Thursday, June 20, 2019

ბლოგის-რეფლექსია


                                  საგანმანათებლო  ბლოგის  რეფლექსია
   ეროვნულ  სასწავლო  გეგმაში  მითითებულია, რომ  „საგანმანათებლო  პროცესში  აუცილებელია   მრავალფეროვანი   საგანმანათებლო  რესურსების  გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე  მოსწავლეებისთვის.“(ესგ, შესავალი,  თავი 2, მუხლი 8, 2011-2016).  ელექტრონულ  გვერდზე  განლაგებული  მასალა  გადის  ეროვნული   სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებულ   გამჭოლ  კომპენტეციებზე:1. წიგნიერების  განვითარება, 2.ციფრული  კომპიუტერული  წიგნიერება.
                                 ელექტრონული  საგანმანათებლო  რესურსის  შექმნის  მიზანი
    სურვილი  მქონდა ჩემ  მიერ  შექმნილი  სასწავლო  რესურსები, პრეზენტაციები  და  სხვა  აქტივობები   ხელმისაწვდომი  გამეხადა  ყველა დაინტერესებულთათვის,ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა  კოლეგებისთვის,ორგანიზება  გამეკეთებინა  ჩემს  მიერ  დაგროვილი  მასალისთვის,  გამეთვალისწინებინა  მკითხველთაგან  მიღებული  რჩევები  და  ჩემი  მუშაობა   უფრო  ნაყოფიერი  გამეხადა.
     აღნიშნული  რესურსი  შექმნილია  მოსწავლეთა  ასაკობრივი  შესაძლებლობების  გათვალისწინებით, მორგებულია  მათ  ინდივიდუალურ  საჭიროებებზე.
                                მიღწეული  შედეგები
     სასწავლო  რესურსის  გამოყენება  დამეხმარა  სასწავლო  მასალა  მიმეწოდებინა  ორი ფორმით: ვერბალურით  და   ვიზუალურით,  რითაც  მასალის  აღქმის  უკეთეს  შედეგზე  გავედი.  საპრეზენტაციო  სლაიდ-შოუებმა  ხელი  შეუწყო  მოსწავლეებს  ყურადღების   კონცენტრაციაში.  ასეთი  ფორმით  მასალის  აღქმა  მათთვის  ბევრად  საინტერესო  და  გასაგები  იყო.  ციფრული  ტექნოლოგიების  გამოყენებამ  სასწავლო  პროცესი  მრავალფეროვანი  გახადა  და  მოსწავლეებს  საშუალება  მისცა  აქტიურად  ჩართულიყვნენ  გაკვეთილის  მსვლელობაში.
     ბლოგი  მუდმივად  შევსების  პროცესშია  და  აქ  განთავსებულ  მასალას  პერიოდულად  დაემატება  ახალ-ახალი  სასწავლო  რესურსი.





No comments:

Post a Comment