Thursday, June 20, 2019

მოხერხებული არაბი




არაბმა  ფულიანი ტომარა  ცხენზე  გადაკიდა  და  გააჭენა. გაედევნენ ,მაგრამ  თვალიც  ვერ მოკრეს ისე გაუჩინარდა.






რამდენიმე დღის შემდეგ  ცხენი  უკან მოიყვანა  და  გაკვირვებული  კარისკაცების შეკითხვას  ცხენი უკან რატომ მოგყავდაო,  გაკვირვებულმა  უპასუხა:"კარგის პასუხად ეგ მექნა, ღმერთი  დამსჯიდაო."





                                               რეფლექსია
     რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი  კომპონენტია. ჩემ მიერ შექმნილი რესურსის სათაურია:“ მოხერხებული  არაბი.’’ იგი  შექმნილია  ესგ-ის მე-6  კლასის  სტანდარტის  მიხედვით.
   აღნიშნული  რესურსის  მიზანია  ხელი შეუწყოს  მასალის  გაგებასა  და  გააზრებას. მოსწავლეები  ჩაწვდნენ  იგავის  შინაარსს ,ისაუბრეს  მორალის  შესახებ. გაიაზრეს  ნაწარმოების  დასაწყისი, თანმიმდევრობა  და  დასასრული.  ამ  გზით  სწავლება  უფრო   ხალისიანია.  მაღალია  მოსწავლეთა  მოტივაციის  დონე  შესასწავლი  საკითხის  მიმართ.  მთელი  კლასი  აქტიურად  ჩაერთო  სასწავლო  პროცესში  და  შესაბამისად  დამახსოვრების  ხარისხიც  მაღალი  იყო. 
    სწავლის  პროცესში რესურსის  გამოყენება  სასწავლო  პროცესს  ბევრად  საინტერესოსა  და  მიმზიდველს  ხდის.  აღნიშნული  რესურსი  მორგებულია  მოსწავლეთა  შესაძლებლობაზე. ვიზუალურმა   მასალამ  ხელი  შეუწყო  იგავის  უკეთესად  აღქმასა   და  დამახსოვრებას,  აგრეთვე  სტიმული  მისცა  მოსწავლეებს  დაეხასიათებინათ  პერსონაჟები  გარეგნობის  მიხედვით. 
    რესურსს    ერთვის  სააზროვნო  კითხვები, რომლებიც  ეხმარება  მოსწავლეებს  ცოდნის   გამტკიცებასა  და  მასალის  შეჯამებაში.
     აღნიშნულ  სასწავლო  რესურსს  გამოიყენებს  ხელოვნების  მასწავლებელი.                    

              


No comments:

Post a Comment