სსიპ ქალაქ ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის
მე-6 ბ კლასის დამრიგებლის ლ.ალი
მიქაძის
სადამრიგებლო პროგრამა
2023-2024 სასწავლო წელი
დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმარობს მოსწავლეებს ეროვნული მიზნების მიღწევაში,პიროვნული,ზნეობრივი,გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში,დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.კლასის დამრიგებლად მუშაობის პერიოდში:
∙ გადავამოწმებ და მოვაწესრიგებ მოსწავლეთა პირად საქმეებს,მოვიწვევ სადამრიგებლო კლასის კრებას,ბავშვებს გავაცნობ და განვიხილავ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, სკოლის შინაგანაწესს.
∙ მოვიწვევ მშობელთა კრებას,ვაცნობებ,რომ ინფორმირებულები იქნებიან ისინი მოსწავლეების მიერ გკვეთილების გაცდენისას მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
∙ ვესაუბრები ინდივიდუალურად,რათა გავაცნო თუ როგორ მიმდინარეობს მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწყებული პროგრამის მიხედვით ბავშვის ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენა,ჯანსაღი ცხოვრების წესის ხეშეწყობა.შვილებთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოოგიური თავისებურებების გათვალისწინება,მშობლებს შვილის აკადემიურ მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს გავაცნობ ინდივიდუალურად.
∙ კლასის საათს ჩავატარებ კვირაში ერთხელ.
∙ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრებას ყოველდღიურად შევამოწმებ.
∙ მივაწვდი ინფორმაციას მშობლებს შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ,თვეში მინიმუმ ერთხელ.
∙ გავუწევ მოსწავლეებს დახმარებას აკადემიური თუ სხვა პრობლემის მოგვარებაში.
∙ დავაკვირდები მოსწვლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს,მივუთითებ რისი გათვალისწინება
სჭირდებათ აკადემიური,ფიზიკური,ემოციური და სოციალური განვითარებისათვის.
∙ საკლასო გარემოსთან ერთად ვიზრუნებ სასურველი სულიერი გარემოს შექმნაზე.რაც ითვალისწინებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს,ექსკურსიებს,ლაშქრობებს,შეხვედრებს და ა.შ.მაგალითად მოვაწყობ კლასის შეხვედრას სკოლის ექიმთან,
∙ მოვაწყობ ექსკურსიებს ქალაქსა და ქალაქ გარეთ,ბავშვები გაეცნობიან თავიანთი სამშობლოს მნიშვნელოვან,უნიკალურ ადგილებს.ეს ხელს შეუწყობს მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ჯამსაღი ცხოვრები წესის დამკვიდრებას.
∙ მოსწავლეებს შევუქმნი სათანადო პირობებს შინაგანი ძალების აქტივიზაციისა
და მათი ნიჭის,შესაძლებლობების გამოვლენისათვის.
∙ კლასში აუცილებლად შევქმნი თანამშრომლობით
გარემოს.
∙ ვითანამშრომლებ საგნის პედაგოგებთან,პერიოდულად შევეკითხები მათ სადამრიგებლო კლასის აკადემიური მოსწრების,პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატების შესახებ.
∙ რეგულარულად გავაკონტროლებ სასწავლო ნივთების ტარებას
∙ ვითანამშრომლებ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან,მაგალითად:ბიბლოთეკებთან,მუზეუმებთან და სხვა.
∙
∙ სემესტრისა და წლის ბოლოს მოსწავლეების ნიშნებს დროულად და ზუსტად შევიტან საკლასო ჟურნალში/პირად საქმეებში.
∙ სასწავლო წლის ბოლოს დავწერ კლასის დახასიათებას,რომელშიც აღვწერ მოსწავლეთა წარმატებებსა და წარუმატებლობას,გამოვკვეთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს,აღვნიშნავ თუ როგორ განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები და ა.შ.
∙ ჩამოთვლილი ამოცანების,ღონისძიებების და აქტივობების გარდა,ვეცდები ჩემს სადამრიგებლო პროგრამაში შევიტანო ინოვაციებიც,რათა არ ჩამოვრჩე მოვლენებს და რომ ჩემი კლასი იყოს წარმატებული და გამორჩეული სწავლით,დისციპლინით,ზნეობითა და პასუხისმგებლობით.
კლასთან მუშაობის ძირითადი პრინციპები:
1.მოსწავლეებისათვის სათანადო პირობების,შინაგანი ძალების აქტივიზაციისა
და მათი ნიჭის,შესაძლებლობების ხელშეწყობა.
2.თანათამშრომლობითი გარემოს შექმნა
3.მოსწავლეთა წახალისება
4.მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
5.თანამშრომლობა საგნის მასწავლებლებთან
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით.
6.ინოვაციების დანერგვა.
ჩასატარებელი აქტივობები
N |
განსახორციელებელი აქტივობები |
მიზანი |
შესრულების დრო |
შენიშვნა |
1. |
საორგანიზაციო საკითხები: ა) მოსწავლეთა მონაცემთა ბაზის დაზუსტება; ბ) სახელმძღვანელოების გაცემა; გ) პირადი საქმეების მოწესრიგება; დ) სასკოლო ჟურნალის მოწესრიგება. გ)
სკოლის შინაგანაწესის გაცნობა დ)ქცევის
წესების გაცნობა |
სასწავლო პროცესისათვის მზადება. |
სექტემბერი |
|
2 |
მშობელთა საერთო კრებებზე განსახორციელებელი საკითხები: ა) სკოლის შინაგანაწესის გაცნობა; ბ) მშობელთათვის ესგ – თი გათვალისწინებული საკითხების არსებული სიახლეების გაცნობა. დ) მიმდინარე, შემაჯამებლისა
და სემესტრული შეფასებების გაცნობა. ე) სასკოლო და საკლასო ნამუშევრების ჩვენება. ვ) მოსწავლეთა დაგვიანების,გაცდენების,ყოფაქცევის საკითხების განხილვა.ზ)
სკოლის შინაგანაწესის გაცნობა |
მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით. |
თვეში ერთხელ |
|
3 |
აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეების დახმარება. |
აკადემიური მოსწრების ამაღლება. |
საჭიროებისამებრ |
|
4 |
სხვა საგნის პედაგოგების გაკვეთილებზე დასწრება. |
მოსწავლეთა ქცევასა და აკადემიურ მოსწრების შემოწმება |
წლის განმავლობაში |
ჩასატარებელი თემები
N |
თემები |
შეხვედრის დრო |
აქტივობები |
1. |
ზაფხულის შთაბეჭდილებები ( მოენატრათ სკოლა? რა მოლოდინები აქვთ ახალ სასწავლო წელს?) |
სექტემბერი |
ზაფხულის შთაბეჭდილებები... მოლოდინი... |
2. |
შინაგანაწესის გაცნობა |
სექტემბერი |
ბავშვთა უფლებების გაცნობა |
3. |
ცხოვრების ჯანსაღი წესი |
ოქტომბერი |
|
4. |
უცენზურო ლექსიკა |
ოქტომბერი |
|
6 |
მოთმენა,ნებისყოფა |
ნოემბერი |
|
7. |
რა გვეხმარება,რა გვიშლის ხელს ვალდებულებების შესრულებაში,რას ნიშნავს სიზარმაცე?როგორ ჩნდება სიზარმაცე? სიზარმაცის დაძლევა |
ნოემბერი |
დისკუსია |
8. |
სამართლიანობა |
დეკემბერი |
კითხვა-პასუხი |
9. |
კამათი და ჩხუბი.განსხვავება მათ შორის.კამათის კულტურა |
დეკემბერი |
კითხვა-პასუხის რეჟიმი |
10. |
მეგობრობის უნარი და მისი განვითარება |
იანვარი |
დისკუსია |
11. |
პატივისცემა |
თებერველი |
საუბარი |
12. |
თანამშრომლობის მნიშვნელობა,გაგება,მოსმენა მოლაპარაკება |
თებერვალი |
კითხვა-პასუხი. |
13. |
დედა
, ცხოვრების საწყისი! |
მარტი |
. |
14. |
წონასწორობა |
მარტი |
საუბარი |
15. |
როგორ გესმით პატრიოტიზმი? |
აპრილი |
კითხვა – პასუხი, |
16. |
ციფრული ტექნოლოგიები ჩვენს საუკუნეში |
აპრილი |
მასალების მოძიება გაცნობა |
17 |
ბულინგი.უცენზურო ლექსიკა. |
მაისი |
|
18 |
სანამ სხვის განსჯას დავიწყებთ... |
მაისი |
|
29 |
ექსკურსია |
ივნისი |
No comments:
Post a Comment