Thursday, June 20, 2019

პროექტის გეგმა


პროექტის გეგმა  (შაბლონი)
მიმართულება რომლის ფარგლებშიც
ხორციელდება პროექტი
პატრიოტული და პიროვნული განვითარება.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი. გაიზრდება მათი ცოდნის  დონე, პატივისცემა და მოკრძალება წარსულისადმი.
პროექტის ხანგრძლივობა (თვეები)
15 აპრილი - 23მაისი.
ბიუჯეტი:
15ლარი.

პროექტის აღწერა
მოკლედ აღწერეთ რა პრობლემის აღწერას ემსახურება თქვენი პროექტი, რა გავლენას ახდენს აღნიშნული პრობლემა სწავლა–სწავლების პროცესში და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი მოგვარება.
უძველესი ქართული ხელნაწერები ჩვენი  ისტორიისა  და  კულტურის  უდიდესი  მაჩვენებელია,
რომელსაც  მოვლა  და  პატრონობა სჭირდება, ამიტომ  ახალგაზრდები  უნდა  იცნობდნენ  მათ.
მიუხედავად  იმისა, რომ  დღევანდელი სასკოლო  პროგრამით  ისწავლება  რამდენიმე  ხელნაწერის  ისტორია,ვფიქრობ  რომ  ეს მასალა სრულად  ვერ იძლევა ნათელ სურათს  ძველი ქართული  ხელნაწერების შესახებ. მოსწავლეებიც  დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი უფრო ვრცლად და საფუძვლიანად  შეისწავლონ  უძველესი ხელნაწერები, რითაც ამაღლდება მათი ცოდნის  დონე  და გაიზრდება წარსულისადმი  მოკრძალება და  პატივისცემა.

პროექტის ბენეფიციარები

მოკლედ აღწერეთ ვინ იქნებიან ის პირები/ჯგუფები, რომელზეც მოახდენს გავლენას პროექტი.აღწერეთ, რა გავლენას იქონიებს პროექტის განხორციელება ბენეფიციარზე/ჯგუფებზე.
სსიპ  ქალაქ  ქუთაისის 29-ე  საჯარო  სკოლის მე-9  კლასის  მოსწავლეები. ამაღლდება მათი ცოდნის  დონე,  განუვითარდებათ  კვლევა-ძიებისა  და  ურთიერთთანამშრომლობის  უნარი. გაიზრდება  წარსულისადმი  მოკრძალება  და  პატივისცემა.
პროექტის მიზანი და შედეგების შეფასების ინდიკატორები
პროექტის მიზანი უნდა აღწერედეს სამიზნე შედეგს, რასაც გსურთ მიაღწიოთ პროექტის განხორციელებით.
შედეგის შეფასების ინდიკატორი არის ის მაჩვენებელი, რომლის საშუალებითაც ვაფასებთ და ვზომავთ მივაღწიეთ თუ არა შედეგს.
საწყისი მდგომარეობა (base line) აღწერს თუ რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენ მიერ აღწერილი პრობლემური სიტუაციიდან გამომდინარე და წარმოადგენს ნიშნულს, რომლის მიმართაც უნდა შეფასდეს პროექტის ეფექტურობა.
საწყისი მდგომარეობა (base line) წარმოადგენს სასურველ ნიშნულს, მდგომარეობას, რომელსაც გვსურს მივაღწიოთ პროექტის განხორციელებით.

 








პროექტის
მიზანი
შედეგის შეფასების
ინდიკატორი
საწყისი
მდგომარეობა
სამიზნე
მდგომარეობა
მოსწავლეებს  განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა  და  ურთიერთთანამშრომლობის  უნარი.
მოიძიეს  ინფორმაცია  ხელნაწერების  შესახებ.
მოსწავლეები  იცნობენ  მხოლოდ  რამდენიმე  ხელნაწერს.
უფრო  მეტად განუვითარდებათ  კვლევა-ძიების  უნარი
გაიზრდება  მათი ცოდნის  დონე.
გაიზარდა  მათი  ცოდნის  დონე.
აქვთ  კვლევა-ძიებისა  და  ურთიეთთანამშრომლობის  გამოცდილება.
გაიზრდება  ცოდნის  დონე
წარსულისადმი  პატივისცემის  გაზრდა.
განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა  და ურთიერთთანამშრომლობის  უნარი.

გაიზრდება პატივისცემა წარსულისადმი.

პროექტის ამოცანები
გთხოვთ მიუთითოთ რა კონკრეტული ამოცანები უნდა გადაიჭრას პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად.
პროექტის ამოცანები უნდა ასახავდეს კონკრეტულ პროდუქტს, განხორციელებულ საქმიანობას და ნათლად აჩვენებდეს როგორ უკავშირდება ეს კონკრეტული აქტივობა პროექტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
გაითვალისწინეთ, ამოცანათა რაოდენობა პირობითია, შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამდენიმე ამოცანა პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამოცანა

1
გაეცნობიან  შესაბამის  ლიტერატურას
2
მოიძიებენ  ინფორმაციას
3
ინფორმაციას  გაანალიზებენ, შეჯერდებიან
4
შექმნიან  სლაიდშოუს
5
გააფორმებენ  და  გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს
6
აუდიტორიის წინაშე  წარადგენენ  პრეზენტაციას

,,ვინ“  – ვინ შეიძლება დაგეხმაროთ პროექტის განხორციელებაში. რა იქნება მათ, რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი პროექტში, რა იქნება მათი ფუნქციები.
საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ სტრიქონი.
პალეოგრაფია ისტორიის  დამხმარე  დისციპლინაა  და  შესაბამისად  ისტორიის  პედაგოგი 
დაგვეხმარება  ძველი ხელნაწერების  ისტორიის  გარკვევაში.
ამოცანა
განხორციელების გზა
1
პროექტის  მიზნისა  და  ვადების  გაცნობა
2
ჯგუფებად  დაყოფა  და დავალების  გადანაწილება
3
შესრულებული დავალების  ანალიზი. მოძიებული მასალის დახარისხება
4
სლაიდშოუს შექმნა, გაზეთის გამოშვება
5
ინფორმაციის  შეჯერება  და აუდიტორიისთვის  წარდგენა

პროექტის  განხორციელების  გრაფიკი.

                               I.            კვირა-შესაბამისი  სამეცნიერო  ლიტერატურის  გაცნობა
                            II.            კვირა-ელექტრონული  რესურსის გაცნობა
                         III.            კვირა-მოძიებული  მასალის  დახარისხება, გაზეთის  გამოშვება, სლაიდშოუს  შექმნა
                          IV.            პრეზენტაცია






                                                                 რეფლექსია

      2019 წლის 23 მაისს 92   კლასში  ჩავატარე სასწავლო  პროექტი:’’ძველი ქართული  ხელნაწერები.’’
    სასწავლო  პროცესი  რომ  საინტერესოდ  წარიმართოს  და  მოსწავლისათვის  სწავლა  ეფექტური და  მიმზიდველი  გახდეს  მნიშვნელოვანია  პროექტებით  სწავლება, რომლის  დროსაც მოსწავლეს  უვითარდება კვლევითი,  შემოქმედებითი, თანამშრომლობისა  და საკომუნიკაციო  უნარები.
   მოსწავლეები  დიდი ენთუზიაზმით  ჩაებნენ  მუშაობაში. მოიძიეს  ინფორმაცია  უძველესი  ქართული ხელნაწერების შესახებ. გაეცნენ  შესაბამის  ლიტერატურას. მოძიებული  ინფორმაცია  გაანალიზეს, შეაჯერეს. შექმნეს სლაიდშოუ, გააფორმეს  და  გამოუშვეს  კედლის გაზეთი, აუდიტორიის წინაშე  წარა
დგინეს  პრეზენტაცია.
      აღნიშნულმა პროექტმა  ხელი შეუწყო  მოსწავლეთა ცოდნის დონის  ამაღლებას, მოკრძალებასა  და პატივისცემას  წარსულისადმი.

No comments:

Post a Comment