Thursday, June 20, 2019

მოხერხებული არაბი




არაბმა  ფულიანი ტომარა  ცხენზე  გადაკიდა  და  გააჭენა. გაედევნენ ,მაგრამ  თვალიც  ვერ მოკრეს ისე გაუჩინარდა.






რამდენიმე დღის შემდეგ  ცხენი  უკან მოიყვანა  და  გაკვირვებული  კარისკაცების შეკითხვას  ცხენი უკან რატომ მოგყავდაო,  გაკვირვებულმა  უპასუხა:"კარგის პასუხად ეგ მექნა, ღმერთი  დამსჯიდაო."





                                               რეფლექსია
     რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი  კომპონენტია. ჩემ მიერ შექმნილი რესურსის სათაურია:“ მოხერხებული  არაბი.’’ იგი  შექმნილია  ესგ-ის მე-6  კლასის  სტანდარტის  მიხედვით.
   აღნიშნული  რესურსის  მიზანია  ხელი შეუწყოს  მასალის  გაგებასა  და  გააზრებას. მოსწავლეები  ჩაწვდნენ  იგავის  შინაარსს ,ისაუბრეს  მორალის  შესახებ. გაიაზრეს  ნაწარმოების  დასაწყისი, თანმიმდევრობა  და  დასასრული.  ამ  გზით  სწავლება  უფრო   ხალისიანია.  მაღალია  მოსწავლეთა  მოტივაციის  დონე  შესასწავლი  საკითხის  მიმართ.  მთელი  კლასი  აქტიურად  ჩაერთო  სასწავლო  პროცესში  და  შესაბამისად  დამახსოვრების  ხარისხიც  მაღალი  იყო. 
    სწავლის  პროცესში რესურსის  გამოყენება  სასწავლო  პროცესს  ბევრად  საინტერესოსა  და  მიმზიდველს  ხდის.  აღნიშნული  რესურსი  მორგებულია  მოსწავლეთა  შესაძლებლობაზე. ვიზუალურმა   მასალამ  ხელი  შეუწყო  იგავის  უკეთესად  აღქმასა   და  დამახსოვრებას,  აგრეთვე  სტიმული  მისცა  მოსწავლეებს  დაეხასიათებინათ  პერსონაჟები  გარეგნობის  მიხედვით. 
    რესურსს    ერთვის  სააზროვნო  კითხვები, რომლებიც  ეხმარება  მოსწავლეებს  ცოდნის   გამტკიცებასა  და  მასალის  შეჯამებაში.
     აღნიშნულ  სასწავლო  რესურსს  გამოიყენებს  ხელოვნების  მასწავლებელი.                    

              


ბაში-აჩუკი და საქართველო










                                      რეფლექსია
    ჩემ  მიერ  შექმნილი  ელექტრონული  რესურსის  სათაურია:“ბაში-აჩუკი  და  მე-17  საუკუნის   საქართველო.“ იგი  შექმნილია  ესგ-ის  მე-8  კლასის  სასწავლო  სტანდარტის  მიხედვით.  რესურსის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეებს  მე-17  საუკუნის  საქართველოს  პოლიტიკური   მდგომარეობის  გააზრებაში,  ტექსტის  შესწავლასა  და  ვიზუალურად  უკეთ  აღქმაში. 
   რესურსის  გამოყენება  სასწავლო  პროცესს  ბევრად  საინტერესოსა  და  მიმზიდველს  ხდის.  იზრდება  მოტივაცია  შესასწავლი  საკითხის  მიმართ,  ეხმარება  მოსწავლესა  და  მასწავლებელს  საკლასო  ოთახის  პირობებში  ყურადღება  გაამახვილოს,  როგორც  ტექსტის  საკვანძო  საკითხებზე,  ისე  ისე  ვიზუალურ  მხარეზე,  რაც  აადვილებს  ეპოქის  მნისვნელოვან  საკითხებზე  ყურადღების  გამახვილებას,  ანალიზსა  და  სინთეზს.
     ჩემი  აზრით,  ასეთი  ფორმით  მასალის  მიწოდება  ხელს  უწყობს  საგაკვეთილო  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულობას,  მრავალფეროვანს  ხდის  სასწავლო  პროცესს.
    რესურსს  ერთვის  სააზროვნო  კითხვები,  რომლებიც  ეხმარება  მოსწავლეებს  სასწავლო  მასალის  შეჯამებაში.
    აღნიშნულ  სასწავლო  რესურსს  გამოიყენებს  ისტორიის  მასწავლებელი .


მე-8 კლასის ტესტი


                                                ტესტები  ქართულ  ენასა  და  ლიტერატურაში            
მე-8  კლასი  
                       
1.      როგორ  ფიქრობთ, რას ნიშნავს ადამიანად  ყოფნა? ( ნოდარ დუმბაძე „ კორიდა’’)                                                                                                                                          ა) გებრალებოდეს ცხოველები  გ)არ გებრალებოდეს ცხოველები გ) პატივს სცემდე უცხო  კულტურას, მაშინც კი, როცა ის შენთვის გაუგებარია  დ)  პატივს  სცემდე  ყველას  და  ყველაფერს
2.      რას გვასწავლის ნიკო ლორთქიფანიძის „ დადიანის ასული და მათხოვარი’’?







3.რა აჩუქა დადიანის  ასულს მათხოვარმა?
 


4)რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „ წიგნი’’ რითია შეპყრობილი მთავარი მოქმედი  პირი?
ა)შურისძიების გრძნობით ბ) სიყვარულით გ) ეჭვით  დ)სინანულით
5)პერიფრაზი არის :
ა)საკუთარი აზრის გადმოცემა შენივე სიტყვებით ბ) სხვისი ნათქვამის გაგება და მითითების მიცემა გ)აზრის გამოთქმა, სხვებზე შთაბეჭდილების  მოხდენა დ)სხვისი ნათქვამის  გამეორება
6)გააგრძელეთ საზეპირო „ცაშივე ამიტაცებდა  თან მატარებდა შვილადა ასე არ დამჭირდებოდა...




7)რომელია არასწორი ფორმა?
ა)გზადაგზა ბ)ნაპირნაპირ გ)ფეხ-შიშველა  დ)და-ძმა

8) ვინ არის „იარებოდა დედაის ავტორი“ ?

9)რას ეწოდება დიალოგი?



10)გააგრძელეთ საზეპირო: „როცა ქართლში გაზაფხული აამწვანებს სერს და ყანობს...“

11)ვინ დაწერა „ლაჰილზე ისევ“ ?

ა)ანა კალანდაძე ბ)აკაკი წერეთელი გ)შოთა ნიშნიაძე დ) გიორგი  ლეონიძე

12)რამდენი სერია და  მწკრივია ქართულში ?

ა)ორი სერია, 12 მწკრივი   ბ)სამი სერია, 11 მწკრივი, გ)სამი სერია, 9 მწკრივი  დ) ოთხი  სერია  და  8  მწკრივი

13)ჩამოთვალეთ სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში.






14)რომელ პერსონაჟს ადარებს შოთა რუსთაველი პირგამეხებულ ვეფხვს?

ა)ნესტანს ბ)თინათინს გ)ტარიელს  დ) ფრიდონს


15)გააგრძელე საზეპირო: „შიგან ასრე გავერივე , გნოლის ჯოგსა ვითა ქორი...“





16)საიდან არის ნაწყვეტი „სოფიო ერთსა და იმავე დროს მათი ექიმიც იყო, მოსამართლე, ჭირისუფალიც, დამრიგებელიც.“

ა)“მარიტა“ ბ)“ეშმაკის ქვა“ გ)“ ფილოსოფიური ქვა“  დ)“ჩორეხი“


17)ილია ჭავჭავაძის ლექსის „პოეტის“ მიხედვით რა არის შემოქმედის დანიშნულება?

ა)ერის წინამძღოლობა ბ)ქვეყნის ერთგულება და სიყვარული გ) პოეტური შემოქმედება  დ)კაცური  ცხოვრება


18)გახაზეთ სრული ასპექტის ზმნები: მიმართა, მღერის, ოცნებობს, გადაიღო, გამოიდარა, შეარჩია.


19)ვისი სიტყვებია: „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი.“




20)აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“. ვის ნაცვლად დაეჭიდა ბაში- აჩუკი აბდუ შაჰილს ?

ა)ყორღანაშვილის  ბ)კოზმანაშვილის  გ)მაყაშვილის  დ)ჩოლოყაშვილის


21)აბდუ-შაჰილს არ ეჭაშნიკა ეს საქმე . რას ნიშნავს გახაზული სიტყვა ?

ა)არ მოეწონა ბ)გაჯიუტდა გ)აღელდა  დ)გაბრაზდა


22)გაასწორეთ შეცდომები: 1. მთვარე სახლის უკან სდგას 2.ვერ აცდა მტვერს ცხოვრებისას 3.ღმერთმა ნუ მოკითხოს მამა-პაპის ცოდვა ჩვენს მეფეს.




23)შემოხაზე სწორი ფორმა :
)კარგი გააკეთე, მაგრამ უკარგესიც შეიძლებოდა. ბ)ამაზე უსქესი ქალი არ მინახავს გ)კაბას მოვარდისფერო არშია ამშვენებდა  დ)ამაზე  უცუდესი  არაფერი  იქნება




24)რომელია თანხმოვან ფუძიანი სახელი?
)გადაკიდებული ბ)კლდე გ)მდინარე  დ)ია

25)რომელია სტილისტურად სწორი წინადადება?
ა)გოგონას დახეული კონკები ეცვა ბ)ლუარსაბს ბალნიანი სხეული ქონდა გ)აკაკის ენა კვიმატი ენა ქონდა  დ)გამოამზეურა   მზის  სინათლეზე


26)ნოდარ დუმბაძე „ ბოშები“. რა აჩუქა ოქსანას ნინამ ბებიამ?
ა)ბეჭედი ბ)სამაჯური გ)ფული  დ)საყურე

27)რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“. რა გაიფიქრა ვიტგენშტეინმა გენერლის დანახვისას?
ა)ის  იყო  მოურიდებელი , თამამი, ხმაურიანი  ბ)კეთილი  ადამიანი  იყო  გ)მისთვის  ყველაფერი სულერთი  იყო დ)დახვეწილი  პიროვნება  იყო





28)ვაჟა-ფშაველა „ამოდის, ნათდება“. რატომ უნდა ესტუმრონ მგლები სოფელს?
ა)სოფელი უნდა ინახულონ ბ)საკბილო უნდა იშოვნონ გ)სიცივეა და ბარში უნდა ჩავიდნენ დ)ტყეში  აღარ  გაეძლებათ


29)გიორგი ლეონიძე „მარიტა“. რა ფერები შეიჭრა მარიტას ცხოვრებაში გათხოვების შემდეგ?
ა)შავი ბ)ვარდისფერი გ)ნაცრისფერი  დ)ლურჯი

30)ვის ეკუთვნის ლექსი „ხმა კატამონთან“?
ა)ირაკლი აბაშიძეს ბ)გიორგი ლეონიძეს გ)ვაჟა-ფშაველას  დ)ტიციან  ტაბიძეს




პასუხები
1)გ
2)ადამიანი ყოველთვის ადამიანია, არც მეტი, არც ნაკლები, იგი შეუფასებელია.
3)ბატის  კვერცხისოდენა  მარგალიტი.


4)ა
5)ა
6)“სულ მუდამ ყოფნა ფრთხილად“
7)გ
8)შოთა არაბული
9)ორ პირს შორის საუბარს
10)“ცხელი სისხლი ჩაუდგება სამაჩაბლოს, სამურყანოს“
11)ა
12)ბ
13)I-ვ-------თ
     II- --------
     III-ს, ა, ო.---------ენ, ან, ნენ, ნ, ეს.
14)ა
15)“კაცი კაცსა შემოვსტყორცნე , ცხენკაცისა დავდგი გორი“
16)ბ
17)ა
18)მიმართა, გადაიღო, გამოიდარა, შეარჩია
19)ავთანდილის
20)ბ
21)ა
22)ასცდა, დგას, მოჰკითხოს
23)ბ
24)ა
25)ბ
26)ა
27)ა
28)ბ
29)გ
30)ა

6-9 ტესტი


                                                ტესტები ქართულ  ენასა და ლიტერატურაში

                                                            მე-6 კლასი
1)მუხრან მაჭავარიანი:“ვინც იყო, იგი რომ არა“. რომელი სახელოვანი ქართველებია ნახსენები  ლექსში?რა დამსახურება მიუძღვით მათ ერის წინაშე?

  




2)რას ადარებს პოეტი რუსთაველს? როგორ განმარტავდით ამ შედარებას?





3)ლეონტი მროველი:“ფარნავაზის  ცხოვრება“.თქვენი აზრით, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი სიზმარსა და გამოქვაბულში  ნაპოვნ განძს შორის?



4)აზონის დამარცხებისა და ქვეყნის გაერთიანების გარდა, სხვა რა განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ფარნავაზს?


5)გრიგოლ ორბელიანი:“ფარნაოზი“.გააგრძელეთ სტროფი:“შენ დაუმკვიდრე.....“


6)ერთ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:“ავთანდილ  გადინადირა ქედი მაღალი, ტყიანი, ვერ მოკლა ხარი, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.“ იპოვეთ სად გამოიყენა ეს ხალხური ლექსი მუხრან მაჭავარიანმა თავის ნაწარმოებში „ვახტანგმა  წყალი  ისურვა.’’


7)რა ეწოდება ხალხურ სიტყვიერებას?
  
8)რომელი ნაწარმოები  ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანს?
ა)’’სწავლა მოსწავლეთა.“ ბ)’’მოძღვარი’’ გ)“სიბრძნე სიცრუისა“  დ) „ბარდნალა’’.

9)იაკობ გოგებაშვილი“ერეკლე მეფე და ინგილო ქალი’’. რატომ გადმოაყარა გოგონამ  ერეკლე მეფეს  ქლიავი?
ა)გადმოუცვივდა ბ)სპარსი ეგონა გ)თავხედობით  დ)გაეხუმრა
10)რომელმა პოეტმა მიუძვნა ლექსი „ბარდნალა’’  თავის ბავშვობის  მოგონებებს?
ა)ლადო ასათიანმა ბ)ირაკლი აბაშიძემ   გ)აკაკი წერეთელმა დ)ილია ჭავჭავაძემ
11)რეზო ჭეიშვილი  „სურათებიანი წიგნი’’. რამ გააოცა  მოძალადე  ბიჭი?
  ა)გამოუცდელობამ  ბ)უდარდელობამ   გ)სიკეთემ  დ)მიუხვედრელობამ
12)რომელ სიტყვას  მოუდის ორი „ს’’მიცემით  ბრუნვაში?
ა)ღარი  ბ)თასი    გ)სანთელი  დ)ოთახი
13)რომელია  კუმშვად-კვეცადი  სიტყვა?
ა)მოყვარე  ბ)სტუმარი  გ)თასი დ)ხე
14)აბრუნეთ-ექიმი გიორგი.




15)ქართული  დამწერლობის  რომელ  სახეობას  ვიყენებთ დღეს?
ა)ასომთავრულს  ბ)ნუსხურს   გ)მხედრულს დ)ხუცურს
16)ჩამოთვალეთ  მარტივი  და  რთული  ზმნისწინები.


17)ლევან გოთუა  „ქვის დედაენა’’. როგორ დააძლევინა  ედიშერმა  ხიმშიას  მტრის  შიში?


18)ნუგზარ  შატაიძე“ჩემი სოფლის სამკითხველო’’. რა მეტყველებს  იმაზე  რომ  აღნიშნულ  სოფელში  არ უყვარდათ  წიგნი?

19)ხალხური „მუმლი მუხასა’’.რისი სახეა მუმლი  ლექსის მიხედვით?
  გ)მწერის  ბ)მოყვრის  გ)მტრის დ)ფრინველის
20 ) რევაზ ინანიშვილი ‘’ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი’’.რამ გააკვირვა ხევში წყლის დასალევად  ჩასული ხარირემი?
ა)ტოტებალანძულმა  მუხამ ბ)გაყინულმა წყალმა გ)ნეკერჩხლის წითელმა ფოთოლმა დ)მსუქანმა მაჩვმა
21)როდის მოსწყდა  ნეკერჩხლის ფოთოლი ხეს?
ა)ხარირემის  გამოჩენისას ბ)ქარის ამოვარდნისას გ)თოვლის დნობისას  დ) ყინვისას
22) ილია ჭავჭავაძე ‘’მწუხრის სურათი’’. დაასრულეთ სტროფი: ‘’ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი...’’
ა)იმის სხივებთან მუსაიფობდა ბ)მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა  გ)და იმ მნათობთა სხივის ალერსით დ) ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.
23)ადამიანთა თვისებების გადატანას უსულო საგნებზე, ბუნების მოვლენებზე,მცენარეებსა და ცხოველებზე ეწოდება
ა)გაპიროვნება ბ)მეტაფორა გ)ეპითეტი დ)შედარება
24)ვაჟა-ფშაველა ‘’მთის წყარო’’.რამ გაუღვიძა იმედი მთის წყაროს?
ა)მდინარემ ბ)ნისლებმა გ)ქორაფმა დ)ირემმა
25)რა აღმოჩნდა მთის წყაროს დამთრგუნველი ბოროტი ძალა?
ა)მდინარე ბ)ხევი გ)წიფლისჩიტა დ)ირემი
26)ვაჟა-ფშაველა’’ია’’. რას ნატრობს ია?
ა)ნეტავ სიმღერა შემეძლოს ბ)დამბადებელს ნიჭი მოეცა გ)მექო ცა, დედამიწა დ)მექო დამბადებელი
27)’’სოლომონ ბრძენი და ბერიკაცი’’. ბერიკაცი რით უთანაბრდება სოლომონ ბრძენს?
ა)ხასიათით ბ)ჭკუით გ)მდგომარეობით დ)ქონებით
28)რატომ მოითხოვა ბერიკაცმა  გასამრჯელო?
ა)მხლებლებზე  შური იძია ბ)ქონებაზე იყო დახარბებული გ)სოლომონის ჩანაფიქრის  გასამართლებლად დ)ღარიბი იყო
29) რა ეწოდება ხაზგასმულ  სიტყვებს?“დაუობდა კაკალს გული,დამიკოდა ამან გული.’’
ა)ომონიმი ბ)სინონიმი გ)ანტონიმი  დ)პარონიმი
30)რამდენი პირის  ფორმა აქვს ზმნას?
ა)ერთი  ბ)ორი  გ)სამი  დ)ხუთი.





პასუხები :
1)ფარნავაზმა გააერთიანა საქართველო, განავითარა და განავრცო ქართული  ანბანი. შოთა  რუსთაველმა  დაწერა „ვეფხისტყაოსანი’’. თევდორე მღვდელმა თავი შეწირა მამულის კეთილდეობას. მეფეებს ერეკლესა  და დემეტრეს  დიდი ღვაწლი  მიუძღვით საქართველოს საკეთილდღეოდ.
2)რუსთაველი შედარებულია ლამპართან. როგორც ლამპარი  ანათებს ბნელს, ისე  გააბრწყინა „ვეფხისტყაოსანმა’’ ქართველი კაცის გონება და გული.
3)ორივე მომენტი  მიუთითებს იმაზე, რომ ფარნავაზი ღვთის რჩეული იყო.
4)განავითარა და განავრცო ქართული  ანბანი.
5)“...ერსა ერთობა და ერთობისა წესი და ძალი.’’
6)“ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი-ტყიანი, ვერ მოჰკლა ფური, ვერც ხარი, ვაზირნი რას იტყვიანო.’’
7)ფოლკლორი.
8)გ
9) ბ
10)ა
11)გ
12)ბ
13)ა
14) სახელობითი:  ექიმ-ი  გიორგ-ი

მოთხრობითი:  ექიმ-მა  გიორგი-მ
მიცემითი: ექიმ  გიორგი-ს
ნათესაობითი:ექიმ  გიორგი-ს
მოქმედებითი:ექიმ  გიორგი-თ
ვითარებითი:ექიმ  გიორგი-დ
წოდებითი:ექიმ -ო  გიორგი
15)გ
16)მარტივი-ა,გა,და,წა. რთული-გადა,წამო,შემო,გადმო,ამო.
17)ანბანზე  გადაატანინა  ყურადღება.
18)წიგნები  საფეჩედ დაიტაცეს.
19)გ
20)გ
21)ა
22)ბ
23)ა
24)დ
25)ა
26)ა
27)ბ
28)გ
29)ა
30)გ






ტესტები  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში
                                                მე-9 კლასი
1)რომელია  სინონიმური  წყვილი?
ა)ბნელი-უკუნი. ბ)მაღალი-დაბალი. გ)ავი-კარგი დ)გრძელი-მოკლე
2)როგორ გესმით  ფრაზეოლოგიზმი:“ოჯახს თავსლაფი დაასხა’’.

3)შემოხაზეთ სწორი ვარიანტი:
ა)და-ძმა შებრუნდა ოთახში. ბ)და-ძმა  შებრუნდენ  ოთახში.გ)და-ძმანი შებრუნდნენ ოთახში დ)და-ძმები შებრუნდნენ ოთახში
4)ოთარ ჭილაძე „ადამიანი გაზეთის სვეტში.’’ რატომ დასაჯეს ამერიკელებმა  თავიანთი  ჯარისკაცი?

5)რომელი ლიტერატურული  მიმდინარეობის  წარმომადგრნელია  ნიკოლოზ ბარათაშვილი?

6)ნიკო ლორთქიფანიძის  „საშობაო  მინიატურების’’ რომელ სტრიქონშია  გაცხადებული  მთავარი იდეა?
ა)’’საქართველო იყიდება.’’ბ)ყური მიუგდეთ წვიმის წვეთებს გ)მოუარეთ  საქართველოს დ)მიხედეთ საქართველოს
7)პოეზიის რომელ ჟანრს  მიეკუთვნება ბესიკის ლექსი“ტანო ტატანო’’?

8)ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია.-ეს წინადადება აგებულებით არის:
ა)რთული ქვეწყობილი  ბ)შერწყმული   გ)რთული თანწყობილი დ)მარტივი
9)ტროპის რომელი  სახეა გამოყენებული  ხაზგასმულ სიტყვებში? ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ცჩჩემო სამშობლო მხარეო.’’
ა)ეპითეტი ბ)მეტაფორა  გ)გაპიროვნება დ)ჰიპერბოლა
10)ილია ჭავჭავაძე“სარჩობელაზედ’’.რატომ ადანაშაულებს უცნობი ბიჭი თავის ძმის სიკვდილში მართალ პეტრეს?


11)გ.შატბერაშვილი“საუკუნო საგზალი’’.რას ამსგავსებენ „დასეტყვილ ყანას ‘’ რედაქციის თანამშრომლები?

12)რომელი სტრიქონებით ეხმიანება ვაჟას ლექსი“კაი ყმა’’ რუსთაველის სტრიქონებს:’’სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.’’
ა)მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.ბ)მიძღვნილსა საუფრუსოსა ამხანაგებსავე სწირავდეს. გ)სჯობს მოკვდეს მშიერ-ტიტველი,კვდებოდეს, არა გმინავდეს,თავის სამარხად ,სუდრადა მარტო სახელსა სწირავდეს დ)მტრის  ჯავრი სჭირდეს


13)გადმოეცით თქვენი სიტყვებით „ავათანდილის ანდერძის’’ შემდეგი სტრიქონის  აზრი: „რა უარეა მამაცსა ,სულდიდსა, წსვლა-გვიანსა.’’

14)ვაჟა-ფშაველა “ჩემი ვედრება’’.რას სთხოვს უფალს ლირიკული გმირი შემდეგ სტროფში:“ღმერთო მიიღე ვედრება,ეს ჩემი სათხოვარია,არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია.’’
ა)სახელოვან  სიცოცხლეს                ბ)არ გაუქრეს უფლის რწმენა გ)არ დაეკარგოს მეხსიერება დ)უკვდავებას
15)რომელია სწორი ფორმა:ა)წაუსვავს ბ) წაუსვამს  გ)წაუსვავთ
16)ჩამოთვლილთაგან  რომელი წინადადებაა ქართულისთვის უფრო ბუნებრივი?
ა)მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა აწარმოეს ბ)მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა დაიწყეს ბ)მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა მოახდინეს დ)მეცნიერებმა  სიმინდის  ახალი  ჯიშის წარმოება დაიწყეს
17)რომელია არასწორი ფორმა?ა)გაუცვითავს ბ)გაუთიბავს გ)გაურეცხავს დ)გაუხევია
18)შოთა რუსთაველი“ვეფხისტყაოსანი’’.რომელი ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრისია გადმოცემული’’ანდერძში’’? რისთვის მოიხმო იგი ავთანდილმა?

19)არსენ იყალთოელი’’დავით აღმაშენებლის ეპიტაფია.’’ ‘’თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს.’’ თქვენი აზრით რას ნიშნავს ეს უცნაური სიტყვები?

20)ნუგზარ შატაიძე’’მოგზაურობა აფრიკაში’’.რა ელოდა ბიჭს თავის ბინაში?რა წამოიღო მან ბინიდან?

21)ნიკოლოზ ბარათაშვილი „ბედი ქართლისა’’.ვისადმი  მიმართვით იწყება  ნაწარმოები?
ა)იმერლებისადმი ბ)გურულებისადმი გ)კახელებისადმი დ)ხევსურებისადმი
22)რა აკავშირებს, ერეკლეს აზრით,საქართველოს რუსეთთან?
ა)სარწმუნოება ბ)ტერიტორია გ)ერთობა დ)წეს-ჩვეულებანი
23)რისი უფლება არ  აქვს მეფეს,სოლომონის აზრით?
ა)ერთპიროვნული გადაწყვეტილების ბ)მბრძანებლობის გ)მხედარმთავრობის გ)ომში წასვლის
24)კონსტანტინე გამსახურდია „დიდი იოსები’.’ რამ გარდაქმნა  წამიერად გამრჯე კაცი?
ა)ქონებამ ბ)შიმშილმა გ)საგნებმა დ)უიმედობამ
25)რა ჰქონდა  ყვითელ ჩემოდანში  დიდ  იოსებს?
ა)პირსახოცი ბ)ყალბი ბონები გ)თუთუნი დ)პირადი ნივთები
26)ჭაბუა ამირეჯიბი“მოსე ზამთარაძის ნაამბობი’.’ რა თქვა სპირიდონმა ისეთი რომლის გულისთვისაც იგი დასაჯეს?
ა)არქიფო ცუდად გვექცევა ბ)არქიფოს  არ მეშინია გ)არქიფო იმდენს გვაძლევს  შიმშილით რომ არ გავწყდეთ დ) არქიფო  ჩვენი მარჩენალი არ არის
27)ლეონტი მროველი“მოქცევა  მირიან მეფისა’’. რომელ მთაზე იმყოფებოდა მირიან მეფე მზის დაბნელებისას?
ა)გერგეთი ბ)ზედაზენი გ) თხოთი დ)გარეჯა
28)ლადო ასათიანი’’სპარსელ ასულს’’. რას ადარებს  პოეტი სპარსელ ასულს?
ა)მაისის  ვარდს ბ)შროშანს გ)ნაზ იას დ)ბროწეულის ყვავილს
29)ნიკოლოზ ბარათაშვილი ‘’საყურე’’.ვის უძღვნა პოეტმა  ეს ლექსი?
ა)მაიკო ორბელიანს ბ)ეკატერინე ჭავჭავაძეს გ)ნინო წჭავჭავაძეს დ)მაია ყიფიანს
30)აკაკი წერეთელი’’განთიადი’’. ვის  გულისხმობს  პოეტი თავდადებულში?
ა)დიმიტრი ყიფიანს ბ) ილია ჭავჭავაძეს გ)ვაჟა-ფშაველას დ)ნიკოლოზ ბარათაშვილს.












პასუხი:


1)ა
2)ოჯახი შეარცხვინა
3)ა
4)კრუს ხიმენესმა უარი განაცხადა უდანაშაულო პატრიოტების დახვრეტაზე
5)რომანტიზმის
6)გ
7)აშუღურ  პოეზიას
8)ა
9)ბ
10)პეტრეც იმ საზოგადოების წევრია, რომელმაც თვალი დახუჭა და დაუცველი ბიჭები ბედის ანაბარა მიატოვა.
11)ცენზორის მიერ ჩასწორებულ გაზეთ’’ივერიის’’ ბოლო ნომერს.
12)გ
13)რა არის ამპარტავან ,მაგრამ საქმეზე მოგვიანე კაცზე უარესი?
14)ბ
15)ბ
16)ბ
17)ა
18)პლატონი-სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,მერმე სულსა.სიცრუე უბედურების სათავეა და ამიტომაც არ შეუძლია ავთანდილს მეგობრის  ღალატი.
19)მეფის მიერ ქვეყნის გაერთიანებას.
20)სიცარიელე. ნაჭრის დათვი გერასიმე.
21)გ
22)ა
23)ა
24)გ
25)ბ
26)გ
27)გ
28)ა
29)ბ
30)ა





:,,:რა უარიამამაცსა  :აანდერძის’სი“’“““ლიაწცჩცვბცბ