ტესტები ქართულ
ენასა და ლიტერატურაში
მე-8 კლასი
1.
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? ( ნოდარ დუმბაძე „ კორიდა’’)
ა) გებრალებოდეს
ცხოველები გ)არ გებრალებოდეს ცხოველები გ)
პატივს სცემდე უცხო კულტურას, მაშინც კი, როცა
ის შენთვის გაუგებარია დ) პატივს
სცემდე ყველას და ყველაფერს
2.
რას
გვასწავლის ნიკო ლორთქიფანიძის „ დადიანის ასული და მათხოვარი’’?
3.რა
აჩუქა დადიანის ასულს მათხოვარმა?
4)რევაზ
ინანიშვილის მოთხრობაში „ წიგნი’’ რითია შეპყრობილი მთავარი მოქმედი პირი?
ა)შურისძიების
გრძნობით ბ) სიყვარულით გ) ეჭვით დ)სინანულით
5)პერიფრაზი
არის :
ა)საკუთარი
აზრის გადმოცემა შენივე სიტყვებით ბ) სხვისი ნათქვამის გაგება და მითითების მიცემა
გ)აზრის გამოთქმა, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა
დ)სხვისი ნათქვამის გამეორება
6)გააგრძელეთ
საზეპირო „ცაშივე ამიტაცებდა თან მატარებდა
შვილადა ასე არ დამჭირდებოდა...”
7)რომელია
არასწორი ფორმა?
ა)გზადაგზა
ბ)ნაპირნაპირ გ)ფეხ-შიშველა დ)და-ძმა
8)
ვინ არის „იარებოდა დედაის ავტორი“ ?
9)რას
ეწოდება დიალოგი?
10)გააგრძელეთ
საზეპირო: „როცა ქართლში გაზაფხული აამწვანებს სერს და ყანობს...“
11)ვინ
დაწერა „ლაჰილზე ისევ“ ?
ა)ანა
კალანდაძე ბ)აკაკი წერეთელი გ)შოთა ნიშნიაძე დ) გიორგი ლეონიძე
12)რამდენი
სერია და მწკრივია ქართულში ?
ა)ორი
სერია, 12 მწკრივი ბ)სამი სერია, 11 მწკრივი,
გ)სამი სერია, 9 მწკრივი დ) ოთხი სერია და 8 მწკრივი
13)ჩამოთვალეთ
სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში.
14)რომელ
პერსონაჟს ადარებს შოთა რუსთაველი პირგამეხებულ ვეფხვს?
ა)ნესტანს
ბ)თინათინს გ)ტარიელს დ) ფრიდონს
15)გააგრძელე
საზეპირო: „შიგან ასრე გავერივე , გნოლის ჯოგსა ვითა ქორი...“
16)საიდან
არის ნაწყვეტი „სოფიო ერთსა და იმავე დროს მათი ექიმიც იყო, მოსამართლე, ჭირისუფალიც,
დამრიგებელიც.“
ა)“მარიტა“
ბ)“ეშმაკის ქვა“ გ)“ ფილოსოფიური ქვა“ დ)“ჩორეხი“
17)ილია
ჭავჭავაძის ლექსის „პოეტის“ მიხედვით რა არის შემოქმედის დანიშნულება?
ა)ერის
წინამძღოლობა ბ)ქვეყნის ერთგულება და სიყვარული გ) პოეტური შემოქმედება დ)კაცური
ცხოვრება
18)გახაზეთ
სრული ასპექტის ზმნები: მიმართა, მღერის, ოცნებობს, გადაიღო, გამოიდარა, შეარჩია.
19)ვისი
სიტყვებია: „თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი.“
20)აკაკი
წერეთლის „ბაში-აჩუკი“. ვის ნაცვლად დაეჭიდა ბაში- აჩუკი აბდუ შაჰილს ?
ა)ყორღანაშვილის
ბ)კოზმანაშვილის გ)მაყაშვილის
დ)ჩოლოყაშვილის
21)აბდუ-შაჰილს
არ ეჭაშნიკა ეს საქმე . რას ნიშნავს გახაზული სიტყვა ?
ა)არ
მოეწონა ბ)გაჯიუტდა გ)აღელდა დ)გაბრაზდა
22)გაასწორეთ
შეცდომები: 1. მთვარე სახლის უკან სდგას 2.ვერ აცდა მტვერს ცხოვრებისას 3.ღმერთმა ნუ
მოკითხოს მამა-პაპის ცოდვა ჩვენს მეფეს.
23)შემოხაზე
სწორი ფორმა :
ა)კარგი
გააკეთე, მაგრამ უკარგესიც შეიძლებოდა. ბ)ამაზე უსქესი ქალი არ მინახავს გ)კაბას მოვარდისფერო
არშია ამშვენებდა დ)ამაზე უცუდესი
არაფერი იქნება
24)რომელია
თანხმოვან ფუძიანი სახელი?
ა)გადაკიდებული
ბ)კლდე გ)მდინარე დ)ია
25)რომელია
სტილისტურად სწორი წინადადება?
ა)გოგონას
დახეული კონკები ეცვა ბ)ლუარსაბს ბალნიანი სხეული ქონდა გ)აკაკის ენა კვიმატი ენა ქონდა დ)გამოამზეურა მზის სინათლეზე
26)ნოდარ
დუმბაძე „ ბოშები“. რა აჩუქა ოქსანას ნინამ ბებიამ?
ა)ბეჭედი
ბ)სამაჯური გ)ფული დ)საყურე
27)რევაზ
ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“. რა გაიფიქრა ვიტგენშტეინმა გენერლის
დანახვისას?
ა)ის იყო მოურიდებელი
, თამამი, ხმაურიანი ბ)კეთილი ადამიანი
იყო გ)მისთვის ყველაფერი სულერთი იყო დ)დახვეწილი პიროვნება
იყო
28)ვაჟა-ფშაველა
„ამოდის, ნათდება“. რატომ უნდა ესტუმრონ მგლები სოფელს?
ა)სოფელი
უნდა ინახულონ ბ)საკბილო უნდა იშოვნონ გ)სიცივეა და ბარში უნდა ჩავიდნენ დ)ტყეში აღარ გაეძლებათ
29)გიორგი
ლეონიძე „მარიტა“. რა ფერები შეიჭრა მარიტას ცხოვრებაში გათხოვების შემდეგ?
ა)შავი
ბ)ვარდისფერი გ)ნაცრისფერი დ)ლურჯი
30)ვის
ეკუთვნის ლექსი „ხმა კატამონთან“?
ა)ირაკლი
აბაშიძეს ბ)გიორგი ლეონიძეს გ)ვაჟა-ფშაველას
დ)ტიციან ტაბიძეს
პასუხები
1)გ
2)ადამიანი
ყოველთვის ადამიანია, არც მეტი, არც ნაკლები, იგი შეუფასებელია.
3)ბატის კვერცხისოდენა
მარგალიტი.
4)ა
5)ა
6)“სულ
მუდამ ყოფნა ფრთხილად“
7)გ
8)შოთა
არაბული
9)ორ
პირს შორის საუბარს
10)“ცხელი
სისხლი ჩაუდგება სამაჩაბლოს, სამურყანოს“
11)ა
12)ბ
13)I-ვ-------თ
II- --------
III-ს, ა, ო.---------ენ, ან, ნენ, ნ, ეს.
14)ა
15)“კაცი
კაცსა შემოვსტყორცნე , ცხენკაცისა დავდგი გორი“
16)ბ
17)ა
18)მიმართა,
გადაიღო, გამოიდარა, შეარჩია
19)ავთანდილის
20)ბ
21)ა
22)ასცდა,
დგას, მოჰკითხოს
23)ბ
24)ა
25)ბ
26)ა
27)ა
28)ბ
29)გ
30)ა
No comments:
Post a Comment