რეფლექსია
სასწავლო
პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით
სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და
ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად
მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს
თავი მოუყარონ წინარე
ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ
უნარ-ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ
ისინი.
სანამ უშუალოდ პროექტზე
მუშაობას დავიწყებდეთ, გავარკვიე რა იცოდნენ
მოსწავლეებმა ძველი ხელნაწერების შესახებ.
მათ გამოთქვეს სურვილი მეტი გაეგოთ ოთხთავების სესახებ. მოიძიეს ინფორმაცია, გაეცვნენ
შესაბამის ლიტერატურას, გააფორმეს კედლის გაზეთი, შექმნეს სლაიდშოუ.
მუშაობის პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა. კვირაში
ერთხელ მოსწავლეები ხვდებოდნენ
ერთმანეთს, ეცნობოდნენ ერთმანეთის
ინფორმაციას, მსჯელობდნენ, აკეთებდნენ
ანალიზს.
ვფიქრობ რომ პროექტმა
მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა საინტერესო
ინფორმაციას მოუყარეს თავი. გაიზარდა მათი ცოდნის
დონე, პატივისცემა წარსულისადმი. განუვითარდათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
No comments:
Post a Comment