Thursday, January 4, 2024

 



 

 

 

 

 

   15 ნოემბრიდან  29-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურისა მოყვარულთა კლუბი „ათინათი“, რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია.  მოსწავლეებში წიგნბისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
   კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, გაერთიანდებიან მე-5; - მე-12 კლასების მოსწავლეები, რომლებიც განცხადებით მიმართვენ კლუბის კურატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ლალი მიქაძეს და დაეთანხმებიან კლუბის წესდებას.


კლუბის მიზნები და ამოცანები

განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის

განაცხადის ფორმა მშობელთათვის

კლუბის წესდება

კლუბის წლიური სამუშაო გეგმა

კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა

   
საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში. დღეს, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ ახალგაზრდები ჩამოსცილდნენ წიგნს. უმეტესი მათგანი თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს და აღარ რჩება დრო წიგნის წასაკითხად. ეს პრობლემა ნიშანდობლივია დღევანდელი კაცობრიბისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასკოლო კლუბის ფუნქციონირება დაკავშირებულია არასაგაკვეთილო დროსა და აქტივობებთან, ვფიქრობ, რომ ეს მოსწავლეთა ინტერესებს მეტად აღვივებს. ამიტომაც გამიჩნდა იდეა, ჩამომეყალიბებინა კლუბი და კლუბის მუშაობა დამეგეგმა ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გაზრდის მათი ჩართულობის ხარისხს.
   
კლუბის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომაც მოსწავლეები წაიკითხავენ მათთვის სასურველ წიგნებს, ისაუბრებენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს, ნახავენ ფილმებს, მოაწყობენ დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.
   
კლუბის დაარსების იდეას ხელი შეუწყო იმ გარმოებამაც, რომ დარწმუნებული ვარ, ბავშვები აქ მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლისათვის იქცევა ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ღირებულებები.
   
გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, შესაბამისად შეხვედრებსა და ღონისძიებებში მხოლოდ დაინტერესებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ეს თავისუფალი არჩევანი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.


 

 

   15 ნოემბერს  საზეიმოდ გაიხსნა კლუბი ’’ათინათი“. კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის შექმნის იდეასა და სამუშაო გეგმას. ერთობლივი გადაწყვეტილებით შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის გრაფიკზე. ისინი შეიკრიბებიან ორ კვირაში ერთხელ  (საჭიროების შემთხვევაში უფრო ადრეც). 








 მიმდინარე წლის  30 ნოემბერს შედგა კლუბ "ათინათის“" მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო  საახალწლო  გაზეთის გამოშვება.  მოსწავლეები შეთანხმდნენ როგორი უნდა იყოს გაზეთის ფორმატი, გაინაწილეს ფუნქციები, შეარჩიეს სასურველი დიზაინი.

 








2024 წლის 16 თებერვალს შედგა კლუბ  ‘’ათინათს’’  მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო წაკითხული წიგნების  განხილვა-პრეზენტაცია ,  საყვარელი პერსონაჟებისა  და ავტორების გაცნობა.  მონაწილეებს შეთავაზებული ჰქონდათ აქტივობა: დამსწრეებს უნდა ამოეცნოთ პრეზენტატორის მიერ დახატული ან აღწერილი  პერსონაჟი. გარდა ამისა პრეზენტატორს  უნდა  დაესაბუთებინა, რატომ აირჩია კონკრეტული წიგნი და რატომ უნდა წაიკითხოს იგივე სხვამ.















კლუბის წევრებმა უყურეს ფილმს „ ღამე მუზეუმში.“





 

 

   მიმდინარე წლის   25 აპრილს შედგა კლუბ „ ათინათის „  მორიგი შხვედრა.  მოსწავლეებმა წაიკითხეს სილოვან ნარიმანიძის მოთხრობა  „ უენოთა ბელადი.“   დაახასიათეს პერსონაჟები,  ისაუბრეს მიუსაფარი ცხოველების შესახებ,  დახატეს შესაბამისი ნახატი და პოსტერი.

 







 

No comments:

Post a Comment