Thursday, June 20, 2019

IX კლასის ტესტები


IX კლასის საგამოცდო ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. გადმოეცით თქვენი სიტყვებით „ავთანდილის ანდერძის“ შემდეგი სტრიქონის აზრი: „რა უარეა მამაცსა, სულდიდსა, წასლვა-გვიანსა“
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

2. ვაჟა-ფშაველას ლექსში „ჩემი ვედრება“ რას სთხოვს უფალს ლირიკული გმირი შემდეგ სტროფში:
„ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია,
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია“
ა) დიდხანს სიცოცხლეს                         ბ) არ დაეკარგოს მეხსიერება  
გ) არ გაუქრეს უფლის რწმენა               დ) მოწყალებას
3) რომელი სტრიქონებით ეხმიანება ვაჟა-ფშაველას ლექსი „კაი ყმა“ შოთა რუსთაველის ცნობილ სტრიქონებს: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“
ა) მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, / მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
ბ) მიძღვნილსა საუფროსოსა / ამხანაგებსვე სწირავდეს.
გ) სწორს ფიქრს აძლევდეს სოფელსა, / ცდუნება არა სძირავდეს.
დ) სჯობს მოკვდეს მშიერ-ტიტველი, / კვდებოდეს , არა გმინავდეს,
     თავის სამარხად, სუდრადა / მარტო სახელსა სწირავდეს.
4) ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „სარჩობელაზედ“ რატომ ადანაშაულებს უცნობი ბიჭი თავისი ძმის სიკვდილში მართალ პეტრეს?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
5) გ. შატბერაშვილის მოთხრობაში რას ამსგავსებენ „დასეტყვილ ყანას“ რედაქციის თანამშრომლები?
ა) სეტყვისაგან დაზიანებულ ვენახებს 
ბ) სამშობლოს ბედს 
გ) ცენზორის მიერ ჩასწორებულ გაზეთ „ივერიის“ ბოლო ნომერს 
დ) ბრძოლაში ნაიარევ ვაჟკაცებს

6) ნ. ლორთქიფანიძის ნოველაში „ლიტერატურული საღამო“ რას სთხოვს ქართველ საზოგადოებას საქართველოს ბუნება და საამაყო წარსული?
ა) რწმენის შენარჩუნებას                            ბ) მამულის გათავისუფლებას 
გ) წინაპართა ხსოვნის პატივისცემას        დ) „მოუარეთ საქართველოს !“
7) ვის მიუძღვნა აკაკი წერეთელმა ლექსი „განთიადი“ ?
ა) ილია ჭავჭავაძეს  ბ) კრწანისის ომის გმირებს  გ) საქართველოს ბუნებას  დ) დიმიტრი ყიფიანს
8) ტროპის რომელი სახეა გამოყენებული ხაზგასმულ სიტყვებში:
 ცა-ფირუზ , ხმელეთ-ზურმუხტო,  ჩემო სამშობლო მხარეო.“
ა) ეპითეტი                 ბ) ჰიპერბოლა                  გ) გაპიროვნება              დ) მეტაფორა
9) რისი სიმბოლოა მდინარე არაგვი ნ. ბარათაშვილის პოემაში „ ბედი ქართლისა“ ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
10) „ ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“  - ეს წინადადება აგებულებით არის:
ა) შერწყმული            ბ) რთული თანწყობილი         გ) მარტივი         დ) რთული ქვეწყობილი
11) პოეზიის რომელ ჟანრს მიეკუთვნება ბესიკის ლექსი „ტანო  ტატანო“?
   ----------------------------------------------------------------------------------------------
12) ნ. ლორთქიფანიძის  „საშობაო მინიატურების“რომელ სტრიქონში არის გაცხადებული მთავარი იდეა:
ა) ,,იქ , სადღაც შორს, ბეთლემში, 19 საუკუნის წინათ... დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა მაშვრალთა იმედი და ნუგეში“
ბ) ,,საქართველო იყიდება“
გ),,ყური მიუგდეთ წვიმის წვეთებს“ 
დ),,მოუარეთ საქართველოს“
13)რომელი ლიტერატურული მიმართულების წარმომადგენელია ნ. ბარათაშვილი?                
 ა) კლასიციზმის             ბ) რომანტიზმის                 გ) რეალიზმის                   დ)იმპრესიონიზმის
14) ა. კალანდაძის ლექსში „მოდიოდა ნინო მთებით“ რომელი ისტორიული ფაქტია ასახული?
_________________________________________________________________________________
15) აკ . წერეთლის მოთხრობა „კუდაბზიკეთი“ მიეკუთვნება:                                                
 ა) სატირას                           ბ) კომედიას                           გ) ტრაგედიას                         დ) დრამას
16) რით განისაზღვრებოდა ვაჟკაცობა სოფელ ბუყნურის მცხოვრებთათვის რ. ჭეიშვილის მოთხრობაში  „ნობელი“?                                                                                                                     
ა) ომში წასულთა რიცხვით                            ბ) ომში დაღუპულთა რაოდენობით        
გ) ომის გმირების რაოდენობით                     დ) დინამიტების აფეთქების სიშორე-სიახლოვის მიხედვით
17) სულხან-საბა ორბელიანის იგავში „მოცინარი და მოტირალი“ რომელი უფრო ფიქრობს საქვეყნო საქმეზე:                                                                                                                                        
 ა) მოცინარი             ბ) მოტირალი                  გ) ორივე              დ) არცერთი
18) რომელი საუკუნის ამბებია გადმოცემული თხზულებაში „მოქცევაი მირიან მეფისა“?
ა) I               ბ) II              გ) IV            დ) V
19) რა განსაცდელი მოუვლინა საწუთრომ  დ. გურამიშვილს?
________________________________________________________________________________________________
20) ჩამოთვლილთაგან რომელს ანიჭებს უპირატესობას დ. გურამიშვილი?
ა) ვაჭრობას                  ბ)მღვდლობას             გ)დურგლობას            დ) სწავლა-განათლებას
21) ო. ჭილაძის პოემაში „ადამიანი გაზეთის სვეტში“ რატომ დასაჯეს ამერიკელებმა თავიანთი ჯარისკაცი კრუს ხიმენესი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
22) ნ. ბარათაშვილის  „ბედი ქართლისაში“ რატომ  გადაწყვიტა ერეკლე მეფემ საქართველოს რუსეთთან შეერთება?                                                                                                                                
ა) რუსეთის ხელმწიფემ მოისყიდა                  ბ) ერს ასე სურდა     
გ) მობეზრდა განცხრომით ცხოვრება             დ) რუსეთი ერთმორწმუნე და ძლიერ სახელმწიფოდ მიაჩნდა
23) რომელ ისტორიულ მოვლენას ასახავს ნ. ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“ ?~
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
24)  ნ. ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისაში“ რას ამგვანებს სოფიო თავისუფლებაწართმეულ ადამიანს
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
25) როგორ დაუბრუნდა სამშობლოს დავით გურამიშვილი?                                                                       
ა) თავისი შემოქმედებით                ბ ) ოჯახით                გ) ქონებით                  დ) ტყვეებში გაცვალეს
26) რომელი  მეფის დროს გაერთიანდა ქართლი?
ა) მირიანის,   ბ) თამარის,   გ) დავით აღმაშენებლის,    დ) ერეკლე  მე-2-ის
27) რომელი ისტორიული ვითარებაა ასახული კ. გამსახურდიას ნოველა „დიდ იოსებში“?

28) შემოხაზე სწორი ვარიანტი:
 ა) და-ძმა შებრუნდნენ ოთახში               გ) და-ძმა შებრუნდა ოთახში
 ბ)და-ძმა შებრუნდენ ოთახში                   დ) და- ძმანი შებრუნდა ოთახში
29) როგორ გესმით ფრაზეოლოგიური გამონათქვამი: „ოჯახს თავსლაფი დაასხა“
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
30) რომელია სინონიმური წყვილი:
ა) ბნელი- უკუნი
ბ) მაღალი - დაბალი
გ) ავი- კარგი
დ) მხდალი - მამაცი

პ ა ს უ ხ ე ბ ი
1) რა არის ამპარტავან, მაგრამ საქმეზე მოგვიანე კაცზე უარესი?
2) გ
3) დ
4) იმიტომ, რომ პეტრეც იმ საზოგადოების წევრია, რომელმაც თვალები დახუჭა, ხმა არ ამოიღო და დანაშაულებრივი გულგრილობით უსამართლობას შეატოვა გზასაცდენილი ობოლი ძმები (ან მსგავსი აზრის მქონე სხვა განმარტება)
5) გ
6) დ
7) დ
8) დ
9) პოემაში არაგვი თავისუფლების სიმბოლოა
10) დ                                                                                                                                                                
11) აშუღური პოეზიის      
12) დ            
13) ბ       
14) წმ. ნინოს შემოსვლა ქართლში და ქართლის მოქცევა       
15) ა           
16) დ           
17) ა         
18) გ         
19)ლეკებმა დაატყვევეს,  
20)დ      
21)კრუს ხიმენესმა უარი განაცხადა   უდანაშაულო პატრიოტების დახვრეტაზე,          
22) დ     
23) კრწანისის ომს   
24)გალიაში დატყვევებულ ბულბულს 
25) ა  
26) ა  
27) რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია  
28) გ      
29) ოჯახი შეარცხვინა          
30) ა

No comments:

Post a Comment