ტექსტი - წერილი

(შედეგები:  II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10

 

(1) ტექსტი- წერილი

(შედეგები: II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10)

 

  1. ყველა ტექსტი მოგვითხრობს რაიმეს შესახებ, ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  4. ტექსტი  შეიძლება იყოს: წერილი.

 

 

                      

წერილი

1. შინაარსი

Ø  დაწერილია რაიმე მიზნით;

Ø  დაწერილია  კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი უზიარებს თავის სათქმელს (მაგ., საკუთარ ფიქრებს, დამოკიდებულებებს,  განცდებს, აძლევს რჩევას, აწვდის  რაიმე ინფორმაციას).

2. აგებულება

წერილი შედგება სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა.

3. ენა

Ø  იმის შესაბამისად, თუ ვის მიმართ არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებული იყოს  ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება, ან: თავაზიანი მეტყველება.

Ø  გამოიყენება სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას;

Ø  გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს.  

 

4. ფორმატი

შეიძლება იყოს ქაღალდზე ნაწერი ან ელექტრონული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2) გრამატიკული კანონზომიერებები

შედეგები: II. 3; II. 5, II. 11

 

 

 

 

1.      სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად  გრამატიკული კანონზომიერების შესაბამისად;

2.      გრამატიკული კანონზომიერებების აღმოჩენა მნიშვნელოვანია ენობრივი ცოდნის გამდიდრებისთვის, აზრის გამოხატვისთვის, წარმატებული ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერისთვის.

3.       გრამატიკული კანონზომიერებების აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

·         რამდენად და რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობის წლები?

·         რას ნიშნავს მშობლიური გარემო ადამიანისათვის? რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვისთვის მშობლიურ გარემოში ყოფნა?

·         ვის უკავშირდება ადამიანის ბავშვობისდროინდელი მოგონებები ყველაზე მეტად?

·         რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

·         რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების განხორციელება

 

ნაბიჯი 1.

• რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს  მისწერდა ძიძას  - რა მინიშნებებს ეყრდნობით  ( მოთხ. 1; ტ. 1, 2);

 

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“;

რესურსი 2. შედარების მატრიცა.

შედარების მატრიცა

მახასიათებლები

შესადარებელი ობიექტები

 

# 1

სავანე

# 2

სხვიტორი

გარემო

 

 

მსგავსებები

 

განსხვავებები

ცხოვრების წესი

 

 

მსგავსებები

განსხვავებები

ურთიერთობები

 

 

მსგავსებები

განსხვავებები

 

რესურსი 3. პერსონაჟის რუკა.

პერსონაჟი:

როგორია?

რას აკეთებს?

 

 

რას ფიქრობს?

 

 

რას ამბობს?

 

 

 

აქტივობა 1. ტექსტის გაცნობა, გაგება-გააზრება, ლექსიკაზე მუშაობა;

აქტივობა 2. მოთხრობის საფუძველზე ,,შედარების მატრიცის“   შევსება;

აქტივობა 3. პერსონაჟებზე დაკვირვება („3 რა“);

აქტივობა 4. დაკვირვება ტექსტზე კონკრეტული მიზნით ე.წ. ,,გრძნობათა ყულაბის“ გამოყენებით (იხ. დანართი, N 1).

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

·         როგორ ამოიცნობთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობას? საიდან მიხვდით, რას ნიშნავს ეს სიტყვა? სხვანაირად როგორ იტყოდით იმავეს? (აქტ.1)

·         სახელმძღვანელოში წარმოდგენილი შეკითხვები (გვ. //////).

·         რომელ ეპიზოდშია გარემო  აღწერილი ყველაზე სრულად/თვალსაჩინოდ? თქვენი აზრით, რითია ეს განპირობებული? (აქტ.2.)

·         რომელი გარემო/ცხოვრების წესი უფრო მოსწონს აკაკის -  სავანის თუ სხვიტორის? რატომ ფიქრობთ ასე?

·         რა სიტყვებს/შესიტყვებებს იყენებს მწერალი გარემოს აღსაწერად, ნიშან-თვისების, ადგილმდებარეობის, მსგავსება-განსხვავების გამოსაკვეთად?

·         პერსონაჟის რომელი ფრაზა, ქმედება მიანიშნებს მის მახასიათებელზე? (აქტ.3.)

·         რამდენად დაგეხმარათ მინიშნებებზე დაკვირვება  პერსონაჟის სიღრმისეულად გააზრებაში, მის ახალი კუთხით წარმოჩენასა და შეფასებაში?

·         რით ჰგავს და რით განსხვავდება პერსონაჟის თქვენეული შეფასება თქვენი თანაკლასელების შეფასებებისგან? შეცვალეთ თუ არა რაიმე დისკუსიის შემდეგ თქვენს ნამუშევარში? რატომ?

·         რით განსხვავდება ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის  ძიძის ოჯახსა და სასახლეში ? აკაკის რა ემოციები იკვეთება ამ ურთიერთობების აღწერისას? (აქტ. 4)

·         რომელ სიტყვებს იყენებს ავტორი დადებითი და უარყოფითი ემოციების გადმოსაცემად  (აღშფოთება, აღფრთოვანება, სიბრალული,  თანაგრძნობა, შიში, მხიარულება, მოწყენილობა, პატივისცემა, დაცულობა, დაუცელობა)?

·         რამდენად და როგორ (/რომელ სიტყვებში) იკვეთება აკაკის პირადი დამოკიდებულება აღსაწერი გარემოს, სხვა პერსონაჟების, მომხდარი მოვლენების მიმართ? პასუხი დაასაბუთეთ ტექსტზე დაყრდნობით.

 

 

 

 

 

ნაბიჯი 2.

  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია (წერილი 1,2,3,4)

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1. წერილების ნიმუშები;

რესურსი 2. აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“;

რესურსი 3. „წერილის ჩარჩო“.

 

მისალმება / მიმართვა

გამარჯობა -------------!

გამარჯობა, ჩემო საყვარელო ------------------!

მოკითხვა/პირადი ინფორმაცია

 

როგორ ხარ/ბრძანდებით?

მეც არა მიშავს; მეც კარგად ვარ და სხვა.

ძირითადი ინფორმაცია (ინფორმაცია, რომლის გასაზიარებლადაც  იწერება წერილი)

ინფორმირება, ემოცია (სად არის, რას აკეთებს. რას გრძნობს...)

მადლიერების გამოხატვა (რას გაიხსენებდით, რისთვის გადაუხდიდით მადლობას): რომ იცოდეთ, როგორი მადლიერი ვარ...; ვერც კი წარმოიდგენთ...; გულწრფელად გიხდით მადლობას

დამშვიდობება

გემშვიდობები, სიყვარულით/პატივისცემით  -------------.

გკოცნი/გეფერები ----------------.

ადრესატის ხელმოწერა და თარიღი

 

 

აქტივობა 1. წერილის სტრუქტურის გააზრება;

აქტივობა 2.  ინფორმაციის კატეგორიზება: მთავარი და არამთავარი ინფორმაციის დახარისხება  მეთოდ „რეიტინგის“ გამოყენებით (იხ. დანართი, N 2);

აქტივობა 3.  დასაწერი წერილის „ჩარჩოს“  შევსება.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

·         რატომ/რა მიზნით წერენ ადამიანები წერილებს? (აქტ.1)

·         რა მიზნითაა დაწერილი ეს წერილი? საიდან ჩანს?

·         რომელ პირშია დაწერილი და, დაკვირვებიდან გამომდინარე, რა ძირითადი ელემენტებისაგან შედგება წერილი?

§  როგორ გამოიყენებთ დახარისხებულ ინფორმაციას თქვენს წარმოსახვით წერილში? (აქტ. 2)

·         მიზნის (მადლიერების გამოხატვა, ემოციების გაზიარება) გათვალისწინებით, რომელ ეპიზოდს ან ეპიზოდებს შეარჩევთ წარმოსახვით  წერილში გასახსენებლად და რატომ? (აქტ. 3)

·         როგორ წარმოაჩენთ  წარმოსახვით წერილში პერსონაჟებს შორის ურთიერთობას ( აკაკისა და მის ძიძას ან  აკაკისა და სასახლის მცხოვრებლებს შორის)?

§  რომელ დეტალებს/მინიშნებებს გამოიყენებთ პერსონაჟის (პატარა აკაკი წერეთლის  ) ემოციებისა და დამოკიდებულებების წარმოსაჩენად?

·         რამდენად დაგეხმარებათ ემოციების ღიად/გულწრფელად  წარმოჩენა მიზნის მიღწევაში?

§  როგორ, რის გათვალისწინებით შეარჩევთ წერილში სიტყვებს? 

·         როგორ/რის გათვალისწინებით შეარჩევთ დასაწერი წერილის ფორმატს?

§  როგორ გამოიყენებთ „ჩარჩოში“ წარმოდგენილ ინფორმაციას წერილის დასაწერად? 

 

ნაბიჯი 3.

                      რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას  (ტ. 3).

რესურსები/აქტივობები:

 

აქტივობა 1. პირველადი ვერსიების შედგენა;

აქტივობა 2. პირველადი ვერსიების გადამუშავება და  საბოლოო ვერსიების შექმნა;

აქტივობა 3. ნამუშევართა საბოლოო ვერსიების პრეზენტაცია.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·      როგორ/რა ხერხების გამოყენებით შევქმნა წერილი?

·      როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო წერილის თავდაპირველი ვარიანტი?

·      როგორ შევქმნა წერილის საბოლოო ვერსია?

 

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

·         რატომ თვლით, რომ ეს ტექსტი  წერილია?

·         როგორ ააგეთ ტექსტი? რა ენობრივი საშუალებები გამოიყენეთ?

·         რით უკავშირდება წერილის სათქმელი თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

·         რამდენად დაგეხმარათ მინიშნებებზე დაკვირვება  მოთხრობის სიღრმისეულად გააზრებაში, ახალი იდეების შემუშავებაში, ტექსტის ახალი კუთხით წარმოჩენაში?

·         რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას?

·         აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

·         აღწერეთ, რა პროდუქტი შექმენი;

·         რა დაბრკოლებებს წაააწყდით დავალებაზე მუშაობის პროცესში?

·         თქვენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება თქვენი დავალება თანაკლასელების ნაშრომებისგან? რას გააკეთებდით სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?

·         მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებიათ?

 

 

 

 დავალება 1. ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ

მოირგეთ პატარა აკაკი წერეთლის როლი  და ძიძას მისწერეთ წერილი, რომელშიც გამოხატავთ მადლიერებას და მოუყვებით სასახლეში ცხოვრების შესახებ.

წერისას დაიცავით წერილის სტრუქტურა,

გამოიყენეთ სასვენი ნიშნები.

შემდეგ მკითხველის თვალით წაიკითხეთ პირველადი ვარიანტი, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.

ნაშრომში:

·      წარმოაჩინეთ სავანეში გატარებული წლებიდან რამ/ვინ იქონია მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ( ვინ/რა ენატრება, რის გამო გამოხატავს მადლიერებას);

·      გამოკვეთეთ პატარა აკაკის განცდები და ემოციები ახალ გარემოში (სასახლეში) მოხვედრის გამო;

·      გამოკვეთეთ წერილის მიზანი, შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და გამოთქმები ადრესატის გათვალისწინებით.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

       რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია? (წერილი 1,2,3, 4)

       რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს  მისწერდა ძიძას  - რა მინიშნებებს ეყრდნობით  ( მოთხ. 1; ტ. 1, 2);

       რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას?  (ტ. 3).

 

 

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

საკითხი

მეტყველების ნაწილებისა და სიტყვათა აგებულების  ცოდნის გამოყენებით, ზეპირი პრეზენტაციის მომზადება თანატოლებისათვის მშობლიური მხარის ადგილის სახელებზე. 

ქვეცნებები

არსებითი სახელის ჯგუფები; სიტყვათწარმოება.

როგორ/რა ხერხების გამოყენებით მოვამზადო და წარმოვადგინო ზეპირი პრეზენტაცია ადგილის სახელებზე?

როგორ გამოვიყენო ადგილის სახელების ფორმისა და მნიშვნელობის ცოდნა?

 

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპზები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

·      რატომ არის მნიშვნელოვანი, საინტერესო მშობლიური ადგილების სახელების ცოდნა?

·      რა ინფორმაციის შემცველია ადგილთა სახელები? როგორ ამოვიცნოთ?

·      რა ნაბიჯები უნდა გადავდგა მშობლიური მხარის ადგილებზე შთამბეჭდავი და საინტერესო პრეზენტაციის მოსამზადებლად?

·      რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

II ეტაპი: კომპლექსური დავალების განხორციელება 

 

ნაბიჯი 1.

·         როგორ გამოიყენე რთული სიტყვების (გეოგრაფიული სახელების) აგებულების ცოდნა პრეზენტაციის მოსამზადებლად (გრამ.1, 2)

·         რამდენად ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინეთ ადგილის სახელებთან  დაკავშირებული ინფორმაცია (გრამ. 2)

 

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1. აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“ (ტექსტი, ტექსტზე დართული ლექსიკონი და სქოლიოები);

რესურსი 2. ქართული ენა ( ა. არაბული, ნ. ნაკუდაშვილი - V კლასის სახელმძღვანელო, §§8-9; გვ. 52-55);

რესურსი 3.  მოთხრობაში მოცემული ადგილის სახელების აგებულებაზე ფოკუსირებული გრაფიკული მაორგანიზებელი.

 

ადგილის სახელები, რომლებიც გვხვდება მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“

თავსართ-ბოლოსართით წარმოქმნილი სიტყვა

ბოლოსართით წარმოქმნილი

ძირეული სიტყვა

ადგილის სახელის მნიშვნელობის ახსნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესურსი 4. ადგილის სახელების აგებულებაზე ფოკუსირებული გრაფიკული მაორგანიზებელი.

 

 

 ადგილის სახელები

 

მარტივფუძიანი გეოგრაფიული სახელი ან საწყისი სიტყვა

თავსართ-ბოლოსართით წარმოქმნილი სიტყვა

ბოლოსართით წარმოქმნილი

რთული

საწყისი სიტყვის მნიშვნელობის თქვენეული ახსნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 1. მოთხრობაში  მოცემულ ადგილთა (ქვეყნის, კუთხის, ქალაქის, სოფლის,  მდინარის)   სახელების ამოცნობა, ამოკრება და დახარისხება მაწარმოებლების მიხედვით,  დაკვირვება მათს მნიშვნელობაზე (მე-3 რესურსის  გამოყენებით);

აქტივობა 2. დაკვირვება შეთავაზებულ ადგილის სახელებზე: ტბა, ტბეთი, ტბისწვერი, ჯვარი, საჯვარე, ჯვარისა, ჯვართმუხა, საყორნე, ყორნისკლდე, ყორნისი, ციხისძირი, საციხური, ციხიანი, ქორეთი, საქორია, საქორისწყალი, ნატახტარი, ტახტისძირი, ტახტა, სანახშირე, ნახშირღელე, ნახშირა, მთიულეთი, სამთისი, მთისძირი, მთაწმინდა; მარტივი,  წარმოქმნილი და რთული სახელების დაჯგუფება; დაკვირვება სიტყვის ფუძეზე, ვარაუდების გამოთქმა მათს მნიშვნელობაზე (მე-4 რესურსის გამოყენებით);

აქტივობა 3.  მშობლიური მხარის ტოპონიმების შეგროვება და დახარისხება (მე-4 რესურსის გამოყენებით);

აქტივობა 4. ინფორმაციის მოგროვება მშობლური მხარის ტოპონიმების შესახებ (სად მდებარეობს, რით არის ეს ადგილი გამორჩეული, რა გსმენიათ ამ ადგილზე).

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·         აგებულების მიხედვით, რა მსგავსება-განსხვავებებია მოთხრობაში მოცემულ ადგილის სახელებს შორის? (აქტ. 1);

·         რამდენად საკმარისი/არასაკმარისია ადგილის სახელებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოთხრობაში? როგორაა შესაძლებელი მისი შევსება?

·      რა ინფორმაციის შემცველი შეიძლება იყოს ტექსტში მოცემული ადგილის აღმნიშვნელი სიტყვების ფუძე? როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე?

·      როგორ უკავშირდება თქვენი დაკვირვების შედეგები თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

·      კიდევ როგორ შეიძლება წარმოიქმნას გეოგრაფიული რთული სიტყვები? (აქტ. 2);

·      რომელი ძირეული სიტყვითა და მაწარმოებლებითაა წარმოქმნილი შეთავაზებული გეოგრაფიული სახელები?

·         რამდენად მრავალფეროვანია თქვენი მხარის ადგილის სახელები  - როგორია მათი  შინაარსი და ფორმა?  (აქტ. 3);

·         როგორ წარმოადგინეთ თქვენი მხარის წარმოქმნილი და რთული გეოგრაფიული სახელები ცხრილში - რა მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაციის შემცველია ისინი? (აქტ. 4)

·         რას ეფუძნება თქვენი მშობლიური მხარის ადგილის სახელების მნიშვნელობის თქვენეული ახსნა?

·         როგორ გამოიყენებთ ცხრილში  მოცემულ ინფორმაციას პრეზენტაციის ასაგებად?

 

ნაბიჯი 3.

·         რამდენად ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინეთ ადგილის სახელებთან  დაკავშირებული ინფორმაცია (გრამ. 2);

·         რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობისას (გრამ. 3).

                რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. მშობლიური მხარის ტოპონიმების შესახებ შეკრებილი ინფორმაცია;

რესურსი 2. მშობლიური მხარის სახელებზე ფოკუსირებული გრაფიკული მაორგანიზებელი (შევსებული სახით).

 

აქტივობა 1. პრეზენტაციის ჩარჩოს მიხედვით მოსწავლეები ქმნიან პირველად ვერსიებს;

 აქტივობა 2. მოსწავლეები გადაამუშავებენ პრეზენტაციის პირველად  ვერსიებს და ქმნიან საბოლოო ვერსიას;

აქტივობა 3. მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრების საბოლოო ვერსიებს.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·         როგორ/რა ხერხების გამოყენებით ავაგო პრეზენტაცია მშობლიური მხარის ადგილის სახელების შესახებ? (აქტ. 1)

·         რა ვიზუალური მასალა დამჭირდება და რატომ? როგორ დავკავშირო ერთმანეთს სიტყვიერი და ვიზუალური მასალა?

·         როგორ გამოვიყენო მაორგანიზებელი არავერბალური ელემენტები და მათი განლაგება (მაგ., სათაური, რუბრიკა,   სქემა, ტიპოგრაფიულ მინიშნებები - დახრილი, წვრილი/მსხვილი შრიფტი, ხაზგასმა) წარმატებული პრეზენტაციისათვის?

·         როგორ/რის საფუძველზე გამოვკვეთო პრეზენტაციის სამი ნაწილი - შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა? / როგორ გადავანაწილო ინფორმაცია (მოგროვებული მასალა, დაკვირვების შედეგები) პრეზენტაციის სამ ნაწილში?

·         როგორ მივიზიდო მსმენელების ყურადღება შესავალ ნაწილში (თემის/მიზნის გაცნობისას)?

·         როგორ, რა ფორმითა და რომელი სიტყვების გამოყენებით შევაჯამებ დაკვირვების შედეგებს?

·         როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო პრეზენტაციის თავდაპირველი ვარიანტი და მოვამზადო საბოლოო ვერსია? (აქტ. 2)

·         როგორ წარვადგიმო პრეზენტაცია? (აქტ.3);

·         რა ხერხებს უნდა მივმართო იმისათვის, რომ პრეზენტაციამ დააინტერესოს თანაკლასელები, გასაგები  იყოს მათთვის?

 

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

·      როგორ ააგეთ პრეზენტაცია? რა ენობრივი საშუალებები გამოიყენეთ?

·      რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები მიზანს?

·      რის საფუძველზე გამოკვეთეთ შესავალი, ძირითადი ნაწილი, შეჯამება/დასკვნა?

·      რა სტრატეგიები გამოიყენეთ დავალებაზე მუშაობისას?

·      აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

·      რა დაბრკოლებებს წაააწყდით დავალებაზე მუშაობის პროცესში?

·      თქვენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება თქვენი ნაშრომი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

·      რას გააკეთებდით სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?

·      მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებიათ?

 

 

დავალება 2. ტოპონიმებზე დაკვირვება

მოიძიეთ თქვენი მშობლიური მხარის (ქალაქის, სოფლის, მდინარის და სხვ.) ადგილთა სახელწოდებები, დააკვირდით მათს შედგენილობას და დაკვირვების შედეგები წარმოადგინეთ ზეპირი პრეზენტაციის სახით.

 პრეზენტაციაში სასურველია გამოიყენოთ ვიზუალური მასალა (მაგ., სქემა, ფოტო).

ნამუშევარში:

·         წარმოაჩინეთ ინფორმაცია ადგილის სახელების შესახებ (რომელი ობიექტია, სად მდებარეობს, რა იცით მის შესახებ და სხვა);

·         წარმოაჩინეთ რთული სიტყვების  წარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხის  ცოდნა (განსაზღვრეთ ადგილის აღმნიშვნელ რთულ და წარმოქმნილ სიტყვებში ფუძე/ მაწარმოებლები და დააჯგუფეთ ერთნაირ მაწარმოებლიანი გეოგრაფიული სახელები); 

·         იმსჯელეთ, რა სავარაუდო ინფორმაციის შემცველია ამ წარმოქმნილი სახელების ფუძე;

·         გამოკვეთეთ სამი ნაწილი

 (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა).

 

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

·         როგორ გამოიყენეთ რთული სიტყვების ( გეოგრაფიული სახელების ) აგებულების ცოდნა პრეზენტაციის მოსამზადებლად (გრამ.1, 2)

·         რამდენად ნათლად და საინტერესოდ წარმოაჩინეთ ადგილის სახელებთან  დაკავშირებული ინფორმაცია (გრამ. 2);

·         რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობისას (გ. 3).

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი: 

პირადი მოსაზრების გამოხატვა და დასაბუთება აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

 ქვეცნებები:

დასაბუთება და მისი შემადგენელი ელემენტები. წერის სტრატეგიები.

საკვანძო შეკითხვები:

როგორ/რა სტრატეგიების  გამოყენებით დავწერო  პირადი თვალსაზრისის გამომხატველი ტექსტი  აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით?

 როგორ შევძლებ პირადი მოსაზრების დასაბუთებას?

 

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

 

 

(3)  ფუნქციურისამეტყველოქმედება

შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15

 

1.             სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (თხრობას, აღწერას, შედარებას, დასაბუთებას) თავისებურისტრუქტურა-აგებულებააქვს;

2.             მეტყველებისას გამოყენებული ენობრივი საშუალებები შეესაბამება სამეტყველო ამოცანას;

3.სამეტყველო ქმედება შესაძლებელია იყოს ზეპირი ან წერილობითი სახის. წერილობით ტექსტში საჭიროა აბზაცების დაცვა, წინადადებათა შინაარსის შესაბამისი  სასვენი ნიშნების გამოყენება.

4.             სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

·         რამდენად მნიშვნელოვანის თქვენთვის შექება ან/და წახალისება?

·         მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ბავშვის დასჯა? რა შემთხვევაში? რა ფორმით?

·         თქვენი პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელი უფრო შედეგიანია - დასჯა თუ წახალისება? რატომ ფიქრობთ ასე? რას განიცდით დასჯის ან წახალისების დროს? როგორია თქვენი რეაქცია? როგორ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას?

·         როგორია თქვენი გამოცდილება, რა ნაბიჯები უნდა გადადგა შენი მოსაზრების დასასაბუთებლად? რა არის  დასაბუთების მიზანი?  

·         რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?  

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების განხორციელება

ნაბიჯი 1.

·         რამდენად ნათლადაა გამოკვეთილი და ახსნილი  თქვენი  მოსაზრებები აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით (ფ.1,2)

·         რამდენად ამყარებს თქვენს არგუმენტებს  მოყვანილი მაგალითები (ფ.1,2);

 

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი1. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ („სასახლეში“ – III-IV თავები);

რესურსი2. პერსონაჟზე ფოკუსირებული გრაფიკული მაორგანიზებელი.

 

ეპიზოდი

როგორ მოიქცა ეკატერინე აბაშიძე ან/და სხვა პერსონაჟი

რატომ მომეწონა/არ მომეწონა მათი საქციელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 1. ტექსტზე დაკვირვება. ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა - დასათაურება და იდეების ორგანიზება (გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენებით);

აქტივობა 2. ჩამოაყალიბე–გაუზიარე–შეთანხმდით–დაასკვენით (მეწყვილეები მსჯელობენ და წერილობით აყალიბებენ მოსაზრებებს აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული თითოეული ეპიზოდის შესახებ);

აქტივობა 3. დასაბუთების მახასიათებლებზე დაკვირვება:  „კი“ და „არა“ მაგალითების განხილვა (იხ. დანართი, N 3).

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·         რამდენად ხშირად საუბრობს ავტორი დედის აღზრდის მეთოდებზე და რატომ? (აქტ. 1)

·         როგორ აფასებს აკაკი აღზრდის დედისეულ მეთოდებს დროის გადასახედიდან?

·         თქვენი აზრით, შეფასებისას სუბიექტურია იგი თუ ობიექტური? რატომ ფიქრობთ ასე?

·         თქვენი შეფასებით, რამდენად შედეგიანი გამოდგა ეკატერინე აბაშიძის აღზრდის მეთოდები? ახსენით თქვენი მოსაზრება.

·         როგორია თქვენი დამოკიდებულება ეპიზოდში აღწერილი საკითხების მიმართ? რატომ ფიქრობთ ასე? (აქტ. 2)

·         დაემთხვა თუ არა თქვენი მოსაზრება  მეწყვილის აზრს? მოახერხეთ საერთო შეთანხმებამდე მისვლა?

·         მოცემული ტექსტი დასაბუთების „კი-მაგალითია“ თუ „არა-მაგალითი“? რატომ ფიქრობთ ასე? (აქტ. 3)

·         რა საერთო მახასიათებელი აქვს „კი მაგალითებს“?

·         რა ინფორმაციას მივყავართ არგუმენტამდე და რომელია მთავარი მტკიცებულება ან არგუმენტი?

·         რა მახასიათებლები აქვს დასაბუთებას? რა შემთხვევაში იქნება თქვენი მოსაზრება დასაბუთებული?

·         როგორ გამოიყენებთ დასაბუთების მახასიათებლების ცოდნას დავალების შესრულებისას?

 

ნაბიჯი 2.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი დასაბუთება გასაგები იქნება მკითხველისთვის (ფ. 3);      

 

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1. არგუმენტაციის ჩარჩო

 

შესავალი

ტექსტის დაწერის მიზანი

ლოგიკური მიმართებების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები

საკითხი/პრობლემა

ძირითადი ნაწილი

პოზიციის დასაბუთება „კი მაგალითების“ გამოყენებით:

·         მოსაზრების გამოთქმა;

·         მოსაზრების  ახსნა (რატომ ვფიქრობ ასე?)

·         მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული მაგალით(ებ)ის მოყვანა

 

1. მიზეზშედეგობრიობის გამომხატველი სიტყვები (მაგ., ამიტომ, იმიტომ, რომ...; რადგან)

2.  პირადი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები (ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ..., მგონი).

დასკვნა

პოზიციის შეჯამება

 

აქტივობა 1. დასაბუთების მახასიათებლებზე დაკვირვება (იხ. დანართი, N 3).

აქტივობა 2. იდეების წამოყენება, ინფორმაციის ორგანიზება დასაბუთების სტრუქტურის გათვალისწინებით: მოსაზრების გამოთქმა/ მოსაზრების  ახსნა / მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული მაგალით(ებ)ის მოყვანა (გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენებით);

აქტივობა 3. დასაბუთების ენობრივ საშუალებებზე დაკვირვება.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·      რა შემთხვევაში ჩაითვლება მოსაზრება დასაბუთებულად? / როგორი უნდა იყოს მოსაზრება, რომ ის დასაბუთებულად მივიჩნიოთ? (აქტ. 1);

·      როგორ გამოიყენებთ დასაბუთების მახასიათებლების/სტრუქტურის ცოდნას დავალების შესრულებისას?

·      რა მოსაზრებები გაქვთ სამსჯელო საკითხებთან დაკავშირებით, რატომ ფიქრობთ ასე? როგორ ხსნით, ასაბუთებთ თქვენს მოსაზრებებს? (აქტ. 2).

·      ტექსტიდან მოყვანილი რომელი მაგალითებით გაამყარებთ თქვენს თვალსაზრისს? /რომელ ეპიზოდებზე გაამახვილებთ ყურადღებას? აკაკის დედის აღზრდის რომელ მეთოდს გამოკვეთთ ნაშრომში განსაკუთრებით?

·      როგორია თქვენი პოზიცია - დადებითი, ნეიტრალური თუ უარყოფითი? რითია ეს განპირობებული? (ახსენით თქვენი პოზიცია);

·      ხომ არ დაუკავშირებთ ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემას წაკითხულს, გაგონილსა თუ თავს გადამხდარ ამბავს?

·      რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ თქვენი მსჯელობა დამაჯერებელი იყოს მკითხველისთვის?

·         რა სიტყვებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ თქვენი მოსაზრება ნათელი და მკაფიო იყოს მკითხველისთვის (აქტ. 3)?

·         როგორ გამოიყენებთ მიზეზშედეგობრიობის აღმნიშვნელ სიტყვებსა და წინადადებებს?

·      როგორ გამოიყენებთ  „არგუმენტაციის ჩარჩოს“ დავალების  შესასრულებლად?

 

 

 

ნაბიჯი 3. რა სტრატეგიები გამოიყენეთ  გამოყენებით დავალების შესრულებისას? (ფ.4)

 

რესურსები/აქტივობები:

 

აქტივობა 1. პირველადი ვერსიების შედგენა;

აქტივობა 2. პირველადი ვერსიების გადამუშავება და  საბოლოო ვერსიების შექმნა;

აქტივობა 3. ნამუშევართა საბოლოო ვერსიების წარდგენა.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·   როგორ/რა ხერხების გამოყენებით დავწერო პირადი თვალსაზრისის გამომხატველი წერილობითი ტექსტი?

·   რის საფუძველზე გამოვკვეთო აბზაცები, შევარჩიო სასვენი ნიშნები?

·   როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო წერილობითი ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი?

·   როგორ შევქმნა  საბოლოო ვერსია?

 

 

 

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

 

·         რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთებაა?

·         როგორ ააგეთ ტექსტი? რა ენობრივი საშუალებები გამოიყენეთ?

·         რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ გამოყენებული ენობრივი საშუალებები მიზანს?

·         რის საფუძველზე გამოკვეთეთ აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები?

·         რა სტრატეგიები გამოიყენეთ დავალებაზე მუშაობისას?

·         აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

·         რა დაბრკოლებებს წაააწყდით დავალებაზე მუშაობის პროცესში?

·         თქვენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება თქვენი ნაშრომი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

·         რას გააკეთებდით სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?

·         მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებიათ?

დავალება 3. პირადი თვალსაზრისის გამოხატვა

წერილობით გამოხატეთ თქვენი თვალსაზრისი აკაკის დედის აღზრდის პრინციპებთან დაკავშირებით (მაგ. ბავშვების უცნაურად დასჯა - წიგნის კითხვის აკრძალვა; წერა-კითხვის სწავლება აკაკისთვის; ე.წ. სპარტანულად აღზრდა  და სხვ.).

ნამუშევარში: 

·          გამოკვეთეთ თქვენი მოსაზრება. ახსენით, რატომ ეთანხმებით/არ ეთანხმებით აღზრდის ამ მეთოდებს. მოიყვანეთ მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები;

·          პრობლემაზე იმსჯელეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინებით;

·          გამოიყენეთ მიზეზშედეგობრივი მიმართებების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები;

·          დაიცავით აზრობრივი შესაბამისობა ტექსტის ნაწილებს შორის ;

·          დაიცავით აბზაცები, გამოიყენეთ სასვენი ნიშნები .

 

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე:

·          რამდენად ნათლადაა გამოკვეთილი და ახსნილი  თქვენი  მოსაზრებები აკაკის დედის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით  (ფ.1,2)

·          რამდენად ამყარებს თქვენს არგუმენტებს  მოყვანილი მაგალითები (ფ.1,2);

·          რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი დასაბუთება გასაგები იქნება მკითხველისთვის (ფ. 3);

·          რა სტრატეგიები  გამოიყენეთ დავალების შესრულებისას (ფ.4)

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

 

 

N 1. „გრძნობათა ყულაბა“: დაკვირვება ტექსტზე კონკრეტული მიზნით.

მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს დადებითი და უარყოფითი ემოციების გამომწვევი გრძნობების აღმნიშვნელ ლექსიკურ ერთეულებს (მაგალითა: აღშფოთება, აღფრთოვანება, სიბრალული,  თანაგრძნობა, შიში, მხიარულება, მოწყენილობა, პატივისცემა, დაცულობა, დაუცველობა)  და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობა, რომელსაც გვიზიარებს ავტორი სხვადასხვა ეპიზოდში.  მოსწავლეები კითხულობენ  მითითებულ ეპიზოდებს და ასახელებენ გრძნობას/ემოციას, რომელიც იკვეთება ავტორის ნაწერში, ასაბუთებენ საკუთარ პასუხს ტექსტიდან მოყვანილი კონკრეტული მაგალითებით.

 

 

N 2. მეთოდი ,,რეიტინგი“: ინფორმაციის დახარისხება: მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა

მოსწავლეებს  ეძლევათ დავალება, ამოწერონ მოთხრობიდან მნიშვნელოვანი ფრაზები და განალაგონ მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით კიბის ფორმის დიაგრამაზე.

იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ამ დახარისხებულ ინფორმაციას წერილში, კერძოდ:

 

·         რა თვალსაზრისით/ რა მიზნით შეარჩიეს წერილში მოსაყოლი ამბავი (ინფორმაციის მიწოდება, გრძნობების / ემოციების გაზიარება, მადლიერების გამოხატვა და სხვ.) და რატომ?

·         რომელი ეპიზოდია მათთვის ყველაზე საინტერესო ან/და ემოციური და რატომ?

·         რომელ მინიშნებების გათვალისწინებით შეარჩიეს წერილის ტონი და ენობრივი საშუალებები?

 

 

N 3. დასაბუთების მახასიათებლებზე დაკვირვება-   „კი“ და „არა“ მაგალითები (აქტივობის ინსტრუქცია)

ა) მასწავლებელი წინმსწრებად მოამზადებს  სხვა კლასის მოსწავლეთა დასაბუთებულ პასუხებს (ანონიმურობის დაცვით): გამოარჩევს, ერთი მხრივ, დასაბუთების გამართულ ვერსიებს  (ან თვითონ გამართავს) და მათ უწოდებს „კი-მაგალითებს“; მეორე მხრივ, გადაარჩევს დასაბუთების გაუმართავ მაგალითებს და მათ უწოდებს „არა-მაგალითებს“.

 

ბ) ანონიმურობის დაცვით, მასწავლებელი კითხულობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ „კი“ და „არა“ მაგალითებს (სხვა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებს) და სვამს შეკითხვებს:

·         რატომაა ეს „კი“/“არა“ მაგალითი?

·         რა საერთო მახასიათებელი აქვს „კი მაგალითებს“?

·         მოცემული ტექსტი „კი-მაგალითია“ თუ „არა-მაგალითი“? რატო ფიქრობთ ასე?

მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ, რა საერთო აქვს „კი-მაგალითებს“ და ამ გზით დაადგინონ დასაბუთების არსებითი მახასიათებლები. „არა-მაგალითებზე“ დაკვირვება მათ ასევე დაეხმარება „კი- მაგალითების“ საერთო თვისებების პოვნაში; ბოლოს დაფაზე დაიწერება არსებითი მახასიათებლების საბოლოო ვარიანტი.

გ) თამაშის წესის შეცვლა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ახალ ვარიანტებს, მაგრამ არ აზუსტებს, „კი-მაგალითია“ შეთავაზებული ნიმუში, თუ „არა-მაგალითი“.  ახალი ცოდნით აღჭურვილი მოსწავლეები თავად დაასკვნიან, შეთავაზებული ანონიმური  ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს „კი-მაგალითს“, რომელი - „არა-მაგალითს“. პასუხებს ასაბუთებენ.

No comments:

Post a Comment