Thursday, January 4, 2024

ღია გაკვეთილები: არჩილ სულაკაურის " ბიჭი და ძაღლი", რევაზ ინანიშვილის "მუხა."

 

გაკვეთილის გეგმა

 

მასწავლებლის სახელი, გვარი:  ლალი მიქაძე

 

სწავლებისსაფეხური/კლასი:  დაწყებითი/ 6 კლასი                                                                                 

მოსწავლეთა რაოდენობა:21

საგანი:  ქართული ენა, ლიტერატურა

სამოდელო გაკვეთილი გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე  ორიენტირებული  სწავლება.

გაკვეთილის აქტუალობა :  განპირობებულია  დასმული პრობლემის აქტუალობით. ბულინგი ერთ  ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს,  მთელ მსოფლიოშიმათშორის, საქართველოშიიგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენაა,   თუმცა ძალადობის  პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.

გაკვეთილის თემა: ,,ბულინგი“  არჩილ სულაკაურის  მოთხრობის “ბიჭი და ძაღლის“ მიხედვით.

გაკვეთილის მიზანი:

·         მოსწავლე შეძლებს:  ბულინგის რაობის გაგებას.

·         ბულინგის გაცნობიერებას,  პროლემის იდენტიფიცირებას, პრობლემის შეფასებას  და მის    ანალიზს.

·          საკითხთან  დაკავშირებით არგუმენტირებულ მსჯელობას.

·          შეძლებს პრობლემის გადაჭრის  ეფექტური გზების  შერჩევას.

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

VI. 12.   მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზებააქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსაწავლე: 

·         მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);

 

ქართ.   VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

                                                             

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;

·         მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);

 

მედია წიგნიერება: გზავნილების შექმნისა და ინფორმაციის უტყუარობის დადგენის უნარების გამომუშავება.

წინარე ცოდნა:  მოსწავლეებმა იციან განსახილველი მხატვრული ტექსტები.

 

 

შეფასება და თვითშეფასება

·        მოსწავლეთა  თვითშეფასების რუბრიკა ;

·      მოსწავლეზე დაკვირვების ფურცელი;

·         განმავითარებელი  შეფასება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                   

 

 

 

                             

 

 

 

 

 

 

                                

 

 

 

 

N

აქტივობის აღწერა/მიზანი

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსი

დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხები შესასრულებელი  აქტივობების,  თემისა  და შეფასების  კრიტერიუმების გაცნობა / საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

ორგანიზება

მთელი კლასი

ჟურნალი,შეფასების  კრიტერიუმები

2  წუთი

2

კითხვა-პასუხი

მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, რა იციან ძალადობის  შესახებ და პასუხებს ჩამოწერს დაფაზე.

 

შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას__ გაიხსენებენ რა იციან ბულინგის/ძალადობბის შესახებ.

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

დაფა, ცარცი

2 წთ

3

მინი ლექცია

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ კერძოდ, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლებზე. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინ არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები. ძალადობის წამქეზებელი   თავად სახელმწიფო იყო.  

მასწავლებელი ასევე შეახსენებს მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნის თარიღს (1989 წლის 20 ნოემბერი). მისი მიზანი  ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაა.

მინი ლექცია

მთელი კლასი

პროექტორი

5წთ)

4

ვარაუდების გამოთქმა

მასწავლებლის მინი ლექციის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ, მოძებნონ ტექსტში ძალადობრივი სახელმწიფოს ნიშნები და ისაუბრონ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა.

სავარაუდო პასუხები

მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლში“ ძალადობრივ სახელმწიფოს წარმოადგენს მუკო. ბიჭს არავინ ექომაგება. მის უფლებებს ლახავს ყველა.

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა. ეცოდინება ტექსტის  თემა და მიზანი.

ვარაუდების გამოთქმა

მთელი კლასი

თემატური პოსტერი.

3 წთ

5

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია აქტივობა აქტივობა 5. (5 წთ.)

ვიდეო რგოლის ჩვენება ბულინგზე

https://www.youtube.com/watch?v=cOBd3RR04Mo

 

 

 h

 

 

შედეგი: ამოიცნობენ პრობლემას და იმსჯელებენ.

 

 

 

 

 

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია

მთელ კლასი

პროექტორი

4 წთ

6

 

   ჯგუფური მუშაობა:

მოსწავლეები კვლავ იყოფიან ორ ჯგუფად და ევალებათ, შექმნან პლაკატი, რომლითაც გამოექომაგებიან ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლიდან“. შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.

ჯგუფური მუშაობა

ჯგუფებში

კალამი, თაბახის ფურცელი, მარკერი.თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტი.

ფლიფჩარტი

10 წთ

7

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

მთელი კლასი

ფლიფჩარტი, დაფა, ცარცი, მარკერი, წებოვანი ქაღალდები

6წთ

8

 უკუ კავშირი. „ცნობირების გვირაბი“

უკუკავშირისთვის გამოვიყენებთ აქტივობას ,,ცნობიერების გვირაბი“.  მოსწავლეები დადგებიან ორრიგად, ერთმანეთის პირისპირ. შუაში ჩამოივლის მასწავლებელი, რომელიც ცხოველთა დამცველებისთვის იქნება ძაღლი, ბავშვის უფლებათა დამცველებისთვის - ბიჭი. თითოეულ მოსწავლეს ევალება სიტყვიერად მსხვერპლის გაძლიერება.

უკუ კავშირი ცნობიერების გვირაბი

მთელი კლასი

მოსწავლეების მიერ დამზადებული პოსტერები

5 წთ

9

ვწერთ ესეს!

დაწერონ ესე: არა ძალადობას!

მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც წერენ ესეს. მასწავლებელი მომდევნო გაკვეთილზე შემოწმებულს დაუბრუნებს.

ვწერთ ესეს!

ინდივიდუალურად.

კალმები, ფურცლები

5 წთ

10

კითხვა-პასუხი

აქტივობა  რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ფრონტალურ კითხვებს:

რაზე დაგვაფიქრა მწერალმა?  

როგორ ადამიანს გვაგონებს ძაღლი?

როგორ ადამიანია მუკო?

რა გასწავლათ ამ მოთხრობამ?

როგორ გამოიყენებთ მას პირად ცხოვრებაში?

ძაღლს საუბარი რომ შეძლებოდა, რას ეტყოდა იგი ადამიანებს?

შედეგი: მოსწავლეები  შეძლებენ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და დასკვნის გამოტანას.

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

რვეული, წიგნი, კალამი.

2 წთ

11

შეჯამება

აქტივობა  მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის  დედააზრს.

შედეგი: შეძლებენ ტექსტის  დედააზრის ამოცნობას.

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

გამოსაძახებელი ჩხირები

3წთ)

12

თვითშეფასება/შეფასება

შეფასება: განმავითარებელი

მთელი კლასი

2წთ

13

საშ. დავალება: როგორ დავძლიო ძალადობა?

 

საშინაო დავალება

მთელი კლასი

2 წთ

 

 

 

 

პრეზენტაციის შეფასების სქემა

კრიტერიუმები

1-2

3-4

5-6

7-8

9-10

მიზნის ჩამოყალიბება

მიზანი ვერ ჩამოაყალიბა

ჩამოაყალიბა, მაგრამ ბუნდოვანია

კარგად ვერ ჩამოაყალიბა

მოითხოვს დაზუსტებას

მიზანი ამომწურავად ჩამოაყალიბა

თემის გასაგებად წარმოდგენა

ბუნდოვანია და საუბრობს დაბნეულად

აკლია ლოგიკურობა და თანმიმდევრობა

ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებებს

გასაგებია, მაგრამ ითხოვს დაზუსტებას

წარმოდგენილი საკითხები ნათელია და დამაჯერებელი

კონტაქტი მსმენელთან

ვერ ამყარებს კონტაქტს საუბრობს გაურკვევლად

ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ   არაეფექტურად

იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, მაგრამ დაბნეულია

გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს

ფლობს აუდიტორიას და კარგად იყენებს კომუნიკაციის ხერხებს

მიაღწია მიზანს

მიზანს ვერ მიაღწია

მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა იყო მცდელობა

მიზანს ნაწილობრივ მიაღწია

თითქმს მიაღწია მიზანს

სრულყოფილად მიაღწია მიზანს

პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე

უჭირს პასუხების გაცემა

პასუხები არ არის გამართული

ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს,

პასუხობს კითხვებს, თუმცა დამაჯერებლობა აკლია

სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს სცემს ყველა კითხვას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

10-9 ქულა

8-7 ქულა

6-5 ქულა

4-1 ქულა

ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება

ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა

ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა

ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება

სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.

სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.

სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.

სამუშაო არ იყო ორგანიზებული, წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა.

სამუშაოს შედეგი

ჯგუფმა მიიღო უნაკლო შედეგი.

მიიღო შედეგი, მაგარმ ხარვეზებით.

შედეგი არასწორი იყო, თუმცა მისკენ სავალი გზა სწორად იყო მოძებნილი.

ჯგუფმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო.

დროის ლიმიტი

საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს

საკმარისად იცავენ   დროის ლიმიტს

უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა

ვერ იცავენ დროის ლიმიტს

თანამშრომლობა

წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები

წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო

ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა

არ იყო თანამშრომლობითი გარემო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების რუბრიკა

 

 

კარგი

    საშუალო

ცუდი

ჩართულობა და აქტიურობა

თეორიული მასალის ცოდნა

ცოდნის გამოყენება სავარჯიშოებში

 

 

 რეფლექსია

    არჩილ სულაკაურის ,,ბიჭი და ძაღლის“ შესწავლამ მომცა ბიძგი მე-კლასშიგვემუშავა ბულინგის თემაზე. ბულინგი ერთ  ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს,  მთელ მსოფლიოშიმათ შორის, საქართველოშიიგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენაა,   თუმცა ძალადობის  პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.

      გაკვეთილზე პირველ აქტივობად, კითხვა პასუხის მეთოდი გამოვიყენე, რითაც მოსწავლეებმა გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, ხოლო მეორე აქტივობად მინი-ლექციის მეთოდს მივმართე. მოსწავლეებს ვესაუბრებე იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ კერძოდ, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლებზე. ყურადღებას გავამახვილე იმაზე, რომ მაშინ არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები. ძალადობის წამქეზებელი თავად სახელმწიფო იყო.  საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეების ყურადღება გამემახვილებინა ბავშვთა უფლებების კონვენციაზე. შევახსენე მათ  შექმნის თარიღი (1989 წლის 20 ნოემბერი) და მისი მიზანი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაა. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა: რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა? ვფიქრობ, აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა  შეძლეს შესასწავლი მასალის გააზრება. მოსწავლეებს ვიზუალიზაციისთვის ვუჩვენე ვიდეორგოლი ბულინგზე, რომლებზეც საინტერესოდ იმსჯელეს. აღნიშნული აქტივობა პრობლემის ამოცნობას ემსახურებოდა. გამოვიყენე  ასევე ჯგუფური  მუშაობის მეთოდი,  ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით.  ბავშვები ჯგუფში მუშაობდნენ შეთანხმებულად.  იცავდნენ   დროის ლიმიტს.  პრეზენტაციაზეპრეზენტატორებმა გამოკვეთეს  ტექსტში  მოცემული  პრობლემა და დასახეს  მისი გადაჭრის გზები. უკუკავშირისთვის საინტერესო აქტივობა იქნა გამოყოფილი - „ცნობიერების გვირაბი“,  მოსწავლეთა ნაწილი ცხოველთა დამცველები იყვნენ, ნაწილი კი ბავშვთა უფლებათა დამცველები. მასწავლებელი ცხოველთა დაცველეთათვის განასახიერებდა პირობითად ძაღლს, ხოლო ბავშვთა უფლებათა დამცველთათვის ბიჭს. თითოეულ მოსწავლეს ევალებოდა სიტყვიერად მსხვერპლის გაძლიერება. აღნიშნული აქტივობა ფანტაზიის უნარის განვითარებასთან ერთად თანაგანცდისა და სიტუაციაში ადეკვატური ფრაზების გამოყენების უნარის გამომუშავებას ემსახურებოდა.

ვფიქრობ, ჩემ  მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ხელს უწყობდა   მოსწავლეებში  მნიშვნელოვანი უნარების   განვითარებას.   მიმაჩნია,რომ    მრავალფეროვანი  მეთოდების   გამოყენებამ,  რომლებიც   გათვალისწინებული  იყო  მოსწავლეთა  ასაკობრივ  და ინდივიდუალურ  თავისებურებებზე,  შექმნა  კლასში  სასიამოვნო და მუშა   სასწავლო  გარემო,  რომელსაც  ადასტურებდა  მოსწავლეთა  მხრიდან  მაქსიმალური  ჩართულობა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, გეგმის მოდიფიცირება დროსთან დაკავშირებით  მაინც დამჭირდა. ასევე, მოსწავლეებს ჰქონდათ სურვილი, რომ კლასში დაწერილი ესე იქვე წაეკითხათ, რაც დროის ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა მათ ვუთხარი, რომ მომდევნო გაკვეთილამდე  გადავხედავდი, მათ დავუბრუნებდი და ერთად ვიმსჯელებდით. მიუხედავად გაკვეთილის წინასწარ   დაგეგმვისა  და  შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების შესაბამისობისა გამოიკვეთა ხარვეზიზოგიერთი მოსწავლე ინტელექტუალურად არ იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესშისაჭიროა  მეტად  გავითვალისწინო  მოსწავლეთა  ინდივიდუალური  შესაძლებლობები  და შევთავაზო  მათ  დიფერენცირებული  დავალებები.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ როგორც განმსაზღვრელი ასევე  განმავითარებელი, შეფასებით. გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვარომ მიზნები მიღწეულია.


მასწავლებლის სახელი, გვარი:  ლალი მიქაძე

კლასი: 5ბ                                                                                 

მოსწავლეთა რაოდენობა: 19

მათ შორის ერთერთი სსსმ  მოსწავლე

საგანი:  ქართული ენა, ლიტერატურა

გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილი ‘’მუხა.’’

გაკვეთილის მიზანი:

·         მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ანალიზი;

·          ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება;

·         ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება;

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

·         ქართV.2მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

·         ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·         ქართ. V.4. მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

·         ქართ.V.6 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.

·         ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენება  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.

 

·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებას.

·         მოსწავლე შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·          მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

 

·         მოსწავლეს შეძლებს  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვასა და ადეკვატურად გაგება- გააზრებას.

·         მოსწავლეს შეძლებს კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებას  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი სსსმ მოსწავლისათვის:

 

*მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის მხატვრული ტექსტის წაკითხვას და გაგებას,

 

*თანაკლასელებთან  თანამშრომლობას,

 

*მოსწავლეს განუვითერდება შეფასებითი დამოკიდებულება საკუთარი და სხვისი შრომისადმი.

 

 

 

                                                      

 

აქტივობის აღწერა/მიზანი

მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსი

დრო

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის

დრო

სასწავლო რესურსი

საორგანიზაციო საკითხები. თემისა და მიზნის გაცნობა.

ორგანიზება

მთელი კლასი

ჟურნალი, შეფასების კრიტერიუმები

2წთ

სსსმ მოსწავლეს ვთხოვ ამოალაგოს საჭირო ნივთები: წიგნი, რვეული, კალამი, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები.

2წთ

ჟურნალი, შეფასების კრიტერიუმები, წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები.

ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია.

მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით ვკითხულობ  ლექსს, რომლის ბოლო, საგნის აღმნიშვნელი სიტყვა თავად უნდა ამოიცნონ(რკო), თუ რომელიმე ჯგუფი ვერ ამოიცნობს,  მათ ვაძლევ  დამხმარე სიტყვებს, რომელიც გაუადვილებთ სიტყვის პოვნას.

შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვის  უნარი; შეძლებენ რითმის საშუალებით ამოიცნონ სიტყვა.

 

ვიზულაიზაცია-ვერბალიზაცია

მთელი კლასი

შეფასების რუბრიკა, ლექსი.

 

 

2 წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს დახატოს რკო.

2წთ

შეფასების რუბრიკა, ლექსი

კითხვა-პასუხი

  მოსწავლეთა  წინარე ცოდნის   გააქტიურების მიზნით ვსამ კითხვებს:

რა დაგეხმარათ სიტყვის ამოცნობაში?

რისი ნაყოფია რკო?

თქვენ თუ გინახავთ მუხა? სად იდგა იგი და როგორი იყო?

რა იცით მუხის შესახებ?

ქართულ მწერლობაში რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მუხას? რატომ?

შედეგი: მოსწავლეები გაიაქტიურებენ წინარე ცოდანას, გაიხსენებენ რა იციან მუხის შესახებ;

 

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

დაფა, ცარცი.

2წთ)

სსსმ მოსწავლე ცდილობს გაიხსენოს თუ უნახავს მუხის ხე და რა სმენია მის შესახებ.

2წთ

დაფა, ცარცი.

ვარაუდების გამოთქმა

 დაფაზე ვაკრავ თემატურ პოსტერს. სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს გაიაზროს შესასწავლი მასალა.

 

ვარაუდების გამოთქმა

მთელი კლასი

თემატური პოსტერი.

3 წთ

გამოთქვამს ვარაუდს.

3წთ

თემატური პოსტერი.

  დაფაზე ვაკრავ სიტყვის პირამიდასა და სიტყვის ცნების რუკას, რომელზეც წერია უცნობი სიტყვები (ჭარმაგი, შეზარხოშდნენ). მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს სიტყვის შესაძლო მნიშვნელობაზე, დაასახელებენ სინონიმებს და შეადგენენ წინადადებებს (თუ საჭირო იქნა, სიტყვებს ტექსტის წაკითხვის შემდეგ მიუბრუნდებიან და კონტექსტის მიხედვით დააზუსტებენ.)

შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; შეძლებენ ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით წინადადებების შედგენას. სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით.  

 მოსწავლეებს ვაკვირდები მუშაობის დროს.შემდეგ კი ვაკეთებ მზაობის შესახებ დასკვნას.

 

 

 

 

 

 

 

 

მთელ კლასი

გრაფიკული მაორგანიზებლები, ლექსიკური ერთეულები.

2 წთ

კითხულობს სქოლიოში მოცემულ სიტყვათა განმარტებებს.

2წთ

ლექსიკური ერთეულები.

 

  ,,კითხვის მატარებელი“ 

აქტივობა 1:  ტექსტის   სამოდელო წაკითხვის შემდეგ

მოსწავლეებს ვუსვამ  შეკითხვას: _რა ემოცია აღძრა  ამ ნაწყვეტმა თქვენში?

 მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ გაგრძელებით. მასწავლებელი იყენებს კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით სვამს ფაქტობრივ შეკითხვებს.

შედეგი: მოსწავლე შეძლებს ადეკვატური ტემპით გაბმულად და გამომსახველობით სხვის მიერ დაწყებული ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას; ყურადღების კონცენტრირებას, მოსმენას, ტექსტის შინაარსის გააზრებას.

 

 

 

 

,,კითხვის მატარებელი“ 

მთელი კლასი

წიგნი.

10წთ

კითხულობს მითითებულ მონაკვეთს.

2წთ

წიგნი.

კითხვა-პასუხი

აქტივობა 4.   მოსწავლეებს ვუსვამ ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:

ადამიანის რა თვისებები დაგვანხა ავტორმა?

რატომ მოიხადა მონადირემ ქუდი?

როდის იგრძნო მონადირემ დანაშაული?

 რისი სიმბოლოა ია?

შედეგი ; მოსწავლეებს  განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;  შეძლებენ მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირის დამყარებას.

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

კითხვა-პასუხი.

2წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს უპასუხოს კითხვებს.

1წთ

კითხვა-პასუხი.

 სინთეზი

აქტივობა 4: მოსწავლეები გაიხსენებენ მსგავს თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, გაავლებენ პარალელს და შეავსებენ ვენის დიაგრამას რევაზ ინანიშვილის  ,,მუხა“-სა და ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელის“ მიხედვით

შედეგი : შეაჯამებენ ტექსტის შინაარსს, დაუკავშირებენ შესწავლილ და ახალ მასალას ერთმანეთს.

 

 

სინთეზი

მთელი კლასი

კოგნიტური სქემა

2 წთ

მოსწავლე ცდილობს  დახატოს ‘’ხმელი წიფელი.’’

1წთ

კოგნიტური სქემა.

ჯგუფური  მუშაობა

აქტივობა:   კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ  განსხვავებულ დავალებას, ინსტრუქციას და განსაზღვრულ დროს. პრეზენტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები. პრეზენტაციისათვის მიეცემათ წუთ-ნახევარი.

ჯგუფები სამუშაო თემებს თავად აირჩევენ:

დაყავით ტექსტი ნაწილებად:  შესავალი,  შუა  ნაწილი,  დასასრული.

შეურჩიეთ სათაური თითოეულ ნაწილს.

 

პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ მონადირე, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. (დანართი 6)

 

პერსონაჟის რუკის მიხედვით დაახასიათეთ მუხა, მოიყვანეთ შესაბამისი არგუმენტები, დააფიქსირეთ საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ.

 

მისწერეთ წერილი მონადირეს.(გაითვალისწინეთ წერილის შედგენის სტილი)

 

ამოწერეთ ტექსტიდან რთული სიტყვები და მათი გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები.

 

შედეგი:  მოსწავლე შეძლებს სხვათა მოსაზრების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას, ვიზუალურ სქემებზე მუშაობას, ლექსიკურ ერთეულზე წინადადებების შედგენას.

 

მოსწავლეებს ვაკვირდები მუშაობის დროს, შემდეგ კი ვაკეთებ დასკვნას მზაობის შესახებ.

 

 

 

ჯგუფური მუშაობა

ჯგუფური

კალმები, მარკერები, სამუშაო კითხვების ბარათები

12 წთ

მოსწავლე ადგენს გეგმას.

12წთ

კალამი, რვეული.

კითხვა-პასუხი

აქტივობა  რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებს ვუსვამ ფრონტალურ კითხვებს:

რაზე დაგვაფიქრა მწერალმა ტანდაკოჟრილი,  ბებერი მუხის აღწერით?

როგორ ადამიანს გვაგონებს მუხა?

თქვენ თუ გყავთ სახლში მოხუცი?  როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან?

რა გასწავლათ ამ მოთხრობამ?

როგორ გამოიყენებთ მას პირად ცხოვრებაში?

მუხას რომ საუბარი შეძლებოდა, რას ეტყოდა იგი ადამიანებს?

შედეგი: მოსწავლეები  შეძლებენ შესწავლილი მასალის შეჯამებასა და დასკვნის გამოტანას.

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

რვეული, წიგნი, კალამი.

2 წთ

სსსმ მოსწავლე წერს მოხუცი ბებიის შესახებ.

2წთ

რვეული, წიგნი, კალამი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაამყარე კავშირი

აქტივობა  მოსწავლეებს ვაძლევ ფრაზას--  ‘’მარტოდ დარჩენილი მოხუცები.’’ მოსწავლეები მსჯელობენ ფრაზის ირგვლივ, პარალელს ავლებენ  შესწავლილ  მასალასთან,  მოჰყავთ მაგალითები ყოველდღიურობიდან,  გამოთქვამენ თავიანთ  აზრს. 

შედეგი: დაუკავშირებენ შესწავლილ და ახალ მასალას ერთმანეთს, რის შედეგადაც განუვითარდებათ ანალიზის უნარი. მოსწავლე შეძლებს ახლადშეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და დემონსტრირებას.

 

დაამყარე კავშირი

მთელი კლასი

 

2 წთ

სსსმ მოსწავლე ხატავს მოხუცის პორტრეტს.

2წთ

ფლომასტერი, თაბახის ფურცელი.

შეჯამება

აქტივობა  მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას და ამოიცნობენ ტექსტის  დედააზრს.

შედეგი: შეძლებენ ტექსტის  დედააზრის ამოცნობას.

 

 

შეჯამება

მთელი კლასი

 

(1წთ)

ცდილობს ამოიცნოს ტექსტის ძირითადი აზრი(მასწავლებლის დახმარებით)

1წთ

 

ინდივიდუალური მუშაობა  

აქტივობა 4:   მოსწავლეებს ვთხოვ  შექმნან სლოგანები,რომელიც მოგვიწოდებს  მოხუცთა მხარდასაჭერად.

 

მოსწავლეები  წარმოადგენენ სლოგანებს და ფოთლების სახით მიაკრავენ ფორმატზე, რომელზეც ბებერი, შიშველი მუხაა დახატული.

შედეგი:  ფანტაზიის უნარის განვითარება.

რესურსი:  თემატური პოსტერი

 

ინდივიდუალური

მთელი კლასი

მარკერი, ფერადი წებოვანი სტიკერები

2 წთ

სსსმ მოსწავლე წერს თავის აზრს მოხუცთა შესახებ.

2წთ

მარკერი, წებოვანი სტიკერი.

თვითშეფასება/შეფასება

შეფასება: განმავითარებელი

 

 

2 წთ

 

1წთ

 

საშინაო დავალება (გადმოეცით  ამბავი პირველ   პირში, ყურადღება გაამახვილეთ მონადირის გრძნობებზე)

საშინაო დავალება

მთელი კლასი

 

2წთ

 

2წთ

 

შენიშვნა/სარეზერვო აქტივობა: გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე   

შედეგი: მოსწავლე შეძლებს ტექსტის ირგვლივ მსჯელობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

მოსწავლეს შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

მოსწავლეს შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას  და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

მოსწავლეს შეძლებს  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.

მოსწავლეს შეძლებს  კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებას  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

 

 

                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1.

მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა

 

 

    კი

        არა

 ნაწილობრივ

აქტიურად ვიყავი ჩართული საგაკვეთლო პროცესში

 

დასმულ კითხვას გააზრებულად ვპასუხობდი

 

ვმსჯელობდი პერსონაჟის თვისებებზე არგუმენტირებულად

 

ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრერბთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2.

მოსწავლის დაკვირვების ფურცელი

თარიღი:

სახელი .................            გვარი ..........................

 

კრიტერიუმები

დიახ

არა

ნაწილობრივ

რეკომენდაცია

აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში

ფლობს კითხვის ტექნიკას

აფიქსირებს საკუთარ აზრს და პასუხობს კითხვებს

აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ საქმიანობაში

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

                                                                 

 

 

 

 

რეფლექსია

 

          

      მეხუთე კლასში  ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე  მუხა 

   

        მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.  მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემისაზრთა გაზიარებისა და თანამშრომლობითი გარემო.

   გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის მიზანიშეფასების კრიტერიუმები;  ქცევის წესები.

გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვითთუმცა ზოგიერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე ნაკლები ან მეტი დროვფიქრობასეთ ცვლილებას  საგაკვეთილო მიზნებზე არ  მოუხდენია უარყოფითი გავლენა.

 ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით მუშაობდნენ შეთანხმებულად.  ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავთარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორიეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებსვახალისებდი მათ ჩართულობას. 

       მინდა აღნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებიგამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობასა  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის  მოდიფიცირება.

 გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლემ  შეძლო  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში,   წაკითხული ტექსტის თემის განსაზღვრა, პარალელების გავლება თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან, სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება .

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელი შეფასებით. გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვარომ მიზნები მიღწეულია.

 მასწავლებლის სახელი, გვარი:  ლალი მიქაძე

კლასი: 6ბ                                                                                 

მოსწავლეთა რაოდენობა: 22

მათ შორის ერთერთი სსსმ  მოსწავლე

საგანი:  ქართული ენა, ლიტერატურა

გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილი  ’’აქლემი და ვირი.“

გაკვეთილის მიზანი:

·         მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ანალიზი;

·          ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება;

·         ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება;

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

·         ქართV.2მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

·         ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·         ქართ. V.4. მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

·         ქართ.V.6 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.

·         ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენება  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.

 

·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებას.

·         მოსწავლე შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·          მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

 

·         მოსწავლეს შეძლებს  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვასა და ადეკვატურად გაგება- გააზრებას.

·         მოსწავლეს შეძლებს კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებას  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი სსსმ მოსწავლისათვის:

 

*მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის მხატვრული ტექსტის წაკითხვას და გაგებას,

 

*თანაკლასელებთან  თანამშრომლობას,

 

*მოსწავლეს განუვითარდება შეფასებითი დამოკიდებულება საკუთარი და სხვისი შრომისადმი.

 

 

                                                              გაკვეთილის გეგმა

 

 

                                                            

აქტივობის აღწერა/მიზანი

მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსი

დრო

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის

დრო

სასწავლო რესურსი

საორგანიზაციო საკითხები. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკის   გაცნობა.

ორგანიზება

მთელი კლასი

ჟურნალი შეფასების კრიტერიუმები

2წთ

 სსსმ მოსწავლეს ვთხოვ ამოალაგოს საჭირო ნივთები:წიგნი, რვეული, კალამი, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები.

1წთ

ჟურნალი, შეფასების კრიტერიუმები, წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცელი.

 

გონებრივი იერიში.

ვსვამ კითხვებს:

1.როგორ ნაწარმოებს ეწოდება იგავ-არაკი?

2.ვინ არიან უმეტესად იგავის პერსონაჟები?

3.სად აღმოცენდა იგავური მეტყველება?

4.ვინ იყო ეზოპე?

5. სად და როდის ცხოვრობდა ეზოპე?

6.რატომ დაიწყო მან იგავური საუბარი?

7.იგავურ მეტყველებას რას უწოდებენ?

8. სად დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი?

9.ვინ იყვნენ მისი მშობლები?

10.რომელი წიგნები ეკუთვნის სულხანს?

11. რამდენი იგავისგან შედგება ‘’სიბრძნე სიცრუისა.’’?

12. რას ნიშნავს ალეგორია?

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

3წთ

 

 

 

 

 

 

 

ცდილობს გაიხსენოს რა იცის   იგავის შესახებ?

3წთ

 

პროვოცირების მიზნით ვაჩვენებ ეზოპესა და სულხან- საბა ორბელიანის სურათებს.

პროვოცირება

მთელი კლასი

პროექტორი

1წთ

პროვოცირება

1წთ

პროექტორი

 

მოსწავლეები  სათაურის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდს, რატომ ჰქვია ტექსტს ‘’აქლემი და ვირი.’?

ვერბალური

მთელი კლასი

სახელმძღვანელო  შეფასების რუბრიკები

3წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს გამოთქვას თავისი ვარაუდი

3წ

სახელმძღვანელო

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია.

დაფაზე ვწერ სიტყვებს:

სიმჭლე,

როკვა,

სამაია,

ქარავანი.

 ვთხოვ მოსწავლეებს მიუწერონ სავარაუდო პასუხები და მათი გამოყენებით შეადგინონ წინადადებები. სამუშაო სრულდება ჯგუფურად.

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია

მთელი კლასი

დაფა. მარკერი, თაბახის ფურცელი.

3წთ

სსსმ მოსწავლეს ვაძლევ დავალებას გადმოწეროს სახელმძღვანელოს სქოლიოდან სამი სიტყვა თავისი მნიშვნელობებით

3წთ

წიგნი, კალამი

კითხვა გაგრძელებით. ტექსტის სამოდელო კითხვის შემდეგ ბავშვებს ვუთითებ წიგნში შესაბამის გვერდს, მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით.

კითხვა გაგრძელებით

მთელი კლასი

სახელმძღვანელო

5წთ

სსსმ მოსწავლე კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ  მონაკვეთს.

5წთ

სახელმძღვანელო

კითხვა-პასუხი

ვიყენებ კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით ვსვამ ფაქტობრივ შეკითხვებს 1. საიდან გაიპარნენ აქლემი და ვირი?

2. რა დაუშალა აქლემმა ვირს?

3.ვინ გაიგონა მათი ხმა?

4.როგორ მოიქცნენ მოგზაურები?

5. რა უპასუხა აქლემმა ვირის შეკითხვას ‘’რა სამაიას საცეკვაო ადგილი აქ არისო?’’

6. უბედურება ვირმა თავს თვითონ დაიტეხა. ხომ არ გაიხსენებდით რომელიმე ქართულ ანდაზას, რომელიც ამ ამბავს მიესადაგება?

 

 

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

 

2წთ

სსსმ მოსწავლეს ვთხოვ მოძებნოს შესაბამისი ადგილები

2წთ

სახელმძღვანელო

ამოკრებით კითხვა

მოსწავლეებს ტექსტში ვაძებნინებ ადგილებს, სადაც აღწერილია: 1. აქლემისა და ვირის გაპარვა,  2.ვირის ახირება, 3.აქლემის საპასუხო ქცევა.

ამოკრებით კითხვა

მთელი კლასი

ტექსტი

1წთ

სსსმ მოსწავლე ამოწერს წინადადებას მასწავლებლის მითითებით

1წთ

ტექსტი

კითხვა-პასუხი

მოსწავლეებს ვუსვამ ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:          1.რატომ გაეპარნენ აქლემი და ვირი თავიანთ პატრონებს?    2.რატომ დაავიწყდათ ადრინდელი გაჭირვება?

3.როგორ დაარიგა აქლემმა ვირი?

4. როგორ მოიქცა ვირი?

5.როგორ მოექცა მათ ახალი პატრონი?

6.რატომ მოინდომა აქლემმა ცეკვა?

7.რა პასუხი გასცა აქლემმა ვირს?

8.რატომ არ მოუსმინა აქლემმა ვირს?

8.სწორად მოიქცა აქლემი?

9.თქვენი აზრით, რას კიცხავს საბა საბრალო ცხოველს თუ მანკიერ თვისებას?

 

 

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

წიგნი, კალამი

2წთ

სსსმ მოსწავლეს ვთხოვ დახატოს ვირი

2წთ

წიგნი, თაბახი, ფერადი ფანქრები

ჯგუფური მუშაობა

კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.პრეზანტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები.

მათ ვთავაზობ სამუშაოდ

შემდეგ საკითხებს და სამუშაოს თავად აირჩევენ:

1.შეადგინე ნაწარმოების გეგმა,

2.დაახასიათე  ვირი,

3. დაახასიათე  აქლემი.

ჯგუფური მუშაობა

მთელი კლასი

სახელმძღვანელო,

კალამი, რვეული

10წთ

სსსმ მოსწავლე მონაწილეობს გეგმის შედგენაში

10წთ

სახელმძღვანელო, კალამი, რვეული

მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას  თუ მოეწონათ იგავ-არაკი ‘’აქლემი და ვირი’’ და რატომ?

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

 

2წთ

სსსმ მოსწავლე  ცდილობს უპასუხოს

2წთ

ტესტი

ცოდნის განმტკიცების მიზნით აწყობენ ტექსტს

 

ჯგუფური

თაბახი, დაჭრილი ტექსტი, წებო

6წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს ააწყოს ტექსტი

6წთ

თაბახი, დაჭრილი ტექსტი, წებო

მოსწავლეებს ვთხოვ  ერთერთმა მოირგოს აქლემის  ან  ვირის  როლი. მოსწავლეები

შერჩეულ  პერსონაჟებს უსვამენ კითხვებს.

 

მთელი კლასი

ადამიანური რესურსი

3წთ

სსსმ მოსწავლე სვამს მარტივ კითხვას

3წთ

ადამიანური რესურსი

შეჯამება

მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას.

 

შეჯამება

მთელი კლასი

 

1წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს უპასუხოს რა გაიგო გაკვეთილიდან

1წთ

 

შეფასება

 

 

 

 

 

 

საშინაო დავალება: კითხვებზე პასუხი.

 

განმავ

ითარებელი ,განმსაზღვრელი  

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

შეფასების რუბრიკა

2წთ

 

 

 

 

 

1წთ

განმავითარებელი

 

 

 

 

 

საშინაო დავალება

2წთ

 

 

 

 

 

1წთ

 

 

შეფასების რუბრიკა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                    გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

 

ქულები და კრიტერიუმები

9-10

7-8

4-5-6

3-2-1

დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა

ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას

ყოველთვის მონაწილეობს

ხშირად მონაწილეობს

იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს

გამართული და სწორი მეტყველება

გამართულად მეტყველებსაქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს

გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს

იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებსმეტნაკლებად გამართულად საუბრობს

არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს

საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა

ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას

უჭირს გამართულად საუბარიხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს

სხვისი აზრის პატივისმცემელია

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობითკორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.

უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას

არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის დამთავრებას

ტექსტის ანალიზი

მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები ნაწარმოებიდან, მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 

მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები ნაწამოებიდან, შეუძლია ტექსტში იპოვოს მთავარი აზრის გამომხატველი წინადადებები.

მოსწავლე ნაწილობრივ აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ზოგჯერ არასწორი, უჭირს მთავარი აზრის გამოტანა.

მოსწავლე ვერ აანალიზებს ტექსტს, ვერ მოჰყავს არგუმენტები, ვერ გამოაქვს მთავარი აზრი.

 

 

რეფლექსია

 

          

      მეექვსე  კლასში  ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე  აქლემი და ვირი

   

        მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.  მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემისაზრთა გაზიარებისა და თანამშრომლობითი გარემო.

   გაკვეთილის დაწყებისთანავე  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანიშეფასების კრიტერიუმები;  ქცევის წესები.

გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვითთუმცა ზოგიერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე ნაკლები ან მეტი დროვფიქრობასეთ ცვლილებას არც საგაკვეთილო მიზნებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა.

 ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით მუშაობდნენ შეთანხმებულად.  ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავთარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორიეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებსვახალისებდი მართებული კითხვა-პასუხს ავტორსთუმცა ამავდროულადკორექტულად იღებდნენ შენიშვნებს არასწორი პასუხის შემთხვევაში.  ვაძლევდი მათ აქტიურად მოქმედების და მუშაობის შესაძლებლობას.  

       გამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.  გაკვეთილი  ჩატარდა ისე, როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული. 

     გამოიკვეთა რამდენიმე საკითხირომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროსკერძოდ,  ნაკლებად აქტიურ მოსწავლეს მეტი დრო უნდა დავუთმო.

ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლემ  შეძლო  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.  შეძლო დასახელება  წაკითხული ტექსტის თემის, შეძლო პარალელების გავლება თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან. მოსწავლემ  შეძლო   სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება ,  დაჭრილი ტექსტის აწყობა.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.

  ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვარომ მიზნები მიღწეულია.

 

 

 

 

 





მასწავლებლის სახელი, გვარი:  ლალი მიქაძე

კლასი: 6ბ                                                                                 

მოსწავლეთა რაოდენობა: 22

მათ შორის ერთერთი სსსმ  მოსწავლე

საგანი:  ქართული ენა, ლიტერატურა

გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილი  ’’ერეკლე მეფე და ინგილო ქალი.“

გაკვეთილის მიზანი:

·         მხატვრული ტექსტის წაკითხვა და ანალიზი;

·          ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

·         წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება;

·         ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება;

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

·         ქართV.2მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

·         ქართ V.3 .მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·         ქართ. V.4. მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

·         ქართ.V.6 ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას, ავლებს პარალელებს თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან.

·         ქართ.V.8.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება.

·         ქართ. V.12.მოსწავლეს შეუძლია კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენება  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები ინფორმაციის მოძიების, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნის გამოტანის, არგუმენტირებულად მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები.

 

·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებას.

·         მოსწავლე შეძლებს შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმას და მართებულად გამოყენებას კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

·          მოსწავლეს   აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.

 

·         მოსწავლეს შეძლებს  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვასა და ადეკვატურად გაგება- გააზრებას.

·         მოსწავლეს შეძლებს კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებას  ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით

 

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი სსსმ მოსწავლისათვის:

 

*მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის მხატვრული ტექსტის წაკითხვას და გაგებას,

 

*თანაკლასელებთან  თანამშრომლობას,

 

*მოსწავლეს განუვითარდება შეფასებითი დამოკიდებულება საკუთარი და სხვისი შრომისადმი.

 

 

 

 

 

                                                            გაკვეთილის გეგმა

 

 

 

 

აქტივობის აღწერა/მიზანი

მეთოდი

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსი

დრო

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის

დრო

სასწავლო რესურსი

საორგანიზაციო საკითხები. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკის   გაცნობა.

ორგანიზება

მთელი კლასი

ჟურნალი შეფასების კრიტერიუმები

2წთ

 სსსმ მოსწავლეს ვთხოვ ამოალაგოს საჭირო ნივთები:წიგნი, რვეული, კალამი, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები.

1წთ

ჟურნალი, შეფასების კრიტერიუმები, წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცელი.

 

გონებრივი იერიში.

ვსვამ კითხვებს:

1.სად და როდის დაიბადა ერეკლე მეფე?

2.ვინ იყვნენ მისი მშობლები?

 

3. სად არის დასაფლავებული?

4.ბაგრატიონთა რომელ ორ შტოს აკავშირებდა იგი?

5.რომელი იყო ერეკლეს პირველი ბრძოლა?

6.რომელ წლებში განაგებდა იგი ქართლ-კახეთს?

7.რას ნიშნავს ინგილო და ვის ეძახდნენ?

8.სად მდებარეობდა  საინგილო ძველად და სად მდებარეობს ახლა?

9.რომელ რაიონებს მოიცავს?

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

3წთ

 

 

 

 

 

 

 

ცდილობს გაიხსენოს რა იცის   ერეკლე მეფის შესახებ?

3წთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროვოცირების მიზნით ვაჩვენებ ერეკლე მეფის სურათსა და საინგილოს რუქას.

ვიზუალიზაცია-ვერბალიზაცია პროვოცირება

მთელი კლასი

პროექტორი

2წთ

პროვოცირება

2წთ

პროექტორი

 

მოსწავლეები  სათაურის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდს, რატომ ჰქვია ტექსტს ‘’ერეკლე მეფე და ინგილო ქალი?.’’

ვერბალური

მთელი კლასი

სახელმძღვანელო  შეფასების რუბრიკები

3წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს გამოთქვას თავისი ვარაუდი

3წ

სახელმძღვანელო

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია.

დაფაზე ვწერ სიტყვებს:

ბედაური, დამკრახული, ბღუჯა, ბარაქალა. საინგილო, ჭარის ლეკები.

 ვთხოვ მოსწავლეებს მიუწერონ სავარაუდო პასუხები და მათი გამოყენებით შეადგინონ წინადადებები. სამუშაო სრულდება ჯგუფურად.

ვერბალიზაცია-ვიზუალიზაცია

მთელი კლასი

დაფა. მარკერი, თაბახის ფურცელი.

3წთ

სსსმ მოსწავლეს ვაძლევ დავალებას გადმოწეროს სახელმძღვანელოს სქოლიოდან სამი სიტყვა თავისი მნიშვნელობებით (გვ.68)

3წთ

წიგნი, კალამი

კითხვა გაგრძელებით. ტექსტის სამოდელო კითხვის შემდეგ ბავშვებს ვუთითებ წიგნში შესაბამის გვერდს, მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებით.

კითხვა გაგრძელებით

მთელი კლასი

სახელმძღვანელო

5წთ

სსსმ მოსწავლე კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ პატარა მონაკვეთს.

5წთ

სახელმძღვანელო

კითხვა-პასუხი

ვიყენებ კითხვის სტრატეგიებს და აბზაცების მიხედვით ვსვამ ფაქტობრივ შეკითხვებს1, ვისთან ჰქონდა ბრძოლა ერეკლე მეფეს?

2. რა გადმოაყარა  ინგილო გოგონამ მეფეს თავზე?

3. რა  უთხრეს მხლებლებმა გოგონას?

4. შეჩერება-ვარაუდის გამოთქმა: რას უზამდნენ გოგონას, დასჯიდნენ

?

5. რა პასუხი გასცა გოგონამ მხლებლებს?

6. რა უპასუხა მეფემ?

7. რატომ არ უნდოდა გოგონას სახლში წასვლა?

8. რა უნდა ეხარებინა გოგონას მშობლებისთვის?

 

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

 

2წთ

სსსმ მოსწავლეს ვთხოვ მოძებნოს წიგნში ადგილი, სადაც საუბარია აკაკის სახლის შესახებ.

2წთ

სახელმძღვანელო

 

ამოკრებით კითხვა

მოსწავლეებს ტექსტში ვაძებნინებ ადგილებს, სადაც აღწერილია: ინგილო გოგოს განცდები,  მეფის საქციელი, გოგონას პასუხი.

ამოკრებით კითხვა

მთელი კლასი

ტექსტი

1წთ

სსსმ მოსწავლე ამოწერს წინადადებას მასწავლებლის მითითებით

1წთ

ტექსტი

კითხვა-პასუხი

მოსწავლეებს ვუსვამ ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებს:         1.რომელი ბრძოლიდან ბრუნდებოდა  გამარჯვებული ერეკლე  მეფე ?

2. რა მოულედნელობა ელოდა გამარჯვებულ მეფეს?

3. რატომ გადმოაყარა გოგონამ მეფეს თავზე ქლიავი?

4. რა შეიძლება ვუწოდოთ გოგონას საქციელს- თავხედობა  თუ გულწრფელობა?

5. როგორი ყოფილა ქართველების დამოკიდებულება მეფისადმი?

6. რატომ არ მოუხადა გოგონამ ბოდიში მეფეს, რით გაამართლა თავისი საქციელი?

 

 

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

წიგნი, კალამი

2წთ

სსსმ მოსწავლეს ვთხოვ დახატოს აკაკის პორტრეტი

2წთ

წიგნი, თაბახი, ფერადი ფანქრები

ჯგუფური მუშაობა

კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.პრეზანტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები.

მათ ვთავაზობ სამუშაოდ

შემდეგ საკითხებს და სამუშაოს თავად აირჩევენ:

1.შეადგინე ნაწარმოების გეგმა,

2.დაახასიათე ერეკლე მეფე,

3. დაახასიათე ინგილო გოგო.

ჯგუფური მუშაობა

მთელი კლასი

სახელმძღვანელო,

კალამი, რვეული

10წთ

სსსმ მოსწავლე მონაწილეობს გეგმის შედგენაში

10წთ

სახელმძღვანელო, კალამი, რვეული

მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას  თუ მოეწონათ ნაწარმოები ‘’ერეკლე მეფე და ინგილო ქალი’’ და რატომ?

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

 

2წთ

სსსმ მოსწავლე აკეთებს ტესტს

2წთ

ტესტი

დისკუსია

მოსწავლეებს ვუსვამ სადისკუსიო კითხვას:სწორად მოიქცა თუ არა გოგონა როცა მეფეს თავზე ქლიავი გადმოაყარა?

დისკუსია

მთელი კლასი

 

1წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს გამოთქვას თავისი ვარაუდი

1წთ

 

მოსწავლეებს ვთხოვ  ერთერთმა მოირგოს ერეკლეს  ან ინგილო გოგოს როლი. მოსწავლეები

შერჩეულ  პერსონაჟებს უსვამენ კითხვებს.

 

მთელი კლასი

ადამიანური რესურსი

3წთ

სსსმ მოსწავლე სვამს მარტივ კითხვას

3წთ

ადამიანური რესურსი

შეჯამება

მოსწავლეები შეაჯამებენ შესწავლილ მასალას.

 

შეჯამება

მთელი კლასი

 

1წთ

სსსმ მოსწავლე ცდილობს უპასუხოს რა გაიგო გაკვეთილიდან

1წთ

 

შეფასება

განმავ

ითარებელი

მთელი კლასი

შეფასების რუბრიკა

2წთ

განმავითარებელი

2წთ

შეფასების რუბრიკა

საშინაო დავალება; დასაწერი  კითხვებზე პასუხი.

 

 

მთელი კლასი

 

1წთ

საშინაო დავალება

1წთ

 

 

 

 

 

 

 

                                                    გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

 

ქულები და კრიტერიუმები

9-10

7-8

4-5-6

3-2-1

დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა

ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას

ყოველთვის მონაწილეობს

ხშირად მონაწილეობს

იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს

გამართული და სწორი მეტყველება

გამართულად მეტყველებსაქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს

გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს

იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებსმეტნაკლებად გამართულად საუბრობს

არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს

საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა

ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას

უჭირს გამართულად საუბარიხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს

სხვისი აზრის პატივისმცემელია

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობითკორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.

უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას

არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის დამთავრებას

ტექსტის ანალიზი

მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები ნაწარმოებიდან, მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 

მოსწავლე აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები ნაწამოებიდან, შეუძლია ტექსტში იპოვოს მთავარი აზრის გამომხატველი წინადადებები.

მოსწავლე ნაწილობრივ აანალიზებს ტექსტს, მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ზოგჯერ არასწორი, უჭირს მთავარი აზრის გამოტანა.

მოსწავლე ვერ აანალიზებს ტექსტს, ვერ მოჰყავს არგუმენტები, ვერ გამოაქვს მთავარი აზრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეფლექსია

 

          

      მეექვსე  კლასში  ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე  ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

   

        მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.  მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემისაზრთა გაზიარებისა და თანამშრომლობითი გარემო.

   გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანიშეფასების კრიტერიუმები;  ქცევის წესები.

გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვითთუმცა ზოგიერთ აქტივობას დავუთმე გეგმაში მითითებულზე ნაკლები ან მეტი დროვფიქრობასეთ ცვლილებას არც საგაკვეთილო მიზნებზე მოუხდენია უარყოფითი გავლენა.

 ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით მუშაობდნენ შეთანხმებულად.  ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავთარებელ შეფასებას. ვიყავი ფასილიტატორიეტაპობრივად ვეხმარებოდი მოსწავლეებსვახალისებდი მართებული კითხვა-პასუხს ავტორსთუმცა ამავდროულადკორექტულად იღებდნენ შენიშვნებს არასწორი პასუხის შემთხვევაში.  ვაძლევდი მათ აქტიურად მოქმედების და მუშაობის შესაძლებლობას.  

       მინდა აღნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებიგამოვიყენე აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.  გაკვეთილი  ჩატარდა ისე, როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული. 

     გამოიკვეთა რამდენიმე საკითხირომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვის დროსკერძოდრესურსი უნა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვისნაკლებად აქტიურ მოსწავლეს მეტი დრო უნდა დავუთმო.

ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ მოსწავლემ  შეძლო  ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.  შეძლო დასახელება  წაკითხული ტექსტის თემის, შეძლო პარალელების გავლება თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან. მოსწავლემ  შეძლო   სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტის  წაკითხვა და ადეკვატურად გაგება- გააზრება .

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. გაეწიათ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომდევნო გავეთილისთვის საშინაო დავალება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა მოტივაცია, რომ მომავალში საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მეტი ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვარომ მიზნები მიღწეულია.

 

 

 

 







 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





No comments:

Post a Comment